მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი ამბობს, რომ იანვრიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მათე სოხაძე ამბობს, რომ 2025 წლის იანვრიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. მათე სოხაძე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს. “როგორ შეიძლება დაიწყოს 30 დეკემბრის დილა მთავრობის ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის, რომელსაც თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადებაზე ხელმოწერის გზით და თან საპროტესტო აქციებზეც დადის? – ცოტა ხნის […]
ლუბლინი და კირუნა 2029 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქები გახდებიან

ლუბლინი (პოლონეთი) და კირუნა (შვედეთი) 2029 წლის ევროპის კულტურული დედაქალაქის ტიტულს მიიღებენ. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ლუბლინს აქვს მრავალი კულტურული ძეგლი: ძველი ქალაქი ვიწრო ქუჩებით, მოედნებით და ისტორიული შენობებით შესანიშნავად არის შემონახული. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა გოთურ სტილში აშენებული ლუბლინის ციხე. კირუნა არის შვედეთის ყველაზე ჩრდილოეთი ქალაქი, რომელიც მდებარეობს არქტიკული წრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 200 კილომეტრში. […]
იანვარ-ნოემბერში, სებ-ის წმინდა სავალუტო ინტერვენციებმა 463.4 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 463.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს. „2024 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 124.5 მლნ აშშ დოლარი იყიდა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 463.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – ნათქვამია საინვესტიციო ბანკის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
რატი იონათამიშვილი – რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბერში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, ამ ე.წ. პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ მხარდამჭერებთან ისე დადგომა, თითქოს უკადრებელი არ უკადრიათ, მაგრამ საინტერესოა, მხარდამჭერები თუ მოსთხოვენ პასუხს

რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ოპოზიცია, სხვა დაპირებებთან ერთად, საკუთარ მხარდამჭერებს ჰპირდებოდა, რომ არ დაუშვებდნენ XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას, არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას და მის ინაუგურაციას. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 დეკემბერს 11:30 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფელბში: თოლენჯი, სიმონიანთხევი, გორანა, ბალებისხევი, კვერნაულა და მიმდებარე სოფლებში. მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
შალვა თადუმაძე ვახტანგ გომელაურის მოადგილედ

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. 2018-2019 წლებში შალვა თადუმაძეს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. შალვა თადუმაძე უკრაინისა და ლიეტუვის მიერ არის სანქცირებული. თავად […]
ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა

შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მეხუთე მოადგილე იქნება. სხვა მოადგილეები არიან: შალვა ბედოიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და იოსებ ჭელიძე. შალვა თადუმაძის სამუშაო გამოცდილება: · 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. · 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა. უფრო ადრე მუშაობდა საქართველოს მთავრობის […]
სანქცირებული გომელაურის მოადგილე სანქცირებული თადუმაძე გახდა

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრმა, მაგნიტსკის სიაში მყოფმა და რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებულმა ვახტანგ გომელაურმა მოადგილედ სანქცირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე დანიშნა. შალვა თადუმაძე ლიეტუვის და უკრაინის მიერ დასანქცირებულთა შორისა. შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. “შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს […]
საქართველოს არ სურს იყოს პაიკი დასავლეთის ხელში – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს აწარმოოს სუვერენული პოლიტიკა და “არ იყოს პაიკი დასავლეთის ხელში”. მის შესახებ მან რუსულ მედია TACC-თან აღნიშნა. მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ უბიძგებს. „ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, საქართველო ცრუ დილემის წინ დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. ამის პარალელურად, […]
აშშ-მა უკრაინას თითქმის 2,5 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს თითქმის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს. „დღეს სიამაყით ვაცხადებ თითქმის 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ უკრაინის დასახმარებლად უსაფრთხოების სფეროში, ვინაიდან უკრაინელი ხალხი განაგრძობს საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსეთის აგრესიისგან,“ ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. მანამდე მორიგი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, […]