თალიბანმა აკრძალა ფანჯრების გაკეთება ისეთ ადგილებში, საიდანაც შეიძლება ჩანდნენ ქალები

თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბატულა ახუნდზადამ გამოსცა ბრძანებულება, რომელიც კრძალავს ფანჯრების გაკეთებას საცხოვრებელი შენობებისთვის, რომელთა წინ მდებარე ტერიტორიებს „როგორც წესი, ქალები გამოიყენებენ“. ბრძანებულების ტექსტი ტვიტერში გამოაქვეყნა თალიბების წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა. განცხადების თანახმად, ახალ შენობებს არ უნდა ჰქონდეთ ფანჯრები, რომლებიდანაც მოჩანს „ეზო, სამზარეულო, მეზობლის ჭა და სხვა ადგილები, რომელთაც შეიძლება იყენებდნენ ქალები“. „ქალების თვალთვალმა, რომლებიც სამზარეულოებში და […]
ქართველმა ბავშვებმა პოლონეთში დიდი წარმატებით იასპარეზეს

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში რიგით 35-ე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „Cracovia 2024“ მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში გამართულ ტურნირში ელვისებურ ჭადრაკში 8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა ბავშვებმა. პირველ ადგილი ერთპიროვნულად დაისაკუთრა ლაზარე ქვაჩაკიძემ, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და მომდევნო საპრიზო ადგილებზე განაწილდნენ: გიორგი ნემსიწვერიძე, ლილე სვანაძე. ლილე, ასევე, საუკეთესო იყო გოგონათა შორის.
სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, უქმე დღეებში მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება – სებ

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. ამასთან, სამუშაო სპეციფიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სებ-ის მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება“ – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „3 და 6 იანვარს, ასევე, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, […]
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ თავმჯდომარის განცხადებით, მათი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების გამო, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, კოლექტიური დავა დაიწყეს

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ“ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების გამო, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, კოლექტიური დავა დაიწყო. როგორც „სოციალური მუშაკთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, სოფო ხვთისიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააგენტოს 11-მა ადამიანს შეატყობინეს, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდნენ. მისი თქმით, სავარაუდოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. „გაერთიანება „სოციალურ მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა“ დღეს დაიწყო თავისი […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება პრობაციის სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიური დავას იწყებს

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიური დავას იწყებს. მათ ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს ვლადიმერ ხელაძეს მიმართეს. ისინი ასევე ითხოვენ, რომ დავის შეთანხმებით გადაწყვეტის მიზნით, შრომის კოდექსის შესაბამისად, მედიატორი გამოიყოს შრომის სამინისტროდან. „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ წარმოადგენს პროფესიულ კავშირს, რომლის წევრებიც არიან დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული […]
ბაქომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიგრაციის წესები გაამკაცრა

აზერბაიჯანში 29 დეკემბერს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების თანახმად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაამკაცრა მიგრაციის წესები რუსეთში მუდმივად მცხოვრები რუსებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. ისინი შეიზღუდნენ ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის მაქსიმალური ვადით. ახალი ლიმიტი მოიცავს 90 დღეს წელიწადში. რეგულაცია ძალაში 2025 წლიდან შევა. მანამდე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქო სარკისებურ ზომებს მიიღებს რუსეთში უცხოელების უვიზო ყოფნის ხანგრძლივობის მოთხოვნების […]
მარტყოფის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდა

მარტყოფის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდა – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი ახალგახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დააბინავა. ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შშმ პირები ოჯახთან მიახლოებულ გარემოში იცხოვრებენ, სადაც მათი ინდივიდუალური საჭიროებები გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურა კი ადაპტირებულია. „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური […]
რეჟიმს იმედი აქვს, რომ მოვლენები 2012 წლის რუსული “ბოლოტნაიას” სცენარით წავა – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს: ,,სანქციები მნიშვნელოვანია, პოლიტიკური განცხადებები კარგია, მაგრამ თუნდაც ბოლო მოვლენები ნათლად გვანახებს, რომ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, მთლიანობაში და ძირითადად საკუთარი ძალების და აქტიურობის იმედი უნდა ჰქონდეს. ქართველი ერი, როგორც არასდროს, ერთიანია თავისუფლების იდეის გარშემო და ამ იდეის გარშემო ერთიანობამ უნდა გაგვამარჯვებინოს! რეჟიმს იმედი აქვს, რომ მოვლენები 2012 წლის რუსული “ბოლოტნაიას” სცენარით წავა […]
სანქცირებულმა გომელაურმა მოადგილედ სანქცირებული თადუმაძე დანიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის მაგნიტსკის სიაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2019 წლიდან დღემდე თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. მანამდე კი, 2018-2019 წლებში ის მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა. თადუმაძე ლიეტუვისა და უკრაინის მიერ არის სანქცირებული. გომელაური კი […]
,,თადუმაძის შს მინისტრის მოადგილედ გადაყვანა რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა“ – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი თადუმაძის გომელაურის მოადგილედ დანიშვნას ეხმაურება: ,,თადუმაძის შს მინისტრის მოადგილედ გადაყვანა რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა. ფაქტია, სანქციების და შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს შსს-ში სიტუაცია გაურბის. სანდოც ბევრი არ დარჩა გარშემო. თუმცა, ძალიან ცდება თუ ფიქრობს, რომ თადუმაძე დაიჭერს სისტემას – ძალოვანი სისტემები დასანახად ვერ იტანენ „უცხო სხეულს“ (მისი […]