“დამინახეს, როგორ ვიღებდი დაკავების პროცესს… პოლიციელმა მკრა ხელი, შემაგდეს მანქანაში” | გელა მთივლიშვილი გაათავისუფლეს

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც მან პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა, პოლიციელები მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ. კეკელიძის ქუჩაზე მივედი დაგვიანებით, თბილისში არსებული საცობის გამო. როდესაც მივედი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად უკვე პოლიციის თანამშრომლები შესულები იყვნენ ბინაში, იქიდან გამოყრილი ჰყავდათ ადამიანები და გარეთ მყოფ აქტივისტებს, რომლებიც აპროტესტებდნენ იქ მიმდინარე პროცესებს, […]

„კეკელიძეზე დღევანდელი გამოსახლების კონტექსტსში, ზოგადად ამ საკითხზე დავწერ ჩემს აზრს“ – ნიკა გვარამია

სახელმწიფოს მიერ ამ ტიპის ურთიერთობის რეგლამენტაცია სრულიად დასაშვები, მეტიც, სასურველია. მევახშეობის (და ეს დაკაბალება ნამდვილად მევახშეობა მგონია) შეზღუდვა საერთოდ არ მგონია თავისუფალი ბაზრის პრინციპების საწინააღმდეგო, პირიქით, საკუთრების დაცვის და მისი თავისუფლად განკარგვის ღონისძიებად უფრო მივიჩნევ. ღარიბ ქვეყანაში, უკიდურესი საჭიროების მდგომარეობაში, ადამიანი ფულს ასტრონომიულ პროცენტში რომ სესხულობს, ამ ვითარებაში მისი ფინანსური მოწყვლადობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ […]

მანქანაში მახრჩობდნენ, არაადამიანურად მექცეოდნენ – მთივლიშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს დაკავებული ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მასზე სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს. მთივლიშვილი აღწერს მისი დაკავების პროცესს და ამბობს, რომ მას ჟურნალისტურ საქმიანობაში სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს. იღებდა, როგორ აკავებდბენ პოლიციელები ერთ-ერთ მოქალაქეს, რა დროსაც ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ხელი ჰკრა, რა დროსაც ჟურნალისტმა განუცხადა, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა […]

საია – მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიაწოდოს ადვოკატებს კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია და მისცეს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კეკელიძის N1-ში აღსრულების პოლიციის მიერ ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც აკრძალავდა ზამთრის ან ღამის პერიოდში გამოსახლებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. საია […]

გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც რექტორთა საბჭოს კერძო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უმასპინძლა. შეხვედრა გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია. მონაწილეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით […]

კახაბერ ლაბუჩიძე – ოპოზიცია დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ყველა მშენებლობას დანაშაულად წარმოაჩენს

ოპოზიცია დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ყველა მშენებლობას დანაშაულად წარმოაჩენს, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ განაცხადა, რითაც დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ყველა მშენებლობას დანაშაულად წარმოაჩენს. „გაბრიელ სალოსის გამზირზე განსახორციელებელ პროექტს ვითომ „ქალაქზე მოამაგეები“ სრულიად უარგუმენტოდ ეწინააღმდეგებიან. მინდა გავახსენო […]

CIA-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც რუსი აგენტების გადაბირებას ისახავს მიზნად

აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) X-ზე (ყოფილი Twitter-ი) გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, რომელიც რუსული დაზვერვის თანამშრომლების გადაბირებას ისახავს მიზნად და მათ შეერთებული შტატებისთვის ორმაგ აგენტად მუშაობას სთავაზობს. ვიდეო გამიზნულია იმ რუსი აგენტებისთვის, რომლებიც თავს პატრიოტებად მიიჩნევენ და ელიტური კორუფციისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებში თანამედროვე აღჭურვილობის სიმცირის გამო თავს ღალატის მსხვერპლებად თვლიან. “თქვენს ირგვლივ მყოფებს შეიძლება არ […]

ბოდბის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სიღნაღში, ბოდბის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ტაბულას ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა და ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

97 წლის ასაკში JESUS CHRIST SUPERSTAR-ის რეჟისორი ნორმან ჯუისონი გარდაიცვალა

97 წლის ასაკში კანადელი რეჟისორი ნორმან ჯუისონი გარდაიცვალა. ჯუისონი ავტორია ისეთი პოპულარული ფილმებისა, როგორებიც არის In The Heat Of The Night, Jesus Christ Superstar, Hurricane, Fiddler on the Roof, Moonstruck, The Thomas Crown Affair. ჯუისონმა კარიერა ამერიკულ ტელევიზიაში დაიწყო. 50-იან წლებში ის CBC-ის არხზე, რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. პირველი მხატვრული ფილმი 40 Pounds of Trouble 1962 […]

“სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან” – ხაბეიშვილის შეფასება კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე და მმართველი გუნდის პასუხი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას გამოეხმაურა. ხაბეიშვილმა გამოსახლების პროცესს სისხლის სამართლის დანაშაული უწოდა. “მარტივი არჩევანი გვაქვს – უსწრაფესად ევროკავშირის წევრობა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში 30-35%-იანი სესხები აღარასდროს აღარ იქნება, რის გამოც ჩვენი მოქალაქეების დიდ უმრავლესობას შემდეგ ქუჩაში ტოვებენ. ყველა ადამიანს, ვინც ამაში [გამოსახლებაში] მონაწილეობა მიიღო უნდა ესმოდეს, რომ ისინი […]