შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა

ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, ჩაიმსხვრა მინები და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად უახლოეს მომავალში დაიწყება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი. მათივე ცნობით, გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე […]
თურქეთის სახელმწიფო ვალი 2023 წელს 67%-ით გაიზარდა

თურქეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ცენტრალური მთავრობის მთლიანი ვალი 2023 წლის ბოლოს 6,7 ტრილიონ ლირას (227,4 მილიარდი დოლარი) შეადგენდა. ამავე ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით ვალის მოცულობა 67%-ით გაიზარდა. თანხის დაახლოებით 35,8% ლირაშია, დანარჩენი კი უცხოურ ვალუტაში. გასული წლის ბოლოსთვის 3,2 ტრილიონი ლირა (108,6 მილიარდი დოლარი) ვალი შიდა და დაახლოებით 3,5 ტრილიონი ლირა (118,9 მილიარდი აშშ დოლარი) […]
უკრაინელებმა დნიპროს რაიონში რუსული რაკეტა X-59 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა დნიპროში, რუსული რაკეტა X-59 ჩამოაგდეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში “აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობა” ავრცელებს. “16:00 საათზე საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დნიპროს თავზე მტრის რაკეტა დაფრინავდა და უკვე 16:08 საათზე გაჩნდა ინფორმაცია მისი აფეთქების შესახებ” – წერს უწყება.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკრაინის სასწრაფო საჭიროებებზე ბრძოლის ველზე | ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მოკავშირეებს მოუწოდებს გააგრძელონ უკრაინის სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა. განცხადება ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტეინ-18“) შეხვედრის დასაწყისში გააკეთა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს: ”უკრაინის მხარდაჭერა ტირანიასთან ბრძოლაში, ყველა ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის. თუ ჩვენ არ გვეყოფა ნერვები და თუ ვერ შევაკავებთ აგრესორებს, კიდევ უფრო მეტ სისხლსა და ქაოსს გამოვიწვევთ. ამიტომ, სუვერენული […]
“სამშენებლო კომპანიებს ნახევარფაბრიკატი პროექტებით უწევთ მუშაობა” – Apart Construction

სამშენებლო კომპანია “აპარტ ქონსთრაქშენის” დირექტორის მალხაზ ხოშტარიას განცხადებით, სამშენებლო კომპანიებს ნახევარფაბრიკატი პროექტებით მუშაობა უხდებათ. პროექტირების ეტაპზე არსებულ ხარვეზებზე კერძო სექტორის წარმომადგენელმა “საქმის კურსში” ისაუბრა. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტირების ეტაპზე პროცესები ნაჩქარევად მიმდინარეობს და სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მისი ბოლომდე გააზრება არ ხდება, რაც პროექტის ვადებსა და სამუშაოების ხარისხზე მოქმედებს. “მთავარი პრობლემა რაც სამშენებლო […]
6 დაღუპული, 70-ზე მეტი დაშავებული – რუსეთი უკრაინულ ქალაქებს ბომბავს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის მიერ მიტანილ იერიშებს 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 70-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი. კიევის ცნობით, რუსული იერიშების მთავარი სამიზნე ქალაქი ხარკივი იყო, სადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 51-ს მიაღწია. ხარკივის მერი იჰორ ტერეხოვი ამბობს, რომ იერიშების დროს საერთო ჯამში 30 კორპუსი დაზიანდა. […]
ამერიკამ და ბრიტანეთმა იემენში ჰუთებს ისევ შეუტიეს

პენტაგონის განცხადებით, 21 იანვარს, შეერთებული შტატების და ბრიტანეთის ძალებმა კიდევ ერთი იერიში მიიტანეს, იემენში, ჰუთ მებრძოლებზე. ვაშინგტონის და ლონდონის სამიზნე ჰუთების მიწისქვეშა საწყობები, ასევე სარაკეტო და სათვალთვალო შესაძლებლობების დაზიანება იყო. ამ შესაძლებლობებს, ირანის მხარდაჭერილი ჯგუფი წითელ ზღვაში მოძრავი კომერციული გემების წინააღმდეგ იყენებს. უახლეს საპასუხო იერიშში, ამერიკის და ბრიტანეთის ძალებმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით, […]
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კორპუსები აშენდება | ივანიშვილის ბიზნეს-პროექტი და პარალიზებული სხდომა საკრებულოში

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კორპუსები აშენდება | ივანიშვილის ბიზნეს-პროექტი და პარალიზებული სხდომა საკრებულოში თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის ახალ ბიზნეს პროექტს მშენებლობისათვის საჭირო თანხმობა მისცა. საუბარია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე. 82 000 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, ფონდი ქართუს საკუთრებაა. დღევანდელ სხდომაზევე, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც 2 ცათამბჯენის აშენება იგეგმება. […]
აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს | მედიაკოალიციის განცხადება ჟურნალისტების დაკავებაზე

აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს | მედიაკოალიციის განცხადება ჟურნალისტების დაკავებაზე მედიის მედიის ადვოკატირების კოალიცია, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ძალადობისა და დაკავების ფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს და მკაცრად გმობს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას. როგორც კოალიცია წერს, აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს […]
იმ პირობებში, როდესაც დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლების ჩაწერა, პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში | ხაბეიშვილი

იმ პირობებში, როდესაც დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლების ჩაწერა, პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში | ხაბეიშვილი კეკელიძეზე განვითარებულ პროცესებში ოპოზიცია სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ხედავს. განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გააკეთა, ვისი თქმითაც სამართალდამცველებს, ვინც დღევანდელ ძალადობრივ გამოსახლებაში მიიღო მონაწილეობა, უნდა ესმოდეთ რომ ისინი არაჰუმანურ ქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. “რა ვიხილეთ დღეს და რას […]