თეონა აქუბარდია – დაუშვებელია რუსეთის ანექსიურ პროცესზე საქართველოს პარლამენტის დუმილი – მოვუწოდებ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელს სხდომა დაუყოვნებლივ მოიწვიოს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ანექსიურ პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვას და ამ მიზნით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის დროებითი კომისიის სხდომის მოწვევას ითხოვს. აქუბარდიას ინფორმაციით, საპარლამენტო კომისია ბოლო ერთი წელია არ შეკრებილა, რაც დაუშვებელი ფაქტია იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ანექსია გაძლიერებულად მიმდინარეობს. „აფხაზური საზოგადოების პროტესტის […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – გასულ წელს, მთავრობის განკარგულებების 23% კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემას ან სახელმწიფოს წინაშე პირობების გადახედვას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია

2023 წელს, საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს. ამასთან, მათივე ცნობით, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ უკვე 3 წელზე მეტია […]

გია თევდორაძე ქუთაისში დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით – ამ ადამიანებმა საცხოვრებელი სახლი ოჩამჩირეში ოკუპანტების გამო ერთხელ უკვე დაკარგეს, დღეს „ოცნება“ ოკუპაციის აქტს აგრძელებს

მათ ერთხელ საკუთარი საცხოვრებელი ოჩამჩირეში ოკუპანტების გამო დროებით დაკარგეს, დღეს, რუსული ხელისუფლება, ოკუპაციის აქტს აგრძელებს და მათ საცხოვრებელი ფართის გარეშე ტოვებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გია თევდორაძემ ქუთაისში დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თევდორაძე აღნიშნავს, მოქალაქეებს, რომელთაც არანაირი ფინანსური კომპენსაცია არ მიუღიათ, „რუსული ხელისუფლება“ საცხოვრებელი ფართის გარეშე, ღია […]

მიხეილ სარჯველაძე – თუ მორატორიუმის შედეგად, გამოსახლება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა მოხდეს, ეს აზრის არ მქონეა – რაღაც კონკრეტულ იდეაზე უნდა იყოს საუბარი, სხვაგვარად ეს ლოგიკურად არ მეჩვენება

თუ მორატორიუმის შედეგად, გამოსახლება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა მოხდეს, ბუნებრივია, ეს აზრის არ მქონეა. რაღაც კონკრეტულ იდეაზე უნდა იყოს საუბარი, სხვაგვარად ეს ლოგიკურად არ მეჩვენება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დაფიქრებაა საჭირო საკითხზე, თუ რამდენად რელევანტური იქნება ოჯახების გამოსახლების […]

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თანამდებობა დატოვა

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. „ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დასახული საგარეო პოლიტიკური მიზნების წარმატებით შესრულების შემდეგ, მე ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვტოვებ და ამ ეტაპზე, მე პაუზა მჭირდება“, – განაცხადა ნიკუ პოპესკუმ. პოპესკუმ აღნიშნა, რომ იგი ევროინტეგრაციის პროცესში მთავრობისა და მისი გუნდის მხარდაჭერას […]

კახა კალაძე – „რამბოლის“ მიერ შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს – შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს

დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებსა და ღონისძიებებს შეიცავს, რომელთა მიზანია დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება 20-წლიან პერსპექტივაში. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა და […]

თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბევრი პროექტი დასრულდა, რამდენიმე მიმდინარეა, ხოლო ნაწილი – დასრულების ეტაპზეა. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გლდანის საცურაო აუზს, რომელიც ფუნქციონირებას თებერვლიდან დაიწყებს. ასევე, გაზაფხულზე დასრულდება დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები. „სპორტული ტრადიციების შენარჩუნება, […]

“ძალა, რომელიც 12 წელია ხელისუფლებაშია, კვლავ ხალხის დაგეშვით, დაშინებით, დაფრთხობითაა დაკავებული” – პაატა მანჯგალაძე “ხალხის ძალის” წერილზე

“ხალხის ძალის” წერილს გამოეხმაურნენ იმ პარტიებში, რომელთა გასამართლებაც მოძრაობამ მოითხოვა. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანას ემსახურება. “ნაცვლად იმისა, რომ თავის გაკეთებულ საქმეებზე ილაპარაკოს ძალამ, რომელიც 12 წელია ხელისუფლებაშია, კვლავ ხალხის დაგეშვით, დაშინებით, დაფრთხობითაა დაკავებული. ამათი მიზანია, გადაგვიტანონ ყურადღება ამაზე, ავყვეთ, მე ის ვუთხრა, იმან ის მითხრას და […]

“ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური განაჩენი და, ამ თვალსაზრისით, “ნაცმოძრაობა” უკვე გასამართლებულია” – მიხეილ სარჯველაძე “ხალხის ძალის” წერილზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე “ხალხის ძალის” წერილს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლების საჭიროება არ არსებობს. მან ხაზი გაუსვა, რომ “ნაცმოძრაობას” საზოგადოებამ უკვე არაერთხელ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. “პირადად ჩემთვის, ყველაფერი დღესავით ნათელია და, ამ თვალსაზრისით, რაღაც მეტი გამოძიების საჭიროება, ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, […]

ტრამპი ნიუ-ჰემფშირის შტატის პრაიმერისში ლიდერობს

ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში წინ მიიწევს. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ნიუ-ჰემფშირის შტატში პრაიმერისში ლიდერობს. მედიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 75%-ზე მეტი, ტრამპს კი ხმების 54,3% აქვს. მისმა მეტოქემ, ნიკ ჰეილიმ, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორია, ხმების 43,7% მიიღო. ყოფილ პრეზიდენტს გამარჯვება წამყვან პოზიციაზე აყენებს, რათა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატი გახდეს.