კალაძე: სტრატეგია მოიცავს პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ცენტრთან სარკინიგზო ტრანსპორტით, შეიძლება იყოს ტრამვაი ან მეტრო

თბილისის მერის განცხადებით, დანიური კომპანია “რამბოლის” მიერ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს – მათ შორისაა – თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პროექტი. კახი კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები. თბილისის მერის თქმით, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის […]

საბავშვო ატრაქციონები სოფელში, სადაც ბავშვები არ ცხოვრობენ | აფნისში ამბობენ, რომ წყალი და გაზი არ აქვთ

ქარელის მერიამ საბავშვო ატრაქციონები მოაწყო სოფელში, სადაც ბავშვები არ ცხოვრობენ და ამაში ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დახარჯა. მოსახლეობის ნაწილი ფაქტს უარყოფითად შეხვდა, როგორც ისინი ამბობენ, სოფელში სხვა ბევრი პრობლემაა, მაგალითად სოფელ აფნისში ამბობენ, რომ არ აქვთ სასმელი წყალი, არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა. “რაღაც პროგრამა იყო და რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ კაცო, […]

სამოქალაქო საზოგადოება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ზელენსკის, უკრაინის რადას და უკრაინის სახალხო დამცველს მიმართავს

სამოქალაქო საზოგადოება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის რადას და ომში მყოფი ქვეყნის სახალხო დამცველს მიმართავს. შეხვედრა, რომელზეც მიმართვის ტექსტს შეიმუშავებენ ამ წუთებში იწყება. მიმართვის ინიციატორები მიიჩნევენ რომ უკრაინის საგამოძიებო უწყებები უკრაინის მოქალაქის დარღვეული უფლებებით უნდა დაინტერესდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. მოსამართლის ცვლილებების გამო, მტკიცებულებების გამოკვლევა ხელახლა მოხდება. […]

“სოვლაბის” ვებრესურსები რუსეთის მხრიდან კოორდინირებული შეტევის სამიზნეა გახდა

საბჭოთა კვლევის ლაბორატორია წერს, რომ ბოლო დროს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს მათ წინააღმდეგ. პარალელურად, კი ორგანიზაციის ვებრესურსები რუსეთის მხრიდან კოორდინირებული შეტევის სამიზნეა“. სოვლაბის განცხადებით, მათი საზოგადოებრივი არქივის ვებგვერდის სერვერზე მიმდინარეობს შეტევები. “უკანასკნელი კვირების განმავლობაში ქართული ოცნება პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წინააღმდეგ. ამის პარალელურად, ორგანიზაციის ვებრესურსები რუსეთის მხრიდან კოორდინირებული შეტევის სამიზნეა. სოვლაბის […]

Reuters: ისრაელსა და “ჰამასს” შორის, ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია

ისრაელი და “ჰამასი” თითქმის შეთანხმდნენ, რომ მძევლებისა და ომის ტყვეების გასაცვლელად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ერთი თვით, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს ისრაელის მაღალი თანამდებობების ინფორმაციაზე დაყრდნობით. წყაროს ცნობით, მართალია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება თითქმის მიღწეულია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას აფერხებს მხარეების შეხედულებები, თუ საბოლოოდ როგორ უნდა დასრულდეს ომი ღაზას სექტორში. ინტენსიურ მოლაპარაკებებს კატარი, ამერიკა […]

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პოლიციამ გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს მოძრაობა “ხმის” ორი აქტივისტი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავა. დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება. საუბარია აღსრულების ბიუროს კუთვნილი მანქანის დაზიანებაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი ახლა ბრალის წარდგენას ელოდებიან. ხასაია და ჩიქობავა […]

საქართველოს ჩემპიონატში, შესაძლოა, 29 წლის გამოცდილი სერბი მცველი ვიხილოთ

29 წლის სერბმა მცველმა ივან მილადინოვიჩმა რუსულ “სოჭისთან” კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. ეს ყველაფერი კი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ ის, შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატში ვიხილოთ. ფეხბურთელის აგენტმა ანტონ სინკოვმა RB Sport-ს უთხრა, რომ მისი კლიენტის სამსახურით ქართული და ყაზახური გუნდები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაკეთებულა. მილადინოვიჩს კარიერის ძირითადი […]

დავითაშვილმა, შესაძლოა, კარიერა ცენტრალურ აზიაში გააგრძელოს

WebGirondins-ი წერს, რომ “ბორდო”, შესაძლოა, გუნდის ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა დატოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ფრანგულ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ამის გადაჭრას რამდენიმე მოთამაშის გასხვისებით აპირებენ, მათ შორის, სიაში შესაძლოა, ჩვენებურიც იყოს. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის დამატებით ორი გუნდი ინტერესდება. მათი ვინაობა არ სახელდება, მაგრამ იწერება, რომ ერთ-ერთი მათგანი ცენტრალური აზიის წარმომადგენელია. […]

ბერლინში დიტო ცინცაძის ფილმის „Roxy“ პრემიერა გაიმართა

ბერლინის კინოთეატრ „ბაბილონში“ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმის „Roxy“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას დიდი წარმატებით ჩაიარა. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ გერმანიის კინემატოგრაფის, კულტურის სხვადასხვა სფეროებისა და ქართული დიასპორის და საელჩოს წარმომადგენლები. „Roxy“ – „როქსი“ გერმანულ-ბელგიური კოპროდუქციაა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ცნობილი გერმანელი მსახიობი დევიდ შტრიზო. ფილმში ასევე მონაწილეობენ ქართველი მსახიობები, ვახო ჩაჩანიძე და სანდრო კეკელიძე. ფილმის […]

კახა კალაძე – გახშირდა შემთხვევები, როცა სამართალდამრღვევები შეურაცხყოფენ ჩვენს თანამშრომლებს და ზოგჯერ ფიზიკურადაც კი ეხებიან – ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს შემთხვევებში მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მსგავსი ფაქტების მიმართ უსწრაფესად გატარდეს კანონის ფარგლებში არსებული უმკაცრესი ზომები. „იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი იყოს მუდმივად […]