ეროვნული მუზეუმი აფხაზეთში ხანძრისგან გადარჩენილი ექსპონატების რესტავრაციაში ჩაერთვება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებით, მუზეუმი მზადაა, ოკუპირებულ აფხაზეთში სამხატვრო გალერეაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში ჩაერთოს და ამისთვის “შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი”. “სოხუმის სამხატვრო გალერეაში” ხანძარი 21 იანვრის გამთენიისას გაჩნდა. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. კულტურის მინისტრის, დიმარა სმირის თქმით, 4 000 ნამუშევრიდან მხოლოდ 150 გადარჩა. 22 იანვარს […]

მთავრობის განკარგულებების 23% სახელმწიფო ქონების გადაცემას ან სახელმწიფოს წინაშე პირობების გადახედვას ეხებოდა – TI

„გასული წლის განკარგულებების 23% – 531-დან 122 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობების გადახედვას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია, ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს. ამასთან, მათივე ცნობით, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის […]

გამოვლინდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი | საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვა უკრაინის ხელისუფლებას

მიმართვა ოფიციალურ კიევს – სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის რადასა და ომში მყოფი ქვეყნის სახალხო დამცველს მიმართავს. წერილზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და ის უკრაინის საელჩოს ჩაბარდება უკრაინაში გადასაგზავნად. მიმართვის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ უკრაინის საგამოძიებო უწყებები უკრაინის მოქალაქის დარღვეული უფლებებით უნდა დაინტერესდნენ. დღეს გამართულ შეხვედრაზე წაიკითხეს მესამე პრეზიდენტის წერილი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი […]

დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება

დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ დაესწრება და არც დისტანციურად ჩაერთვება. განცხადება პროცესის წინ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გააკეთა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. პროცესზე გამოიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.

NGO-ები: ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით “მტრის ხატის” შექმნას ცდილობს

18 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით “მტრის ხატის” შექმნას ცდილობს. NGO-ები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიზანმიმართული სიძულვილის კამპანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ, გადადგას ნაბიჯები მათთან პარტნიორული და საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად და უარი თქვას წინასაარჩევნო კამპანიაში პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციაზე. “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბოლო დღეების […]

ევროკავშირი, სავარაუდოდ, არ დაამტკიცებს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაციას – Reuters-ი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა დაამტკიცოს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაცია. ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. ასეთი ნაბიჯის კანონიერებაზე ევროკავშირის თებერვლის სამიტზე იმსჯელებენ. “რუსული აქტივების კონფისკაცია არ მოხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმება არ არსებობს”, – განუცხადა უწყებას მოლაპარაკებების საკითხებში ჩახედულმა მაღალჩინოსანმა. ევროკავშირში ეჭვის თვალით უყურებენ ასეთი კონფისკაციის სამართლებრივ […]

“არაადამიანური გამოსახლებით ქოცნებამ მოიგო – 1:0” – ნიკოლოზ ლოლაძე

რატომ დღეს? ბინა, რომლიდანაც დღეს ყოფილი მესაკუთრე გაასახლეს, 2018 წლიდანაა ახალი მესაკუთრის, კერძო მევახშის, ოფიციალურ მფლობელობაში. საკუთრივ გამოსახლების პროცესიც უკვე წლებია გრძელდება, მაგრამ ფიზიკურად გამოსახლება მხოლოდ დღეს “მოხერხდა”. რატომ? სწორედ დღეს – საარჩევნო 2024 წლის იანვრის ცივ, თოვლიან დღეს – გადაწყვიტა სახელმწიფომ, 60-მდე პოლიციელის მობილიზება აღსრულების ბიუროს დასახმარებლად, რათა თბილისის ცენტრში 40 ათას ლარად ხელში […]

“ივანიშვილმა რომ დაგვიცვა ჭარბვალიანობისგან, მადლობა უნდა ვუთხრათ” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, 2018 წლის რეგულაციებს, კერძო გამსესხებლების მიმართ ეხმაურება და წერს: ივანიშვილმა რომ დაგვიცვა ჭარბვალიანობისგან და სესხების აღება აგვიკრძალა, მადლობა უნდა ვუთხრათ.

ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა

ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ. ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა. რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაშის სირენები […]

რუსეთის ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ტელეგრამის“ არხები ავრცელებს. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტს, ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვიც ადასტურებს. „ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. ახლა ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. საკუთარი სამუშაო განრიგი შევცვალე და შემთხვევის ადგილზე მივედი. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა. […]