დევიდ კამერონმა ისრაელს და ჰამასს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის მხარეებს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. დევიდ კამერონი უახლოეს დღეებში ისრაელში ვიზიტს გეგმავს, რომელიც მისი მესამე ოფიციალური ვიზიტი იქნება ბოლო ორი თვის განმავლობაში. გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ კამერონი გეგმავს ისრაელში ვიზიტისას მკაცრი შეშფოთება გამოთქვას ღაზის სექტორში გარდაცვლილთა განსაკუთრებით დიდ რაოდენობაზე. კამერონის ვიზიტის მიზანია დააფიქსიროს დიდი ბრიტანეთის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის […]

პოლონეთში უკრაინული იმპორტის წინააღმდეგ ფერმერები ქვეყნის მასშტაბით აქციებს მართავენ

პოლონეთში უკრაინული იმპორტის წინააღმდეგ ფერმერები ქვეყნის მასშტაბით აქციებს მართავენ. პოლონელი ფერმერები ამტკიცებენ, რომ ისინი არახელსაყრელ პოზიციაში არიან, რადგან მათზე ევროკავშირის სოფლის მეურნეობის რეგულაციები ვრცელდება, რაც მათ საქმიანობას უფრო ძვირადღირებულს ხდის, ამავდროულად, უკრაინიდან შემოდის პროდუქცია, რომელზეც ეს რეგულაციები არ ვრცელდება. ტრაქტორებითა და სხვა დანადგარებით აქციები ქვეყნის მასშტაბით 150-მდე ადგილზე იმართება. ფერმერები ითხოვენ უკრაინიდან აგრარული პროდუქციის უკონტროლო […]

პრემიერი ისრაელში საქართველოს ახალ ელჩს შეხვდა, ლაშა ჟვანია კი საელჩოში გააგრძელებს მუშაობას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ისრაელის სახელმწიფოში ახალდანიშნულ ელჩს, ზაზა კანდელაკს. ღარიბაშვილმა ელჩთან განიხილა ისრაელთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში. ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია კი, როგორც […]

გამოსახლების მოწინააღმდეგე აქტივისტებიდან ორს 2000 – 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული აქტივისტებიდან ორი, 2000-2000- ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, იზოლატორიდან გაათავისუფლეს. “დაკავებულებიდან 4-ის სასამართლო გუშინვე, 23-ში შედგა. მათგან ორის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა და ისინი იზოლატორიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ 2000-2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. იზოლატორიდან გათავისუფლდნენ დანარჩენი დაკავებულებიც დღეს. შსს, სავარაუდოდ, დღეს აღარ, უახლოეს დღეებში მიმართავს […]

საქართველოს ჩინეთში, ისრაელში, იორდანიასა და ქუვეითში ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს ჩინეთში, ისრაელში, იორდანიასა და ქუვეითში ახალი ელჩები ჰყავს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პაატა კალანდაძე დაინიშნა. პაატა კალანდაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში. ჩინეთში დანიშვნამდე პაატა კალანდაძე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩი. ისრაელში საქართველოს ელჩის პოსტზე […]

რის მომტანიც არ უნდა იყოს ეს გზა, მის ნამდვილობას მაშინ დავიჯერებ, როდესაც რუსთაველზე ლეიბზე წამოწოლილი თაკო ჩარკვიანს დავინახავ, ქალბატონ თაკოს ეს რომ შეესრულებინა, მერე ვნახავდით, ვინ იქირქილებდა – იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯერ თავად ქალბატონმა თაკომ უნდა მისცეს სხვებს მაგალითი და რუსთაველზე პირველი თვითონ უნდა გავიდეს: “რის მომტანიც არ უნდა იყოს ეს გზა, მის ნამდვილობას მაშინ დავიჯერებ, როდესაც რუსთაველზე ლეიბზე წამოწოლილი თაკო ჩარკვიანს დავინახავ. მანამდე, ეს მხოლოდ ვიღაცების ფანტაზიებია. როცა ეს რეალურად ახდება, […]

ოპოზიციაში აქციები ერთმანეთს უნდა გაუმართონ და არა ხელისუფლებას – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ აქციები ოპოზიციაში უნდა გაუმართონ ერთმანეთს და არა ხელისუფლებას. სარჯველაძემ, შეფასება თაკო ჩარკვიანის განცხადების საპასუხოდ გააკეთა: “აქციები ოპოზიციაში უნდა გაუმართონ ერთმანეთს და არა ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ მიუძღვის ბრალი ოპოზიციის იმ მდგომარეობაში ჩადგომისთვის, რომელიც აქვთ. როცა შანსი არ აქვთ არჩევნებზე, რა თქმა […]

შს მინისტრმა ნიდერლანდების ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების როლზე და დადებითად შეაფასა ნიდერლანდების მხარის მიერ საქართველოში პოლიციის ატაშეს მოვლენა, რომელიც საქმიანობას 2023 წლიდან შეუდგა.

“უპრეცედენტო გაყრაა, ეჭვი გვაქვს რომ აქ საავადმყოფო არ აშენდება” | რესპუბლიკურის ექიმების პროტესტი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა 26 იანვარს, 3 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დააანონსეს. ექიმები საქართველოს მთავრობის მიერ კლინიკის დანგრევაზე გადაწყვეტილების შეცვლასა და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ექიმები ამბობენ, რომ მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნისა და მათი ჩართულობის გარეშე მიიღო. ექიმები ეჭვს გამოთქვამენ, რომ სახელმწიფოს მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია სჭირდება და იქ სხვა საავადმყოფოს აშენებას არ გეგმავს. […]

7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა მოწმეებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს

სპეცრაზმი მოქალაქეებს არბევდა, ერთ-ერთმა იარაღი მომიშვირა და თვალთან გამარტყა, – ამის შესახებ 7 ნოემბრის აქციის დარბევისას დაზარალებულმა, ნოდარ სილაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. როგორც მოწმემ აღნიშნა, ის ტელეკომპანია „იმედთან“ აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო. „შორს ვიყავი, ჩემთვის მივდიოდი. დამიზნებით ისროდნენ, ყველას ჩაფხუტი ეფარა და ბრონიებული ჟილეტები ეცვათ. რაღაც წამები გავითიშე, მეგობარმა დამინახა, სასწრაფომ წამიყვანა […]