საქართველოშიც და უკრაინაშიც უნდა მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება და გამოძიება, ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული – ხაბეიშვილი სააკაშვილზე

პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის რადას და უკრაინის სახალხო დამცველს მიმართავს. დღეს გამართულ შეხვედრაზე მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს და თქვეს, რომ უკრაინის საგამოძიებო უწყებები უკრაინის მოქალაქის უფლებების დარღვევით უნდა დაინტერესდნენ. “საქართველოშიც და უკრაინაშიც უნდა მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება და გამოძიება, ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. უნდა ესმოდეს ყველას, რომ […]
ჩერგოლეიშვილი: დამატებითი საბანკო რეგულაციები სესხს კიდევ უფრო გააძვირებს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, დამატებითი საბანკო რეგულაციებით ადამიანებს კიდევ უფრო მეტად შეეზღუდებათ ბანკებში სესხის აღება. მან ტელეკომპანია პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ჩართვისას აღნიშნა, რომ ეს სესხის აღების პროცესს იატაკქვეშეთში გადაიტანს და სესხს კიდევ უფრო გააძვირებს, რაც ყველაზე გაჭირვებულ ფენას დაარტყამს. “ძალიან მძიმეა ადამიანის გამოსახლება, მითუმეტეს როდესაც ამაში ბავშვიც მონაწილეობს, როგორც […]
თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
უკრაინა რუსულ სატვირთოებს, მატარებლებს, გემებსა და თვითმფრინავებს 50 წლით კრძალავს

უკრაინა რუსულ სატვირთოებს, მატარებლებს, გემებსა და თვითმფრინავებს 50 წლით აკრძალავს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი 10 დღის განმავლობაში წარუდგენს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებებს, 50 წლის ვადით, რუსეთის წინააღმდეგ დარგობრივი სანქციების შემოღების შესახებ. დოკუმენტში შემოთავაზებულია: უკრაინასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა, ისევე როგორც უკრაინის საჰაერო სივრცისა და ზღვის […]
“პოდსტავნოი” მევახშეები, კრიმინალები და ფულის გათეთრება – ვინ ცხოვრობს მევახშის უძრავ ქონებაში?

მევახშე, უმრავლეს შემთხვევაში, არის ე.წ. “პოდსტავნოი” პერსონა, რომელსაც კრიმინალური და კორუფციული ჯგუფები ამუშავებენ უკანონოდ მიღებული “ქეშ” შემოსავლებით. მიზანი არა მხოლოდ მაღალი შემოსავლის მიღება, არამედ ამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ანუ გათეთრებაა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ფოკუსს გავასწორებთ და ბოროტების საძირკველში ამოთხრაზე ვიზრუნებთ… P.S. დაწყება შეიძლება იმით, რომ გაირკვეს რეალურად ვინ ცხოვრობს მევახშის “მფლობელობაში” არსებულ უძრავ ქონებაში.
764 მომხრე, 143 – წინააღმდეგი – უნდა შეწყვიტოს, თუ არა, კალაძემ ცენტრალური გამზირების რეაბილირტაცია?

რუსთაველის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, ეს არის თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი პროექტები ვინც თბილისში ცხოვრობთ თქვენი აზრი მნიშვნელოვანია : უნდა შეწყვიტოს თუ არა კახა კალაძემ ცენტრალური გამზირების რეაბილიტაცია?
“ძვირფასო ინგა, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას” – სააკაშვილი გრიგოლიას

ინგა გრიგოლიამ დასვა კითხვა, კი მაგრამ, თუ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა არ უნდა იჯდეს ციხეშიო? ძვირფასო ინგა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა არ აღიარებს, რომ მე რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, ყველგან ვმოგზაურობდი და ყველგან მაღალ დონეზე მიღებდნენ. არასდროს არცერთ საზღვარზე არ შევუყოვნებივარ. ქართველი ხალხის უმრავლესობაც გამოკითხვებით ამბობს, რომ პოლიტპატიმარი ვარ. ძალიან გთხოვთ, ნუ ასხამთ წყალს […]
“ფინანსური განათლება სკოლაში” – ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

განათლების საერთაშორისო დღეს, ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მასწავლებლებისათვის ორგანიზებული კონკურსის “ფინანსური განათლება სკოლაში” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები. ამის შესახებ ინფრომაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიება სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის […]
ელისაშვილი: არ შეიძლება ესე, მთელი საქართველო ბანკებს ვემსახურებით, ხელები უნდა დავუმოკლოთ

ჩემთვის ძალიან მძიმეა ამაზე ლაპარაკი იმიტომ, რომ მარინას პირადად ვიცნობ, ხატიაშვილს, არაჩვეულებივი ადამიანია… ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის ის ყველაფერი, რასაც ვხედავდით, რომ ესე ზამთარში… ყველაზე მარტივი, სახელმწიფოს რაც შეეძლო გაეკეთებინა, რომ ამ სიცივეში არ ეძგერო და არ ათრიო ეს ხალხი აქეთ-იქით… კარგად რომ ჩავუჯდეთ ამ ბანკებს, ხელები უნდა დავუმოკლოთ საერთო ჯამში, არ შეიძლება ესე, […]
უკრაინის დაზვერვა ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე – შეიძლება რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს – ახლა არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე და რა რაოდენობით

ბელგოროდში ილ-76-ის ჩამოვარდა შესაძლოა რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “დღეს ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, რომელიც არ შედგა. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგად მოხდა, რომ რუსული თვითმფრინავი ილ-76 იქნა ჩამოგდებული, რომელსაც ვითომ ჩვენი ტყვეები გადაჰყავდა. ახლა არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ […]