ოლივერ ვარჰეი – საქართველო პროგრესს განაგრძობს – ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების გზაზე პროგრესს განაგრძობს. ამის შესახებ ვარჰეი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირის გაფართოების გზაზე პროგრესს განაგრძობს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან სოფლის მეურნეობასა და მწვანე ეკონომიკის კუთხით ევროკავშირთან თავსებადობა განვიხილეთ. ეს საკვანძო სფეროებია საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენი მხარდაჭერა […]
Corriere dello Sport: მაცარიმ კვარაცხელიას შემცვლელი შეარჩია

28 იანვარს “ლაციოსთან” გასვლით მატჩში “ნაპოლის” დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება და “კორიერე დელო სპორტი” ვარაუდობს, რომ მწვრთნელი ვალტერ მაცარი ქართველს იესპერ ლინდსტრიომით შეცვლის. სასტარტოში თამაშის სურვილი აქვს “ვერონასგან” 20 მილიონ ევროდ შეძენილ სირილ ნგონჟის, რომელიც კარგ ფორმაშია, აგრეთვე განიხილებოდა ალესიო ძერბინის ვარიანტი, მაგრამ ის დღეს იჯარით “მონცაში” გაუშვეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ, ალბათ, ამ სიტუაციაში […]
კანონიერი თაღლითობა “ოცნების” ნებართვით | მევახშეების სქემის დეტალები ცნობილია

კანონიერი თაღლითობა “ქართული ოცნების” ნებართვით. კერძო მევახშეები უკვე 6 წელია მოქმედებენ სქემით, რომელსაც ხელისუფლებამ ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო. 2018 წელს დაწესებულ შეზღუდვებს თაღლითებმა გვერდი მოხერხებულად აუარეს და დღევანდელ დღემდე ფაქტობრივად ლეგალურად ძარცვავენ მსესხებლებს, რომლებიც კომერციული ბანკების უარის შემდეგ ფულის სასესხებლად კერძო პირებთან მიდიან. სქემა – ანუ კანონის გვერდის ავლის გზა, ძალიან მარტივია და მის შესახებ […]
მორატორიუმი უკანონო გამოსახლებებს | საზოგადოებისა და ოპოზიციის მოთხოვნა და “ოცნების” პასუხი

შეჩერდეს მოქალაქეების გამოსახლების პროცესი – საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის გარდა, ოჯახების გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას რამდენიმე პოლიტიკური პარტიაც ითხოვს. პოლიტიკოსები ხელისუფლებას ჰუმანურობისა და ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ, რაც, პირველ რიგში, ქართული კანონმდებლობის გადახედვას გულისხმობს. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება კანონის შემსუბუქებას არ ჩქარობს. “ქართული ოცნება” არგუმენტირებული მსჯელობის ნაცვლად, ტრადაციულად ისრების სხვებზე გადატანას განაგრძობს და კეკელიძეზე ხატიაშვილების […]
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულები 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულები 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ. როგორც ერთ-ერთი ექიმი აცხადებს, პროტესტი უკავშირდება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს. „დიდი ქრთამია აღებული ან შეკვეთა მიცემული, რომ აქ არ იყოს კლინიკა. პარასკევს ვაპირებთ მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტის გამოსახატავად რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ერთ-ერთი ექიმი მედიასთან. როგორც რესპუბლიკურ კლინიკასთან გამართულ აქციაზე კიდევ ერთმა ექიმმა განაცხადა, მათი […]
“არასდროს დამიმალავს და არც ახლა ვმალავ, მაგრამ როდესაც პლასტიკური ოპერაციების გაკეთებისას ქალები ზღვარს გადადიან და გასაბერ თოჯინას ჰგვანან, ეს საშინელებაა” – ქეთა თოფურია რინოპლასტიკის, შეცვლილი გარეგნობისა და პირადი ცხოვრების შესახებ – Marao

“არასდროს დამიმალავს და არც ახლა ვმალავ, მაგრამ როდესაც პლასტიკური ოპერაციების გაკეთებისას ქალები ზღვარს გადადიან და გასაბერ თოჯინას ჰგვანან, ეს საშინელებაა” – ქეთა თოფურია რინოპლასტიკის, შეცვლილი გარეგნობისა და პირადი ცხოვრების შესახებ – Marao ქეთა თოფურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს, ქართველი აუდიტორიისთვის მაინც საინტერესო პერსონაა. მისი ცხოვრება, კარიერა თუ სხვა დეტალები […]
თვალით გაზომილი სიმთვრალე და პოლიციელი, რომელიც რეკეტში შსს–ს ადანაშაულებს – გომელაურის სიძის სკანდალი

ტვ პირველის ინფორმაციით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, ლაშა ჯოხაძეს, მისივე თანამშრომელი ანდრია სიხარულიძე, შსს მინისტრის, გომელაურის სიძის დავალებით, პოლიციელების რეკეტში ადანაშაულებს. პატრული სასამართლოზე ამტკიცებს, რომ სწორედ ჯოხიძის მანქანიდან დაემუქრა მას გომელაურის სიძე, რომ ალკოტესტის გამო ციხეში გაუშვებდა. ლაშა ჯოხაძე, ბრალს უარჰყოფს, თუმცა, არ უარჰყოფს იმას, რომ გომელაურის სიძის ალკოტესტით შემოწმება საბოლოოდ, არ შესრულდა და ამბობს: […]
“ღმერთო, ისე ნუ გამაგიჟებ, რომელიმე პოლიტიკოსზე შეყვარებულმა…” – რას წერს ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია: მე რომ მჭირს, ისეთი უნდა რა, ქოცნი ხომ დღენიადაგ მაგინებენ, შე ნაცოო და ნაცები -შე ქოცოო, ახლა სააკაშვილის დღევანდელი პოსტის ქვეშ ხდება საგიჟეთი, სულ ბიძინაზე მიყიდულს და მონას მეძახიან. თუ მოწყენილები ხართ, შედით და მაგრად გაერთობით. P.s—ღმერთო, ისე ნუ გამაგიჟებ, რომელიმე პოლიტიკოსზე შეყვარებულმა, ყველა ვწყევლო, ვისაც ბელადი გააკრიტიკებს (თუ აქეთ და თუ […]
“ბულკზე” გაზრდილი, “მუსტანგზე” ამხედრებული ზარმაცი ოპოზიციონერები – ვის აკრიტიკებს თაკო ჩარკვიანი

ამბიციურ, თუმცა ზარმაც ოპოზიციონერებში თაკო ჩარკვიანი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს გულისხმობს. პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა დღეს არაერთი ეპითეტი გამოიყენა მათი საქმიანობის შესაფასებლად. ხაზარაძეს “ფორდ მუსტანგის” ავტომობილი შეახსენა, “ლელოს” წევრ საბა ბუაძეს კი ფუნთუშები. ჩარკვიანი ამბობს, რომ ოპოზიციონერმა კოლეგებმა მისი ერთ-ერთი ინიციატივა არასერიოზულად აღიქვეს და სწორედ ეს გახდა ამ შეფასების მიზეზი. ადრესატებმა ჩარკვიანს არ […]
“ნაციონალური მოძრაობის” და ლელოს PR კონსულტანტი – ჯერემი როზნერი საქართველოში დაბრუნდა

პარტია ”ლელოს” კარი მედიისთვის დღესაც დახურული იყო. ლიდერებმა ჟურნალისტების შეკითხვებს ისევ ოფისის გარეთ უპასუხეს. “ნაციონალური მოძრაობიდან” “ლელოში” გადასულ პიარკონსულტანტთან დაკავშირებით, პარტიის დამფუძნებელმა კომენტარი არ გააკეთა. მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ირაკლი კუპრაძემ დაადასტურა, რომ ჯერემი როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან, “ლელომ” კონტრაქტი უკვე გააფორმა და თბილისში მყოფი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის სპეციალისტი მათ პოლიტიკური, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. […]