სერგეი ლავროვი – აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „უეცრად ფხენიანის მიმართ სამხრეთ კორეის რიტორიკა კიდევ უფრო მტრული გახდა“. „იაპონიაშიც აგრესიული რიტორიკა ისმის და აშშ-ის დახმარებით ნატო-ს ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სერიოზულად საუბრობენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისივე მტკიცებით, აშშ-მა ახალი სამხედრო ბლოკი […]

„შემოდგომის ლეგენდა“ 2023-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2023 წლის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თორნიკე ლელაშვილი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, მას უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 1000 ლარი, კონკურსის პრიზი, კომპანია „გალფის“ სპეციალური საჩუქარი, შატო შუხრანის და სულაკაურის წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცა. გამარჯვებული მომდევნო კონკურსის -2024 წლის კონკურსის ლიტერატურული ჟიურის წევრი გახდება. ასევე […]

სანატორიუმ „უშიშროებაში“ მფლობელმა კომპანიამ სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა მოაწყოს – საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 18 მლნ ლარია

რისი გაკეთება იგეგმება სანატორიუმ „უშიშროებაში“ – ქონების ეროვნული სააგენტო ინფორმაციის მიხედვით, საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად მფლობელმა კომპანიამ არანაკლებ 60 თვის განმავლობაში სანატორიუმ „უშიშროების“ ადგილას უნდა განათავსოს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც არანაკლებ 40 ადამიანის მომსახურებას შეძლებს. ჯამური საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 18 707 500 ლარია, რომელიც ასევე 5 წლის ვადაში უნდა ჩადოს. სანატორიუმი „უშიშროება“ შპს „ტანდემ ესთეიტიმ“ იყიდა. კომპანიის […]

ტაივანის არჩევნები და მისი გავლენა რეგიონზე

“ერთადერთი დემოკრატია ჩინურად მოსაუბრეთა შორის”, – ასე აფასებენ ტაივანს და იქ გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ექსპერტები. კუნძულის მოსახლეობამ ზედიზედ მესამედ მხარი დემოკრატიული პროგრესული პარტიის კანდიდატს დაუჭირა.

POLITICO: საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება

“საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას POLITICO, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშია მიმოხილული. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პუტინის ომი უკრაინასთან ჰყოფს ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს – ზოგიერთი ქვეყანა უახლოვდება ევროკავშირს, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას. “დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები სწავლობენ ერთმანეთისგან, ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ”, – განუცხადა […]

ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2024

ცესკოს ლეგიტიმაციის საკითხი – რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას და რისთვის ამზადებს ამით საფუძველს შუაშისტების მიმხრობის ფორმულა – ვისკენ გადაიხრება ამომრჩეველი, რომელსაც არც “ოცნება” მოსწონს და არც ენმ რა შეაჩერებს აფხაზეთში რუსების მიერ უძრავი ქონების მიტაცებას – ოპოზიცია პარლამენტში დროებითი კომისიის სხდომის მოწვევას ითხოვს * * * ცესკოს ლეგიტიმაციის საკითხი – რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას და […]

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ერთი დღე ვერ ძლებენ, რომ არ ისაუბრონ ბიძინა ივანიშვილის შესახებ, სრულ პანიკაში არიან

ოპოზიციის უთო რომ ჩართო, დილიდან საღამომდე ისმის ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, ეს რა თქმა უნდა, მიუთითებს პანიკურობაზე, რომელიც სუფევს ოპოზიციის რიგებში – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ ოპოზიცია სრულ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. „პრინციპში, ამისთვის აქვთ მათ ძალიან კარგი მიზეზი და საფუძველი. მინდა გავიხსენო, რით დასრულდა 2011 წელს […]

გივი მიქანაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეკომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი გივი მიქანაძის კანდიდატურას და 2023 წელს მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული ქვეკომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა

ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში ვიდრე „ქართული ოცნება“. ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. საზოგადოებამ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს და არჩევანი უნდა გაკეთდეს არა „ომის პარტიის“ , არამედ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი […]

ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით დათევზიანდა

ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით დათევზიანდა, რაც აღნიშნულ დაცულ ტერიტორიაზე პოპულაციის აღდგენისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დათევზიანების პროცესში მონაწილეობა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მიიღო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წითელი […]