ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე იურისტებს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე იურისტებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების რადიო ავრცელებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ იურისტებთან შეხვედრას დღეს, თელ-ავივში, თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართავს და მასთან ერთად შეხვედრას გენერალური პროკურორი, გალი ბაჰარავ-მიარა, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი, რონ დერმერი, იუსტიციის მინისტრი, იარივ ლევინი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცაჰი ჰანეგბი და […]
ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოეწყო

ზუგდიდში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოეწყო, რომლებიც საყოფაცხოვრებო ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღიჭურვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვისმ სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროექტი „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და ზრუნვის ალტერნატიულ ფორმით ჩანაცვლებას გულისხმობს. სახლები, სახელმწიფო ზრუნვის […]
„თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დგას, ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას ხელი არ უნდა მოაწეროთ“ – იურისტი

„თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დგას, ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებას ხელი არ უნდა მოაწეროთ“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტმა მარიკა არევაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაუთვლელი ბიზნეს-გეგმების, ფინანსური ვალდებულების პირამიდაში მოქცევის შემთხვევაში, ასეთი ხელშეკრულების გაფორმება უარესია. „პირველ რიგში ხელშეკრულების გაფორმებისას მსესხებლებმა უნდა გააცნობიერონ, რას აწერენ ხელს. თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დგას, ასეთ ხელშეკრულებას ხელი არ უნდა […]
“იყო მომენტი, როცა ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა, მეც ქალი ვარ და ჩავთვალე, რომ გამეპრანჭა და რაღაცაში იყო საქმე” – ზანდა იოსელიანი კახი კავსაძის შესახებ – Marao

“იყო მომენტი, როცა ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა, მეც ქალი ვარ და ჩავთვალე, რომ გამეპრანჭა და რაღაცაში იყო საქმე” – ზანდა იოსელიანი კახი კავსაძის შესახებ – Marao კახი კავსაძის სიყვარულზე, რომელსაც ის ბელა მირიანიშვილის მიმართ გრძნობდა, ლეგენდები დღემდე დადის. ხალხი კახის ყველაზე დიდ პატივს სწორედ იმ მხარდაჭერის გამო გრძნობს, რომელიც მან საწოლს მიჯაჭული მეუღლის მიმართ გამოავლინა. როგორც […]
ბრალი წარუდგინეს ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულებს, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა თბილისში, კეკელიძის N1-ში, ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას. ცნობა რადიო თავისუფლებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრში” დაუდასტურეს. ბრალდებულები მოძრაობა „ხმის” თანადამფუძნებლები არიან. ხასაიას და ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მე-2 ნაწილით წარუდგინეს. ორივე მათგანს ედავებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას. მათ […]
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მოდის საერთაშორისო გამოფენაზე – Who’s Next ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ

20-22 იანვარს, საფრანგეთის დედაქალაქში მოდის საერთაშორისო გამოფენა Who’s Next გაიმართა, რომელზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ. სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ასევე საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) მხარდაჭერით, აღნიშნული გამოფენა საგანგებოდ შეირჩა დამწყები ექსპორტიორი კომპანიებისთვის და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მათ ახალი საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა დიზაინერმა საქართველოდან: […]
POLITICO: საქართველო პუტინის გზას მიჰყვება

Politico აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს, სათაურით “საქართველო პუტინის გზას მიჰყვება”. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ბოლო წლებში აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გამყარებისა, “პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში” ვითარება დაღმავალია და ის პირიქით, შორდება ევროკავშირს და “სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას”. “დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები ერთმანეთისგან სწავლობენ […] ჩვენ ეს საქართველოშიც […]
ჩრდილოეთ კორეის თქმით, ბირთვული შესაძლებლობების მქონე ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოცადეს

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთ კორეამ პირველი ფრთოსანი რაკეტა გამოცადა. ინფორმაცია სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებშიც დაადასტურეს. KCNA-ს თქმით, გამოცდილი რაკეტა Pulhwasal-3-31 ჯერჯერობით განვითარების ფაზაშია და მისი გამოცდა მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ჩრდილოეთ კორეის თქმით, ახალი ფრთოსანი რაკეტა “სტრატეგიული” მნიშვნელობისაა, რითაც გულისხმობენ, რომ აღნიშნულ რაკეტას ბირთვული დანიშნულებაც ექნება. რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით სამხრეთ […]
მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე FITUR-2024 საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე FITUR-2024 საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2024 მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრება. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და კერძო სექტორია წარდგენილი. „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეროვნული სტენდით წარმოდგენილია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ესპანეთში. […]
„იქიდან გამომდინარე, რომ გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ქირა, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებადია“ – „თიბისი კაპიტალი“

„იქიდან გამომდინარე, რომ გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ქირა, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებადია“ – „თიბისი კაპიტალი“ 2023 წლის დეკემბერში, თბილისში, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ ნოემბერთან შედარებით საგრძნობლად იმატა, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,680 შეადგინა და წინა თვის მაჩვენებელს 14%-ით გადააჭარბა. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, მაღალი საბაზისო ეფექტის გამო, წლიურ ჭრილში 4%-იანი კლება დაფიქსირდა. […]