ვლადიმერ ბოჟაძე: არჩევნებში გარდაუვალი მარცხის “გასამართლებლად” რადიკალური ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, არსებობს პროვოკაციების, ქაოსის, არეულობის, დესტაბილიზაციის და სისხლიანი რევოლუციის მოწყობის გეგმა

არჩევნებში გარდაუვალი მარცხის “გასამართლებლად” რადიკალური ოპოზიცია, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” 22-25% (30-35 მანდატი) აიღებს, უკვე ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. არსებობს პროვოკაციების, ქაოსის, არეულობის, დესტაბილიზაციის და სისხლიანი რევოლუციის მოწყობის გეგმა, ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვება მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს “უკრაინიზაცია”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში […]
უკვე მიდის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 2 შექმნან, თუმცა შეფუთავენ და იტყვიან, რომ არის ე.წ. მესამე ძალა – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 2 შექმნან. “უკვე მიდის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 2 შექმნან, თუმცა ფორმატს, რა თქმა უნდა, შეფუთავენ და იტყვიან, რომ არის ე.წ. მესამე ძალა, ამიტომაც არის, რომ ვითომ გახარია და “ლელო” “ნაცმოძრაობას” ემიჯნებიან და უნდათ, რომ გადაალახინონ 5%-იანი […]
“ქვეყანა განიცდის დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლას და ეს არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნული” – კორნელი კაკაჩია

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის კორნელი კაკაჩიას განცხადებით, დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანა უკუსვლას განიცდის და ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. “ქვეყანა განიცდის და დიდი ხანია ამაზე ლაპარაკია, დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლას და ეს არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნული, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა მონიტორინგის შედეგებითაც და ასე რომ დიდად გასაკვირი იყოს, ასე არ არის. რაც ყველაზე მთავარია, […]
“მგონია, რომ არც საქართველო, არც უკრაინა და არც მოლდოვა არ არის მისაბაძი მაგალითი” – იაგო ხვიჩია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის კვლევაზე

ოპოზიციაში მიიჩნიათ, რომ უკრაინას და მოლდოვას იმ კრიტერიუმებით ჩამოვრჩებით, როგორებიც არის სასამართლო სისტემა და დემოკრატიის ინდექსი. “თავსებადობის კუთხით იქ წერია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩებით მოლდოვას და უკრაინას. ჩვენ მხოლოდ ჩამოვრჩებით სასამართლო რეფორმებით, დემოკრატიის ინდექსით, რაც მთავარია ამ სიაში. შესაბამისად, იმაში, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს თავისუფალი და დემოკრატია რომ არ გვაქვს ბოლომდე, ვეთანხმები”, – განაცხადა […]
ეს არის დაინტერესებულ პირთა წრე, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, მათ შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, პირდაპირ დემონიზაციაზე გადადიან, ეს არის მტრობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი გუნდის შეფასებით, დოკუმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რეალობა კი სულ სხვაა, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნითდა რეიტინგით დასტურდება. “ეს იმ პირთა წრე არის, რომელიც ზუსტად ანალოგიურად, კანდიდატის სტატუსის მიღების წინ იძახდა, რომ საქართველო არ არის მზად, არ არის ღირსი და საქართველო ვერ ასრულებს ვერც ერთ პირობას და ჩამორჩება ყველას […]
“ბაზისბანკმა” „ფინანსური განათლება სკოლაში“ კონკურსის გამარჯვებული დააჯილდოვა

“ბაზისბანკის” ჩართულობით და საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მასწავლებლებისთვის ორგანიზებული კონკურსის “ფინანსური განათლება სკოლაში” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები. მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა და დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ. […]
გამოფენიდან შეკვეთები უკვე გვაქვს – „ჩელთი” „მწვანე კვირეული 2024“-ის შედეგებს აჯამებს

ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2024“, რომელიც 29 იანვარს დასრულდება, მასში 15 ქართული კომპანია მონაწილეობს. მათ შორისაა მეღვინეობა „ჩელთიც“, რომელიც ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს და საექსპორტო პორტფელში 27 ბაზარი აქვს გაერთიანებული.
პროკურატურა გამოსახლებისას დაკავებული ხასიასა და ჩიქობავასთვის პატიმრობას ითხოვს

საქართველოს პროკურატურა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებისთვის, გიორგი ხასიასა და კაკო ჩიქობავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა ხმა ავრცელებს. გამოძიება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსით ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღესაა ჩანიშნული. პარალელურად, სასამართლოს ეზოში დაკავებულთა მხარდასაჭერად მოქალაქეები იკრიბებიან, […]
გასულ წელს ბიზნესმა 565 მლნ ლარის ქონების გადასახადი გადაიხადა, ფიზიკურმა პირებმა – 82.6 მლნ ლარის

გასულ წელს ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების გადასახადისგან თვითმმართველობებმა 648 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 45 მილიონი ლარით მეტია. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2023 წლის ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ზრდა ფიზიკური პირების მიმართულებით 12.3 მილიონი ლარი იყო, ხოლო იურიდიული პირების მხრივ ქონების გადასახადის აკრეფის მატება 32 მილიონი ლარია. გადამხდელების […]
სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაინერგოს

სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაიწყოს. ამასთან, განიხილება სკოლებში ბიბლიისა და მითოსის ნაწილობრივ სწავლებაც. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განუცხადა. „ბოლო ათწლეულებში ბევრგან აქცენტი არის გადატანილი თანამედროვე ლიტერატურის სწავლებაზე. თუ ჩვენს შვილებს ვზრდით 21-ე საუკუნისთვის, მათ უნდა გაიაზრონ, […]