1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6769 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6769 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6769 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6692 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9168 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9089 ლარს შეადგენდა. […]
ჰააგის სასამართლო 26 იანვარს გადაწყვეტს, გამოიყენოს თუ არა დროებითი ზომა ღაზაში ისრაელის ომის შეჩერებაზე

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), რომელიც ჰააგაშია განთავსებული, ხვალ, 26 იანვარს უნდა გადაწყვიტოს, მიმართავს თუ არა დროებით ზომას, რომელმაც ისრაელს უნდა დაავალდებულოს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა. სასამართლოში, – რომელიც გაეროს ნაწილია, – პალესტინელთა გენოციდის ბრალდებით ისრაელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უჩივლა. თავად ისრაელი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თავდაცვის უფლება აქვს და ებრძვის ტერორისტულ ორგანიზაცია […]
“საბჭოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და წლების განმავლობაში მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის ნაწილია” – იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: “გვსურს გამოვეხმაუროთ მორიგ არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც უკავშირდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2024 წლის 24 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცედურის დაწყებას. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საბჭო, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაშიც, მითითებული პროცედურის დაწყება […]
პრემიერს მოსკოვში ეპატიჟებიან – “ცუდს ვერაფერს ვხედავთ ამაში” – რა წერილი გაეგზავნა ღარიბაშვილს?

საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ქართული დიასპორის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციაში, დავით ცეცხლაძე დიასპორის დღეზე დასასწრებად იწვევს. “ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ქართული დიასპორის მთავარ ღონისძიებებზე ჩამოვიდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. დიასპორის დღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან. ცუდს ვერაფერს ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თანამემამულეების ასეთ გრანდიოზულ შეხვედრებს დაესწრონ. წელს ჩვენ გავუგზავნით მოწვევას […]
სამხრეთ კორეა მოსახლეობას აფრთხილებს, შემწვარი კბილის ჩხირები არ ჭამონ

სამხრეთ კორეის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახამებლისგან დამზადებული შემწვარი კბილის ჩხირები არ შეჭამონ. კბილის ჩხირების შეწვა და ჭამა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ახალი ტრენდია. “მათი უსაფრთხოება, როგორც საკვები არ არის დადასტურებული. გთხოვთ, არ შეჭამოთ”. – დაწერა სამხრეთ კორეის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების სამინისტრომ X-ზე (ყოფილი Twitter-ი). TikTok-სა და Instagram-ზე ვრცელდება ვირუსული ვიდეოები, […]
ოლაფ შოლცი – ვლადიმერ პუტინი უკრაინის განადგურებისკენ ისწრაფვის – რუსეთისადმი ჩვენი სიგნალი უნდა იყოს – მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ომი უკრაინაში დაიწყო და გრძელდება მხოლოდ ვლადიმერ პუტინის სურვილის გამო: მთლიანად გაანადგუროს უკრაინული სახელმწიფო და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ რუსეთმა გადაწყვიტა დიალოგიდან სრულმასშტაბიან ომზე გადასვლა. „2022 წლის 24 თებერვლის წინ დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის […]
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT ავრცელებს. „ბევრი ექსპერტი აღიარებს და ლიეტუვაში ჩვენც ვამბობთ, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობისთვის 2024 წელი შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა კიევში გამგზავრებამდე. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, უკრაინის უშიშროებისა და […]
Who’s Next-ზე ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ

20-22 იანვარს, საფრანგეთის დედაქალაქში მოდის საერთაშორისო გამოფენა Who’s Next გაიმართა, რომელზედაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ. სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ასევე საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) მხარდაჭერით, აღნიშნული გამოფენა საგანგებოდ შეირჩა დამწყები ექსპორტიორი კომპანიებისთვის და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მათ ახალი საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა დიზაინერმა საქართველოდან: […]
“ოცნებამ” მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდად შეფასდა

საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭრია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამებლის რეზოლუციას, რომელიც ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორატაციას უკრაინელი ხალხის გენოციდად აფასებს. კენჭისყრის შედეგების თანახმად, რეზოლუციას, რომლის კენჭისყრაც ცოტა ხნის წინ შედგა, ხმა მისცეს ლევან ბეჟაშვილმა, გივი მიქანაძემ, ხატია წილოსანმა – “ქართული ოცნებიდან” და ქეთევან ტურაზაშვილმა – ალეკო ელისაშვილის პარტიიდან. რეზოლუციით ევროსაბჭო მოუწოდებს მის წევრ ქვეყნებს, შეაფასონ უკრაინელი ბავშვების […]
სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროებს მშენებლობას, რეაბილიტაციას ან რემონტს – CCIIR

” დღევანდელი მდგომარეობით, სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროებს მშენებლობას, რეაბილიტაციას ან რემონტს” – ამის შესახებ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ მომზადებულ ახალ ბიულეტინშია აღნიშნული. CCIIR-ში აცხადებენ, რომ ამჟამად 1 561 სკოლის შესახებ მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი […]