„საქართველოს იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება“ – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ახალი, ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გამართა. ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, პროექტი საქართველოში იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დაგეგმილია აქტივობები, განგრძობადი იურიდიული განათლების მიმართულებით, ასევე, გაიმართება ბენჩ-ბარები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება ასოციაციისთვის პრო-ბონო სისტემის კონცეფცია და მოხდება ეთიკის კომისიის […]
როიტერი/იფსოსი: დონალდ ტრამპი – 40%, ჯო ბაიდენი 34%

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი იფსოსის”მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ავრცელებს, რომლის მიხედვით, ამომრჩეველთა შორის, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენთან 6 პროცენტული პუნქტით ლიდერობს. კვლევაზე დაფუძნებით, „როიტერი“ წერს, რომ ამომრჩეველთა უმეტესობას არ სურს, ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ერთმანეთის პირისპირ, კვლავ დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი იხილოს. ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში, “იფსოსმა” 1250 ზრდასრული გამოკითხა. გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ […]
ღაზაში, გაერო-ს თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ღაზაში, გაერო-ს თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი, თომას უაითი ავრცელებს. გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 75-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია. შეგახსენებთ, ღაზაში, ქალაქ ხან იუნისში მდებარე გაერო-ს თავშესაფარზე თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარში მონაწილეობა […]
უკრაინის დაზვერვა – ჩამოვარდნილ “ილ-76”-ში შესაძლოა, როგორც რაკეტები, ასევე, ადამიანები ყოფილიყვნენ

უკრაინის დაზვერვა ვარაუდობს, რომ “ილ-76”-ში შესაძლოა, როგორც რაკეტები, ასევე, ადამიანები ყოფილიყვნენ. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა. “ბორტზე როგორც C-300 კომპლექსისთვის რაკეტები, ასევე, ერთდროულად რაკეტები და ადამიანები შეიძლება ყოფილიყვნენ. საუბარია დიდ სამხედრო თვითმფრინავზე. მისი მხოლოდ მესამედი იყო დატვირთული, მათი [რუსეთის] სიტყვებიდან გამომდინარე. ბევრი გარემოებაა, რომლებიც გამოძიებასა და მაქსიმალურ შესწავლას საჭიროებს”, – […]
ოთარ შამუგია ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ვირგინიუს სინკევიჩიუსს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებაზე. აღინიშნა, რომ გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში ასახულ პრიორიტეტულ სფეროებში საქართველოს ჰქონდა ხელშესახები პროგრესი, რაც სათანადოდ […]
პეტრე ცისკარიშვილი – რამდენიმე თვე დარჩა ისტორიულ არჩევნებამდე, როდესაც ეს რეჟიმი უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას – ოპოზიციისგან დაკომპლექტებულმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს ქვეყანა

10-12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმმა მხოლოდ გააღარიბა ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ფასები კატასტროფულად იზრდება, მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები აღარ იქმნება და ყველაფერ ამის მიზეზი არის ის რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოშია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო მესამე ადგილზეა მოლდოვასა და […]
Madrid Fusión – საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით

Madrid Fusión-ი საქართველოს შესახებ Facebook-ის გვერდზე მორიგ „პოსტებს“ აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“,- ვკითხულობთ Madrid Fusión-ის Facebook-ის „პოსტში“. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Madrid Fusión-ის მეორე Facebook „პოსტი“ მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს „ნუნუკას“ […]
“უარის საფუძველი არ გვქონდა”- გზების დეპარტამენტი წერეთელზე მომუშავე კომპანიაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტი კომპანია ერ ტე დე-ს მიერ სამინისტროს ტენდერის მოგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ერ ტე დე კომპანიაა, რომელსაც წერეთლის გამზირზე სამუშოების უხარისხოდ შესრულების გამო თბილისის მერიამ კონტრაქტი შეუწყვიტა. დღეს, 25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამ კომპანიამ 18 იანვარს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერი მოიგო. გზების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდათ, უარი ეთქვათ ხელშეკრულების […]
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა. მიზეზად აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის დევნა და ის ქმედებები დასახელდა, რომლებმაც ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის განდევნა გამოიწვია. აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციამ ჯერ კიდევ რეზოლუციის პროექტის შესახებ დებატებსა და კენჭისყრამდე გამოაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას წყვეტს.
ირაკლი ღარიბაშვილი იტალიის ახალ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი იტალიის ახლად დანიშნულ ელჩს, მასიმილიანო დანტუ-ონოს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. აღინიშნა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ქვეყანას საერთო-ევროპული ღირებულებები აკავშირებს. “ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყანა აფასებს იტალიის დიდ როლს ამ პროცესში. საუბარი შეეხო […]