კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების საქმეზე დაკავებულები დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული პირების საქმეზე მსჯელობს. საუბარია კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასიას შესახებ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით აქვთ წარდგენილი. ორივე მათგანს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავებიან. მოსამართლე, ამ წუთებში, სათათბიროდ არის გასული. რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, აღკვეთის რომელ ღონისძიებას გამოიყენებს მოსამართლე. მანამდე, სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმა. […]
აშშ-ს ალაბამის შტატში სიკვდილის დასჯაში აირად აზოტს პირველად გამოიყენებენ

აშშ-ს ალაბამის შტატში სიკვდილმისჯილ პატიმარს პირველად აზოტის ჰიპოქსიით მოკლავენ. ალაბამაში პატიმრის სიკვდილით დასჯა დღეს იგეგმება, რითაც 58 წლის კენეთ იუჯინ სმითი, აშშ-სა და მსოფლიოში, პირველი პატიმარი იქნება, რომელსაც აირადი აზოტით მოკლავენ. სასჯელის აღსრულებისთვის ალაბამას შტატს 30 საათი აქვს. აშშ-ს უზენაესმა და ქვედა სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი დასაშვებია, შესაბამისად განაჩენის აღსრულება არ დაბლოკილა. […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, გივი ამილახვარის, ქართველიშვილის და კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის […]
ტაილანდში დააკავეს ქალი, რომლის ლომსაც ქალაქში მანქანით ასეირნებდნენ

ტაილანდში დააკავეს ქალი, რომლის ლომსაც ქალაქ პატაიას ქუჩებში Bentley-ის მანქანით ასეირნებდნენ. ქალთან ერთად ის კაციც დააკავეს, რომლისგანაც მან ლომი იყიდა. მას ცხოველის სამყოფი სივრცე შემოწმებული არ ჰქონია, რის გამოც აღნიშნული ლომის გადაადგილება და ყოლა უკანონოა. ტაილანდში ლომის ყოლა კანონით დაშვებულია, მაგრამ შესაბამის რეგისტრაციას საჭიროებს. პოლიცია ასევე შრი-ლანკის მოქალაქეს ეძებს, რომელიც ტაილანდში აღარ იმყოფება. მას ცხოველი […]
“დროზე გააშლევინეთ ქალბატონ თაკოს ლეიბები რუსთაველზე! თუ არა და…” – ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმიანება და წერს: „თაკო ჩარკვიანი: 13 წლის ასაკში ქუჩაში ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ვაკრავდი. 1975 წელს! მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია 1977წ. დააპატიმრეს გია ჭანტურია – 1979წ. ანალოგიური საქმიანობის გამო. დროზე გააშლევინეთ ქალბატონ თაკოს ლეიბები რუსთაველზე! თუ არა და… წარმოდგენაც მზარავს!“, „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში […]
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას პატიმრობა შეეფარდათ

კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტები – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა – საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულების უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში აქტივისტების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს და საქმე სამართლებრივ აბსურდთან გვაქვს. მოძრაობა “ხმის” ორი თანადამფუძნებელი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ორივე მათგანს შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის […]
ორბელიანზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცივი იარაღით დაესხნენ თავს და მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.
იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს. აღნიშნულია, რომ იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ (სენატმა) მხარი დაუჭირა განკარგულებას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო საშუალებების მიწოდებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ახანგრძლივებს იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც რომმა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში კიევისთვის დახმარების მხრივ აიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 113-მა სენატორმა დაუჭირა […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანსა და ავჭალაში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ბურიანი, უფურეთი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში; 14:55-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში […]
თორნიკე რიჟვაძე მასწავლებელთა მხარდაჭერის და სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ახალ პროგრამაში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად ,,პროექტი ჩემს გაკვეთილზე” ფარგლებში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა. „აჭარის მთავრობის ინიციატივით პედაგოგების მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, […]