ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის შესახებ მხარი დაუჭირა

ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას უკრაინელი ხალხის გენოციდად აფასებს. კენჭისყრის შედეგების თანახმად, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ლევან ბეჟაშვილმა, ხატია წილოსანმა და ქეთევან თურაზაშვილმა. „ომმა არც ერთი უკრაინელი ბავშვი არ დაინდო. უკრაინელი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველი მსხვერპლნი არიან, არასოდეს არ უნდა იქნან გამოყენებული, როგორც ზეწოლის საშუალება, ან […]

საგარეო საქმეთა სამინისტრო – მიგრაციის გლობალურ ფორუმზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას დიასპორის მიმართ და ახალგაზრდა დიასპორელების მხარდამჭერ პროგრამებს მაღალი შეფასება მიეცა

საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადმიერ კონსტანტინიდის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის რიგით მეთოთხმეტე სამიტში – „მიგრაციაზე ზეგავლენის მქონე ეკოლოგიური გამოწვევებიდან კულტურულ ასპექტებამდე”, რომელიც ქალაქ ჟენევაში 23-25 იანვარს გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გლობალურ ფორუმში მონაწილეობს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი, გიორგი ჯაში. „ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილი მრგვალი […]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ციფრულ კონფერენციას TRAVERSE-ს მასპინძლობს

მასშტაბური კამპანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, თბილისში, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს 180-მდე ინფლუენსერი ეწვევა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მსოფლიოში ცნობილ მოგზაურ ბლოგერებს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი […]

“ადამიანი სამნაირად გადარჩება…“ – მეფე ნარიმანის ახალი წერილი

სოციალურ ქსელში მეფე ნარიმანის, ახალი წერილი ვრცელდება: ,,ადამიანი სამნაირად გადარჩება: პირველი: ეკლესიური ცხოვრებით, ანუ აღსარება ზიარების გზით. მეორე: წმინდანი უნდა ნახო და ის გაგიყვანს. მესამე: გულს უნდა მიჰყვე, ოღონდ მისი ერთი მოძრაობაც არ უნდა გამოგეპაროს.”

კვარაცხელიამ “ბარსელონაში” გადასვლა იუარა – ესპანური გამოცემა მიზეზს ასახელებს

ცნობილი ესპანური გამოცემა El Nacional-ის ცნობით, “ბარსელონა” “ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერით, ხვიჩა კვარაცხელიათი და “ბაიერნის” ნახევარმცველით, იოზუა კიმიხით ინტერესდება, თუმცა “ბლაუგრანასთვის” ტრანსფერების გაჩარხვა რთული იქნება. “სამწუხაროდ, “ბარსელონა” ისეთ გუნდებს, როგორებიც “მანჩესტერ სიტი”, მიუნხენის “ბაიერნი” და მადრიდის “რეალი” არიან, სინათლის წლებით შორდება. აღსანიშნავია, რომ “ბაიერნის” ნახევარმცველმა კიმიხმა “ბარსაში” გადასვლაზე უარი უკვე განაცხადა, გერმანელმა კატალონიურ კლუბში ტრანსფერი ხავის […]

დიგიტალიზაცია და ახალი ტექნოლოგიები შუახევის ჰესების კასკადს გენერაციის ზრდაში დაეხმარა

“აჭარისწყალი ჯორჯია” ერთ-ერთი წამყვანი ენერგეტიკული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს. კასკადი აერთიანებს 178 მეგავატის სიმძლავრის შუახევი ჰესსა და 9 მეგავატის სიმძლავრის სხალთა ჰესს. კომპანიის მფლობელები არიან ნორვეგიული “ქლინ ენერჯი ინვესტი” და ერთ-ერთი უმსხვილესი ინდური ჰოლდინგი “ტატა ფაუერი”. მათ პროექტში $550 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელეს, რაც დღემდე ქვეყანაში ყველაზე მსხვილ საინვესტიციო […]

VR Holding-სა და NS Studio-ს შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

VR Holding-მა არქიტექტორულ კომპანია – NS Studio-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული პარტნიორობა VR holding-ის კიდევ ერთ პრემიუმ კლასის დეველოპერულ პროექტს VR Vake Skyview Tower-ს უკავშირდება, რომელიც დედაქალაქის ცენტრში, ილია ჭავჭავაძის 49 ნომერში განთავსდება. VR Vake Skyview Tower მასშტაბური კომპლექსია, შესაბამისად, მისი პროექტირება შრომატევადი პროცესია და პროფესიონალების ჩართულობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ VR Holding-მა VR Vake Skyview […]

ლიბერთის მხარდაჭერით, RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 22 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

ლიბერთის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფინალისტთა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, RDYE პროექტის მეორე ციკლის 22 ფინალისტმა, საკუთარი საწარმოს შექმნისა და გაფართოების მიზნით, ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა. RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი […]

„70 მლნ ლარის სახელმწიფო სუბსიდია 2023-2024 წლებში ჩასატარებელი კონცერტებისთვის“ – 6 წელში „ბლექ სი არენას“ ზარალმა 25 მლნ ლარი შეადგინა

Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars – ლეგენდარული ჯგუფებისა და არტისტების სია, რომელთაც „ბლექ სი არენამ“ 8 წლის განმავლობაში უმასპინძლა, გრძელია, თუმცა საკონცერტო დარბაზის კარები თითქმის 4 წლის განმავლობაში დახურული იყო. 10 000-მდე მაყურებელზე გათვლილი სივრცე საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს კორონავირუსით გამოწვეული […]

საგამოძიებო სამსახურმა Ariel-ის, Perwoll-ის, Fairy-ის, Alo-ის, Domestos-ის და Persil-ის სასაქონლო ნიშნების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ერთი პირი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ახდენდა დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების […]