ტრანსფერი: “ატლეტიკომ” 22 მილიონ ევროდ ბელგიელი ფეხბურთელი დაიმატა
მადრიდის “ატლეტიკომ” გვაუწყა, რომ “ანტვერპენიდან” 18 წლის ნახევარმცველი არტურ ვერმეერენი შეიძინა და მას 2030 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა კონტრაქტი. “როხიბლანკოს” ეს გარიგება 22 მილიონი ევრო დაუჯდა. ვერმეერენი “ანტვერპენის” ძირითად გუნდში 2022 წლის ოქტომბრიდან თამაშობდა. მან ჯამში 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შარლ მიშელი ამბობს, რომ აღარ აპირებს პოსტის ვადაზე ადრე დატოვებას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ პოსტის დატოვებას ვადაზე ადრე აღარ აპირებს. მიშელმა იანვარში განაცხადა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში სურდა მონაწილეობის მიღება და რადგან მისი ახლანდელი პოზიცია ევროპარლამენტის დეპუტატობასთან შეუთავსებელია, პოსტს ვადაზე ადრე ტოვებდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას ბელგიის ლიბერალური პარტიის, „რეფორმისტული მოძრაობის“ სახელით აპირებდა. ის ამ პარტიას 2011-2019 წლებში თავმჯდომარეობდა. მედიის თანახმად, მიშელის […]
ღარიბაშვილმა ფაშინიანს მთაწმინდაზე ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს მთავრობის პრესცენტრის ცნობით, ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, პარასკევს, 26 იანვარს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა. „ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს“, – აცხადებენ მთავრობის პრესცენტრში. ამავე წყაროს თანახმად, „პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ […]
მაღალი თანამდებობის პირებს შორის ჯანსაღი ურთიერთობა არ არის – პაატა მანჯგალაძე ფაშინიანის ვიზიტის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლითაც ის საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა და რომელშიც აღნიშნა, რომ არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტიის ”სტრატეგია აღმაშენებელი” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს შორის ჯანსაღი ურთიერთობა არ არის. “მაღალი თანამდებობის პირებს შორის, […]
მმართველი გუნდი, ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე, სამუშაო შეხვედრას გამართავს – დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია
ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა და ოპოზიციის გაურკვეველი სტრატეგია – მმართველი გუნდი ორშაბათს, პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, სამუშაო შეხვედრას გაიმართავს. მმართველი პარტია არგუმენტირებული წინადადებების მოსასმენად კარს ხსნის, თუმცა, ოპოზიციის ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია – დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებას არ აპირებს. “ქართული […]
ჯინ ქეროლის საქმეზე ტრამპს ცილისწამების გამო 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა
ქალაქ ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელიზაბეთ ჯინ ქეროლის სამოქალაქო საქმეზე აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ცილისწამების გამო 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. საქმე ეხებოდა ქეროლის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტობის პერიოდში, 2019 წელს გაკეთებულ კომენტარებს. გადასახდელი თანხიდან $18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციისთვისაა განკუთვნილი, ხოლო $65 მილიონი საჯარიმო ზარალს წარმოადგენს და განსაზღვრულია ტრამპის მიერ ქეროლის წინააღმდეგ გამოსვლების პრევენციისთვის. […]
„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე – ოფთალმოლოგიური ოპერაციები გარკვეული ხარვეზების გამო „დიარჯით“ 15 დეკემბრიდან არ ფინანსდება
„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” ინფორმაციით, 15 დეკემბრის შემდეგ ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას „დიარჯით“არ ფინანსდება. როგორც „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ აღნიშნა, ოფთალმოლოგიური ოპერაციები გათიშულია. „გუშინ დამიკავშირდნენ ოფთალმოლოგები, რომლებიც ძალიან შეწუხებულები არიან „დიარჯის“ მუშაობით, რადგან, 15 დეკემბრის შემდეგ ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, როგორიც არის გლაუკომა, ბადურის ათლა და რომელიც საჭიროებს სასწრაფო, […]
ბოლო სამ თვეში Netflix-ის მომხმარებლების რიცხვი 13,1 მილიონით გაიზარდა
Netflix-ს 2023 წლის ბოლო კვარტალში 13,1 მილიონი ახალი გამომწერი შეემატა, რაც პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდაა. – აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით მომხმარებელთა ზრდამ Wall Street-ის პროგნოზს, 8,91 მილიონს გადააჭარბა და გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 8.83 მილიარდი დოლარი შეადგინა. Netflix-ისთვის 2022 წელი გამოწვევებით სავსე იყო, მაშინ როდესაც გაყოდვები შენელდა 2023 წელს netflix- მა პაროლების […]
უკრაინაში ომის 703-ე დღეს 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა
ომი გრძელდება უკრაინაში – რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 703-ე დღეს 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 120-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. “დღეს სამხედროებს შევხვდი. მთავარი აქცენტი ფრონტის ხაზზე ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთდა. ჩვენი თავდაცვითი ოპერაციები და ზოგადად აქტიური მოქმედებები დეტალურად იყო აღწერილი. […]
შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მიშელი წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისივე თქმით, მთელ ძალისხმევას ამჟამინდელი მოვალეობის შესასრულებლად მიმართავს. მიშელის თქმით, სამომავლო გეგმების განხილვას მანდატის დასრულების შემდეგ განიხილავს. მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ […]