თბილისის “დინამო” თურქეთში 5 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

“დინამო თბილისი” დღეს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და სიდეში, სასტუმრო Kamelya Selin-ში დაბინავდა. გუნდი დაისვენებს, საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს, ხვალიდან კი აქტიურად განაგრძობს ახალი სეზონისთვის მზადებას. შეგახსენებთ, რომ დინამოელები შეკრებას სიდეში ორ ეტაპად გაივლიან და 5 ამხანაგურ მატჩს გამართავენ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე. თურქულ შეკრებაზე ანდრეს კარასკომ 26 ფეხბურთელი წაიყვანა. გიორგი ლომთაძეს და ნიგერიელ სანდეი ჰარუნას […]

თსუ: ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში ჩიქობავას თავდებში დავუდგებით

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე თსუ-ის მოწვეული ლექტორის აკაკი ჩიქობავას საკითხზე და სტუდენტების მიერ კანცელარიის ოთახის დაკავებაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. იგივე კომენტარი გააკეთა რექტორმა […]

მიქაუტაძე ლიგა 1-ის ერთ-ერთ ლიდერთან მატჩში სასტარტოშია

ლიგა 1-ის მე-19 ტურში „მეცი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „ნიცას“ შეხვდება. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაშია. მატჩი “ალიანც რივეირაზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

აშშ ამზადებს უკრაინის მხარდასაჭერ სტრატეგიას: 2024 წელს პრიორიტეტი იქნება თავდაცვა და არა კონტრშეტევა – WP

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმაზე, რომელიც 2024 წელს უკრაინის სასარგებლოდ ფრონტის ხაზზე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს. ამის შესახებ Washington Post-ი ამერიკის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთთან ფართომასშტაბიან ომში მყოფი კიევისთვის ოფიციალურად გამოცხადებულ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ტერიტორიის დაბრუნება რჩება. ამასთან, Washington […]

თსუ – აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას,- ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო […]

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობის აღდგენა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა

ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ნაკრებში სხვადასხვა დროს მოთამაშე ფეხბურთელების შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ლომაია, ალექსანდრე იაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე კობახიძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი განუგრავა, დავით სირაძე. ტურნირის პირველ დღეს, ვეტერანთა ნაკრებმა, ნორვეგიის ვეტერანთა ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხა, მეორე გამარჯვება კი უკრაინის წინააღმდეგ 3:2 მოიპოვა. მეორე დღეს, ფინეთის ნაკრებთან გამართული მატჩი ანგარიშით 6-1 დასრულდა […]

თბილისის საქალაქო სასამართლო 20 წლის ნიკიტა აგიევის მკვლელობის საქმეზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო 20 წლის ნიკიტა აგიევის მკვლელობის საქმეზე ამ წუთებში მსჯელობს. უმძიმეს დანაშაულში 18 წლის გიორგი პაკელიანია ბრალდებული. დანაშაულის მოტივად წარსულში არსებული დაპირისპირება სახელდება. მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიებით ირკვევა, რომ 25 იანვარს, ვეკუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა დაზარალებულს, სხეულის სხვადასხვა არეში, დანით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული […]

დმიტრო კულება – ევროპული საბჭოს 1-ელი თებერვლის სამიტთან დაკავშირებით დამაიმედებელი მოლოდინები არსებობს

ევროპული საბჭოს 1-ელი თებერვლის სამიტთან დაკავშირებით დამაიმედებელი მოლოდინები არსებობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ლიეტუველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩვენ ერთობლივად გვაქვს დამაიმედებელი მოლოდინები 1 თებერვალს ევროპული საბჭოს უახლოეს სხდომასთან დაკავშირებით. არის პროგრესი ევროპული მშვიდობის ფონდის გახსნასთან დაკავშირებით, რომელზეც ვითარება დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბლოკილი ევროკავშირი ცალკეული წევრების პოზიციის გამო. […]

ირანული მედია – ირანში პაკისტანის საზღვართან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე მოკლეს

ირანში პაკისტანის საზღვართან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი ავრცელებს. „მოწმეების თქმით, დღეს დილით უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაში, ქალაქ სარავანში მდებარე სახლში 9 უცხოელი მოკლეს“, – აცხადებს ირანული მედია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. შეგახსენებთ, გასულ კვირას ირანმა და პაკისტანმა […]