ზაპოროჟიეში დემობილიზაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
კვირას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის შენობასთან დემობილიზაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო უკრაინელი სამხედროების 40-მდე ნათესავმა და ახლობელმა, რომლებიც მობილიზაციის სამსახურის ხანგრძლივობის დაკანონებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “თანაბარი უფლებები ყველასთვის”, “სამხედროებს აქვთ სიცოცხლის უფლება”, “18 თვე – ეს სრულად გადახდილი ვალია ქვეყნის წინაშე” და “ბიჭებს სჭირდებათ ჩანაცვლება”. შესაბამისი სიტყვები ეწერა იმ პლაკატებზეც, რომლებიც დემონსტრანტებს ეპყრათ […]
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონია
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონია. ქალაქ მეზონ-ალფორში გამართული საფრანგეთის ჩემპიონატი ხმლით გუნდურ პირველობაში, კიდევ ერთხელ ფარიკაობის კლუბმა “ორლეანმა” მოიგო, რომლის ლიდერი მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა! “ორლეანის” ღირსებას სანდროსთან ერთად, ფრანგები, ბოლად აპიტი და ძმები ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ.
რესტორნების ქსელმა Chipotle-მ ჯენზი თანამშრომლების მხარდასაჭერად ახალი შეღავათები დანერგა
ამერიკულმა რესტორნების ქსელმა Chipotle Mexican Grill-მა გამოაცხადა, რომ ე.წ „ბურიტო სეზონის“ წინ დამატებით 19 ათასი თანამშრომლის დაქირავებას აპირებს და ასევე ახალი შეღავათები შემოაქვს თაობა Z-ის (Gen Z) თანამშრომლებისთვის. კომპანიაში ამჟამად 110 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ნათქვამია პრესრელიზში. Chipotle დაიქირავებს დამატებით თანამშრომლებს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა მოემზადოს წლის ყველაზე დატვირთული პერიოდისთვის (მარტიდან მაისამდე), რომელსაც „ბურიტო […]
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი “ლუზერად” მოიხსენია
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი “ლუზერად” მოიხსენია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს ხვდებოდა, სადაც მან სიტყვით გამოსვლისას, ყოფილი პრეზიდენტი სხვადასხვა დროს გაკეთებული მისი გამონათქვამების გამო გააკრიტიკა. “დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა ამერიკელი ჯარისკაცების საფლავების მონახულებაზე პარიზის გარეუბანში და ჩვენი გმირები სულელებად და “ლუზერებად” მოიხსენია. როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს […]
ვანდალიზმის ფაქტი ლუვრში – “მონა ლიზას” წვნიანი შეასხეს
ვანდალიზმის ფაქტი ლუვრში – “მონა ლიზას” წვნიანი შეასხეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ლეონარდო და ვინჩის შედევრი არ დაზიანებულა, რადგან მას ტყვიაგაუმტარი მინის საფარი იცავს. დანაშაულში ორი ქალი ფიგურირებს, რომლებიც “ჯანსაღი და მდგრადი საკვების” უფლებას მოითხოვენ.
ბერლინის 74 -ე საერთაშორისო კინოფორუმის პროგრამა ცნობილია
წელიწადის ამ დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კინემატოგრაფისტები, მსახიობები და ჟურნალისტები გერმანიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალისთვის იკრიბებიან. ბერლინის რიგით 74 -ე საერთაშორისო კინოფორუმის პროგრამა უკვე ცნობილია. ბერლინის საერთაშორისო ფესტივალს წელს ირლანდიური ბელგიური ფილმი small things like these გახსნის, რომელშიც მთავარ როლს ოქროს გლობუსის ტრიუმფატორი ფილმის “ოპენჰაიმერის” ვარსკვლავი, კილიან მერფი ასრულებს. ფესტივალის სექცია “პანორამას” წელს ქართველი რეჟისორის ლევან […]
თეა წულუკიანი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სალოტბარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა
კულტურისა და სპორტის მინისტრი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სალოტბარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. თეა წულუკიანმა, სკოლებისა და მასწავლებლების გეგმები განიხილა და მათი საჭიროებებიც მოისმინა. შეხვედრაზე ახალ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
თბილისში ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა ზუგდიდში
თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტების გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა ზუგდიდში. „ისინი ციხეში არ უნდა დარჩნენ“, „გამოსახლებები უნდა შეჩერდეს“, „დასრულდეს შერჩევითი სამართალი“, „თავისუფლება კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას“ – ამ მოწოდებით მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია ზუგდიდის მცხოვრებლები არიან და […]
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იარაღის შესყიდვაში კორუფცია გამოავლინეს – მოპარული თანხა ამოღებულია და თავდაცვის ბიუჯეტს დაუბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის შესყიდვაში კორუფცია გამოავლინეს. უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ნაღმმტყორცნების 100 000 ჭურვის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის აგვისტოში, გადახდა განხორციელდა წინასწარ, მათ შორის გარკვეული თანხები საზღვარგარეთ გადაირიცხა, მაგრამ იარაღის მიწოდება არ განხორციელებულა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ ამხილა […]
პროკურატურამ სენაკში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სენაკში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 იანვარს, დანით შეიარაღებული ბრალდებული თავს დაესხა სენაკში მდებარე ს.ს. „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ. მათივე ცნობით, თავდამსხმელი დანის დემონსტრირებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 900 ევროს და შემთხვევის ადგილიდან […]