სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაში ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ერთი ადამიანი მოკლეს
სტამბოლში, წმინდა მარიამ დრაპერისის იტალიურ კათოლიკურ ეკლესიაში, საკვირაო წირვის დროს ორმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა და ერთი ადამიანი მოკლა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ დილით მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული პიროვნება იდენტიფიცირებულია. მისივე თქმით, დამნაშავეების ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ და გამოძიება მიმდინარეობს. “საკითხის ყოვლისმომცვველი გამოძიება დაიწყო და დაიწყო მუშაობა თავდამსხმელების […]
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთ-ერთია მათ შორის, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს დასაქმებას სთავაზობენ – ლევან რატიანის თქმით, 50 ადამიანის მიღება შეუძლიათ
ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას, სახელმწიფო თუ კერძო კლინიკებში სთავაზობს და იმ კლინიკების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმებისთვის მზაობას გამოთქვამს. კლინიკების ჩამონათვალშია: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური, საჩხერის რაიონული საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ინგოროყვას კლინიკა, ჟვანიას კლინიკა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბოკერიას ჰოსპიტალი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, იმედის კლინიკა, […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მათივე ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ჩემი, როგორც ყოფილი დინამოელის პოზიციაა, რომ „დინამოს“ ბაზისთვის ადგილის შეცვლის იდეა განწირულია – ლევან კობიაშვილი
ყოფილი დინამოელი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან კობიაშვილი განმარტავს, რომ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ბაზის შეცვლა ნებისმიერი სახით, იდეის დონეზეც კი მიუღებელი და დაუშვებელია. მისი თქმით, ეს ისტორიული ბაზაა. „ჩემი, როგორც ყოფილი დინამოელის და ადამიანის, რომელსაც შეხება მქონდა იმ ბაზასთან (იქ გავიზარდე, იქ ვითამაშე და უდიდესი წვლილი და დამსახურება აქვს [მას] ჩემს პროფესიულ კარიერაში), პოზიციაა, რომ […]
მოქალაქის კუთვნილ 900 ევროს დაეუფლა – სენაკში, ბანკში ყაჩაღობისთვის პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ სენაკში, საქართველოს ბანკის ფილიალში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა. “შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 იანვარს, დანით შეიარაღებული ბრალდებული სენაკში მდებარე საქართველოს ბანკის თანამშრომლებს თავს დაესხა, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ. თავდამსხმელი დანის დემონსტრირებით მოქალაქის კუთვნილ 900 ევროს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას […]
სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
სტამბოლის სარიერის რაიონში, კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ორმა ნიღბიანმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი წირვის დროს გახსნა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და მიმდინარეობს გამოძიება მათი ადგილსამყოფელის დასადგენად. წინასწარი ინფორმაციით, მიზანმიმართული თავდასხმა ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ და არა კათოლიკური […]
28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა
28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ღონისძიება გამართა. ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2024 წლის 1 მარტიდან ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონი შედის ძალაში, რომელიც პირადი ინფორმაციის დაცვის ახალ სტანდარტს აწესებს. „შესაბამისად, ეს წელი საზედამხედველო ორგანოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 28 იანვრის ღონისძიების ძირითადი ნაწილიც […]
ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობამ არჩევანი პრეზიდენტობის ცხრა კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არ არის ამჟამინდელი პრეზიდენტი, საული ნიინისტე, რადგან ის ქვეყანას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს და პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება აღარ აქვს. მედიის ინფორმაციით, გამარჯვების მთავარი პრეტედენტი ალექსანდრე სტუბია, მემარჯვენე ცენტრისტული ეროვნული კოალიციის პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი. ალექსანდრე სტუბს სხვადასხვა […]
ჩაკვეტაძე “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაშია
მიდი გიო გენაცვალე, ითამაშე შენი თამაში. იყავი ლაღი და თავისუფალი, შენ ეს შეგიძლია. შენი ნიჭი ამაში გიწყობს ხელს. ლიდერი ხარ იცოდე, ეს გაითავისე აუცილებლად.
„სტალინისტმა კანდიდატმა“ რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა ხელმოწერები მიიტანა
კვირას, 28 იანვარს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო რუსეთის კომუნისტების პარტიის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატის სერგეი მალინკოვიჩის დოკუმენტები. პარტიის ვებგვერდზე მას “სტალინისტ კანდიდატს” უწოდებენ.” მალინკოვიჩი აცხადებს, რომ მის მხარდასაჭერად 100 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ცესკოში აცხადებენ, რომ “რუსეთის კომუნისტების” წარმომადგენლებმა ხელმოწერებით 19 ყუთი მიიტანეს. მათ აქვთ 10 დღე მათი შესამოწმებლად. მედიამ […]