ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი “ლუზერად” მოიხსენია

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი “ლუზერად” მოიხსენია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს ხვდებოდა, სადაც მან სიტყვით გამოსვლისას, ყოფილი პრეზიდენტი სხვადასხვა დროს გაკეთებული მისი გამონათქვამების გამო გააკრიტიკა.
“დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა ამერიკელი ჯარისკაცების საფლავების მონახულებაზე პარიზის გარეუბანში და ჩვენი გმირები სულელებად და “ლუზერებად” მოიხსენია. როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს ჩემს შვილზე და სხვებზე ასე ლაპარაკს. მე მათ პატრიოტებს და გმირებს ვუწოდებ. ერთადერთი “ლუზერი”, რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია. ეს მე მაბრაზებს, ბოდიშს ვიხდი სიბრაზისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად შეურაცხმყოფს”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც