თეონა აქუბარდია – 9 რეკომენდაციის შესრულების გეგმაში აქცენტი არის სამუშაო ჯგუფებზე, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა და აქეთ ამუნათებს ოპოზიციას, რომ თურმე კერპთაყვანისმცემლები ვართ და სამუშაო ჯგუფები პანაცეა არ არის
არ გამოვრიცხავ, რომ მზა კანონპროექტები გამოიტანონ და შემდეგ მისი საკომიტეტო და პლენარული ფორმატით განხილვა მოხდეს, ეს უფრო ახლოსა რეალობასთან ვიდრე ის, რაც შარშან ვნახეთ, რომ სამუშაო ფორმატი და მსჯელობა გაგრძელდეს – თუ შარშან არ უნდოდა „ქართულ ოცნებას“ სასამართლოს სრულფასოვანი რეფორმა, წელს რატომ მოუნდება, მითუმეტეს არჩევნების წელს,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში 9 […]
ირაკლი კობახიძე – ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ
ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით […]
დავით კირკიტაძე – 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ
9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ იტყვის, რამდენად აქვს „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულებისკენ ნაბიჯების გადადგმის სურვილი. კირკიტაძის განცხადებით, ოლიგარქია და სამართლიანი სასამართლოს კუთხით არსებული პრობლემები მოქალაქეებზე აისახება. „ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და ალბათ ამ შეხვედრის შემდეგ […]
ანა დოლიძე – პარტია „ხალხისთვის“ წევრები ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე არ დაუშვეს
„ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრები ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე არ დაუშვეს. „ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე „ხალხისთვის” წევრები არ დაუშვეს. წინა დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თქმა, თითქოს შეხვედრაზე ყველა პარტია შეძლებდა დასწრებას ტყუილი აღმოჩნდა,” – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
პაატა დავითაია – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები აღარ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს უკვე ევროკავშირის პრობლემაცაა
სეპარატისტული ხელისუფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული ინტეგრაცია მოახდინონ რუსეთის ფედერაციასთან და ოკუპირებული ტერიტორიები და მოსახლეობა იზოლირებულ მდგომარეობაში ამყოფონ, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, აღნიშნულს “ცხადად აჩვენებს ის, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ შეუშვა კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური […]
დღეს თბილისის უბნების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 იანვარს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, […]
ნათია ფიფია – იმ სისტემით, რაც დღეს გვაქვს, უნივერსიტეტში მოხვედრა არ მიმაჩნია სწორად, ეროვნული გამოცდები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლე პროფესიის დასაუფლებლად იყოს მზად
სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ასისტენტ პროფესორს, ნათია ფიფიას ესაუბრა. – ქალბატონო ნათია, რამდენიმე დღის წინ პრემიერის მრჩეველმა გია მურღულიამ განათლების სისტემის საკითხებზე საჯარო სივრცეში იმსჯელა და რამდენიმე ინიციატივაზე საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებიც გამოთქვა. მისმა მოსაზრებებმა საგნობრივ სტანდარტებზე და ასევე იმაზე, რომ სავარაუდოდ, 2027 წლისთვის საგანმანათლებლო სისტემა მზად იქნება გადავიდეს სკოლის მოსწავლეების […]
ანა ნაცვლიშვილი – ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესების და კომისიების დრო, ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო
„ლელო“ პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებულ შეხვედრას არ დაესწრება. როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელო“ საკუთარ გეგმას, თუ როგორ გაატარებს ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ რეფორმებს ერთ წელში, ხვალ წარუდგენს მედიას. მისივე თქმით, „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს საკომიტეტო ფორმატებში რეფორმების განხილვის პროცესში. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანა არ არის ევროკავშირში გაწევრიანება. „ქართულმა ოცნებამ“ 18 თვე დახარჯა არა […]
ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს
ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და აშშ-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს, – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. „ეს ბრალდებები შექმნილია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით – რეგიონის რეალობის შესაცვლელად“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა. შეგახსენებთ, გუშინ, იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის […]
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციიდან არ მონაწილეობს „ლელო“. შეხვედრას ესწრებიან ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უფრო კონკრეტულად, არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები იმყოფებიან. შეგახსენებთ, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან […]