ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონ ევროს გამოყოფს. მისი განმარტებით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, თანხების უმეტესი ნაწილი – 87 მილიონი ევრო – უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება. 25 მილიონი ევრო გადაეცემა უკრაინის საერთაშორისო ფონდს, რომელსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო და რომელიც აფინანსებს სამხედრო ტექნიკის ერთობლივ შეძენას […]

საფრანგეთში ფერმერთა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს

ფრანგი ფერმერები ინფლაციის გამო შემოსავლების შემცირებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდას, სუბსიდირების შესაძლო გაუქმებას და ბიუროკრატიას აპროტესტებენ. ფერმერებმა ტრაქტორებით გადაკეტეს პარიზის გარშემო არსებული საავტომობილო გზები. საფრანგეთის შსს-ს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მობილიზებულია 15 ათასამდე პოლიციელი. 29 იანვარს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა სამართალდამცავებს მიმართა, თავშეკავება გამოიჩინონ, ფერმერებს კი მოუწოდა, არ გადაკვეთონ „წითელი ხაზები“ და არ დაბლოკონ […]

NGO-ები 9 პუნქტზე: პარლამენტმა პროცესში არ ჩაგვრთო, ვითხოვთ, მოგვეცეს შესაძლებლობა

ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. NGO-ების მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც გათვალისსწინებული არ იყო განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების მონაწილეობა. შესაბამისად, 10-მა ორგანიზაციამ პარლამენტს მიმართა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, თუმცა, NGO-ების მიხედვით, პარლამენტმა თხოვნა […]

Madrid Fusión – აღმოაჩინეთ ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულო საოცარი კომბინაცია

მსოფლიოში ყველაზე დიდი გასტროკონგრესი Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს. აღმოაჩინეთ საქართველოს გასტრონომიული საიდუმლო Madrid Fusión-ზე, გაიზიარეთ ქართული სამზარეულოს გამოცდილება, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“. „წელს Madrid Fusión-მა ქართული ფერები ჩაიცვა და არომატიც მიიღო. აღმოაჩინეთ ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულო საოცარი კომბინაცია“,-წერს Madrid Fusión საქართველოს შესახებ. […]

რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა

გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. “ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში” – აცხადებს გზების დეპარტამენტი. რიკოთის უღელტეხილზე აპრილიდან სპეციალური რეჟიმი მოქმედებდა […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს და ძირს უთხრის დემოკრატიულ კონკურენციას – როგორც პოლიტიკური პატიმარი, ის უნდა გათავისუფლდეს

მიხეილ სააკაშვილის, ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს და ძირს უთხრის დემოკრატიულ კონკურენციას – სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატებსა და […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს. „საჰაერო ძალებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების თანამშრომლობითა და ძალისხმევით, ნიკოლაევის, სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ხერსონისა და კიევის ოლქებში მტრის 15 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ Shahed-136/131 […]

ანტონიო გუტერეში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მთავარ დონორ ქვეყნებს ხვდება

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მთავარ დონორ ქვეყნებს ხვდება. შეხვედრა იმ ფონზე იმართება, როდესაც რამდენიმე დღის წინ ისრაელმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმებში მონაწილეობაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის: შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და იაპონიამ, განაცხადა, რომ სააგენტოს დაფინანსებას უწყვეტს. „გენერალური მდივანი შეძრწუნებულია […]

“ჩავიბარებ თუ არა “ბარსელონას”? – რა განაცხადა მიკელ არტეტამ

“ეს ინფორმაცია სიყალბეა. ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ადგილი უსაფუძვლო ბრალდებებს აქვს. როდესაც ჟურნალისტი ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, სიფრთხილეა საჭირო. “არსენალში” თავს შესანიშნავად ვგრძნობ და წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ხელმძღვანელობასთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და აქ ყოველი წამით ვტკბები”, – განაცხადა არტეტამ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” ამჟამინდელმა თავკაცმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “ბლაუგრანას” […]

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს

“საერთაშორისო გამჭირვალობამ” კორუფციის აღქმის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და 53 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს. საქართველო, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. რეიტინგში საქართველოს უკან არიან მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი. “საერთაშორისო […]