ფორმალურად მაინც მოეძებნათ არა “ნაცმოძრაობის” ადამიანები, გვარამია არის ერთ-ერთი იდეოლოგი “ნაცმოძრაობის”, არ შეცვლილა საერთოდ ეს ადამიანი – გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკური დისკუსიის თემაა ნიკა გვარამიას განცხადება – მმართველ გუნდში გვარამიას ენმ-სგან დისტანცირების არ სჯერათ და აცხადებენ, რომ მათი გეგმაა ვითომ მესამე ძალის შექმნა და არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სააკაშვილი თუ გვარამია – ამით არაფერი იცვლება, შედეგი იდენტური დადგება. “ძალიან მდაბიო შეთავაზება არის ქართული საზოგადოებისთვის. სააკაშვილი, გვარამია თუ ხაზარაძე – ეს დაახლოებით […]

“პოზიტიურად ვხვდებით, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სწორი ცვლილებები” – მიხეილ სარჯველაძე საკადრო ცვლილებებზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ეს ცვლილება იყო საჭირო და გუნდში პოზიტიური განწყობაა. “ირაკლი ღარიბაშვილი გადაინაცვლებს და პარტიულ საქმიანობას განაგრძობს. იმავდროულად, ჩვენ პარტიულ ყრილობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით. ყრილობაზე ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია და რაც ასახავს ცვლილებებს, იქნება გამოტანილი და კენჭი […]

დანაშაულის აღიარების და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, პროკურატურა მზადაა, გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ არასაპატიმრო ღონისძიება მოითხოვოს

პროკურატურა მზადაა, გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ სასამართლო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. ამის შესახებ “კურიერს” საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განუცხადა. ბრალდების მხარის წარმომადგენლის თქმით, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა ამ ორ პირობაზეა დამოკიდებული. “გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად […]

ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იშლება და რამდენ ჯგუფად დაიშლება, ამას დრო გვიჩვენებს – ანა ბუჩუკური გვარამიას განცხადებაზე

პოლიტიკური დისკუსიის თემაა ნიკა გვარამიას განცხადება, რომელმაც გუშინ კლინიკა “ვივამედიდან” გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბარში მიანიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი კონკურენტია. გვარამიამ საკუთარი პარტიის პრეზენტაცია თებერვლისთვის დაანონსა. ოპოზიციის ნაწილი მას წარმატებებს უსურვებს. “ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ უნდა გააკეთოს განმარტება ის რას გულისხმობს. მე მას მინდა ვუსურვო და ყველა ოპოზიციონერს, ჩვენს გეგმაში, რაც მე ჩამოვთვალე, ხალხისთვის რაც […]

მავნე ორგანიზმების არსებობის გამო რუსეთიდან მომავალი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება უკან გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, რუსეთის რესპუბლიკიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“,- […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ჟინვალი, ბიჩნიგაურები, არანისი, უნდილაანი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „12:20-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, ლისი, ბურღების მიწა, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეული რეჟიმით […]

ანა ბუჩუკური – იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი ამ ადამიანებს საკუთარ მომსახურე პერსონალად მიიჩნევს და ასე ექცევა, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ერთი მხრივ, ჩვენი გუნდის ინიციატივა, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს

იმის გათვალისწინებით, რომ თავად ივანიშვილი ამ ადამიანებს, ბიჭებს, კოლექტიურ კობახიძეებს, საკუთარ მომსახურე პერსონალად მიიჩნევს და ასე ექცევა, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ერთი მხრივ, ჩვენი გუნდის ინიციატივა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს და არა „კოლექტიურმა კობახიძეებმა“ და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დებატები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. […]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, NEW YORKER-ის ახალი მაღაზია გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს და ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, გლობალურმა ბრენდმა, NEW YORKER-მა რიგით მეექვსე მაღაზია, თბილისში გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი მაღაზია ილია ვეკუას ქ.#1-ში, სავაჭრო ცენტრში „სითი მოლი გლდანი“ მდებარეობს და ის მომხმარებლებს ორშაბათიდან კვირის ჩათვლით მოემსახურება. გახსნაზე NEW YORKER–მა მომხმარებლებს ზამთრის ახალ კოლექციასთან ერთად, სხვადასხვა […]

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ადევნების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა […]

2023 წელს ტურისტული ვიზიტები 27.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც 31.2 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2023 წელს […]