„ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს ტყეები მდიდარია ბიომრავალფეროვნებით“ – ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა და ინვენტარიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ზუსტი მონაცემები და ინფორმაცია გვაქვს საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობის შესახებ. „ტყის ეროვნული აღრიცხვის პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც […]
ყველა ყოფილი ნაციონალი შეეცდება ისე წარმოაჩინონ ვითარება, თითქოს მათ საერთო არაფერი ჰქონიათ “ნაცმოძრაობასთან” – მიხეილ სარჯველაძე

პოლიტიკური დისკუსიის თემაა ნიკა გვარამიას განცხადება, რომელმაც გუშინ კლინიკა “ვივამედიდან” გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბარში მიანიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი კონკურენტია. გვარამიამ საკუთარი პარტიის პრეზენტაცია თებერვლისთვის დაანონსა. მმართველ გუნდში გვარამია-სააკაშვილის კონკურენციას, არასერიოზულად მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ გვარამია სააკაშვილისგან დისტანცირებას ცდილობს, თუმცა რეალურად ყოფილი “ნაციონალები” არ არსებობენ. “ვფიქრობ, ყველა ყოფილი ნაციონალი, გარდა უშუალოდ “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილი პირებისა, […]
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს შედეგი 3 ქულით გაუარესდა და 53 ქულა შეადგინა. საქართველო 180 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა, როცა წინა წელს 41-ე პოზიციას იკავებდა. ასეთი დაბალი ქულა ქვეყანას 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, საქართველო რეგიონში კვლავ წამყვან პოზიციებზეა. ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზის […]
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს. ტაბულას ინფორმაციით, მამაკაცის სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის დაავადება გახდა. დამატებითი დეტალების გასარკვევად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
“დე ლაურენტისმა ოსიმენი ორჯერ დაასაჩუქრა”- ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბარგიჯამ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჟოზე მოურინიოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა “პარტენოპეის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს საკუთარი კლიენტი პირადად შესთავაზა, თუმცა კინოპროდიუსერმა პორტუგალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობა არ ისურვა. ბარგიჯამ კომენტარი ოსიმენის შესახებაც გააკეთა. “დე ლაურენტისმა ნიგერიელი ორჯერ დაასაჩუქრა. ერთხელ მაშინ, როდესაც კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ხელფასი საგრძნობლად გაუზარდა, მეორედ კი მაშინ, როცა ახალ ხელშეკრულებაში […]
სახალხო დამცველმა გაჩეჩილაძის მიმართ რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება დაადგინა

სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა ანანია (ანი) გაჩეჩილაძის მოთხოვნა და დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი. გასული წლის მარტში შაბათის ფორმულამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომელიც POSTV-ის ხელმძღვანელის, ქართული ოცნების პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის და საქმიან შეხვედრაზე მისული 22 წლის ქალის გასაუბრებას ასახავს. აუდიომასალაში ისმის რა მეთოდებით არჩევს რამიშვილი თანამშრომლებს და რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება ახალგაზრდა […]
BTU-ს მასშტაბური პროექტი აბიტურიენტებისთვის სტარტს იღებს

საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მასშტაბურ, პროექტს აანონსებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი, სრულად დაფინანსებული მოდულები, მათემატიკის კონკურსი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის, მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით გამართული პროფესიული ორიენტაციის პროგრამები და საინფორმაციო შეხვედრები, ციფრული მარკეტინგის ტრენინგი აბიტურიენტებისთვის, ტრენინგები პირველი სტუდენტური სტარტაპის შესაქმნელად, ინოვაციური იდეების კონკურსი – იდეათონი, სწრაფი ჭადრაკი აბიტურიენტებისთვის და […]
მიხეილ სარჯველაძე – როცა გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა კორუფციის მიმართულებით, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია

როცა გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა კორუფციის მიმართულებით, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სარჯველაძის თქმით, “ინსინუაციები, სპეკულაციური ინტერპრეტაციები, დამახინჯებული რეალობის […]
უკრაინა და ბელგია იარაღის ერთობლივ წარმოებას გეგმავენ

უკრაინამ და ბელგიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია, ბიძგი მისცეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, კერძოდ, თავდაცვის წარმოების სფეროში, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ივან გავრილიუკის განმარტებით, მემორანდუმი განსაზღვრავს ერთობლივი პროექტების დანერგვის განზრახვას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის პოტენციალისა და წარმოების მოცულობის გაზრდას. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო […]
„საქსტატი“ – ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტი) 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 26.4 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნებართვების 73.7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, […]