“კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია” – სააკაშვილის განცხადება

“კო­ბა­ხი­ძის და­ნიშ­ვნა ოლი­გარ­ქის მხრი­დან ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­ცინ­ვის მო­რი­გი აქ­ტია. მა­გი­დის გარ­შე­მო სკა­მე­ბის კა­რუ­სე­ლი სა­ერ­თოდ არა­ფერს ცვლის რი­გი­თი ქარ­თვე­ლის­თვის: დე­დე­ბი ისევ გა­აგ­რძე­ლე­ბენ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლას შვი­ლე­ბის­თვის ლუკ­მის მო­სა­პო­ვებ­ლად; სტუ­დენ­ტე­ბი ისევ ვერ და­საქმდე­ბი­ან მი­ღე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით; ბე­ბი­ე­ბი­სა და ბა­ბუ­ე­ბის­თვის ერ­თა­დერთ გუ­ლის გა­სა­ხარ ფაქ­ტად დარ­ჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ზა­რე­ბი უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი შვი­ლე­ბის­გან და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­გან. ამ “ბან­დის“ ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ბი­ძი­ნას შემ­დგო­მი გამ­დიდ­რე­ბა […]

კვლავ სერია A-ში – ანტონიო კონტე ახალ კლუბს შეუთანხმდა

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე მომდევნო სეზონში “მილანს” გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას Telelombardia ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდა და სეზონის დასრულების შემდეგ კონტე პიოლის შეცვლის. შეგახსენებთ, იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის საკუთარ რიგებში ხილვა “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისსაც სურდა, თუმცა კონტემ “პარტენოპეის” უარი რამდენჯერმე განუცხადა. ბოლოს ანტონიო “ტოტენჰემს” წვრთნიდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების […]

ორბანი მზადაა, უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დასთანხმდეს, თუ მოკავშირეები მის პირობას გაიზიარებენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაადასტურა, რომ გასულ შაბათს ბუდაპეშტმა ბრიუსელში გაგზავნა შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან 50 მილიონი ევროს დაფინანსების საკითხის განბლოკვას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი დახმარებას ყოველწლიურად დაამტკიცებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში, რომელშიც განმარტა, რომ უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაგრძელება უნდა მოხდეს ყოველწლიურად, ევროკავშირის ყველა წევრის […]

ტოპ 15 ქართველი ფერმერი სიმინდის მოსავლის მიხედვით

ბოლო წლებია ქართველ ფერმერებში Dekalb-ის სიმინდის ჰიბრიდები, კონკრეტულად კი DKC 6980 – FAO 700, სულ უფრო პოპულარული ხდება. მიზეზი მარტივია – სათესლე მასალა მორგებულია საქართველოს კლიმატსა და ნიადაგზე, გამოირჩევა სტაბილურობით, გამძლეობითა და მოსავლის მაღალი პოტენციალით. მართლაც, ქართველმა ფერმერებმა Dekalb-ის ჰიბრიდების მეშვეობით, მოსავლის მოცულობა საგრძნობლად გაზარდეს, რასაც რიცხვებიც ადასტურებს. ტოპ 15 ფერმერის 2023 წლის რეიტინგი კი […]

მედვედევი კურილის კუნძულებზე: ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია იაპონელი ხალხის გრძნობები

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სადავო კურილის კუნძულებზე ილაპარაკა. “ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია “იაპონელი ხალხის გრძნობები” ე.წ. ჩრდილოეთის ტერიტორიებზე. ეს არ არის “სადავო ტერიტორიები”, ეს რუსეთია”. – თქვა მედვედევმა. მედვედევის აზრით იაპონიასთან მშვიდობის დამყარება შესაძლებელია, თუ დასრულდება ტერიტორიული დავა. ასევე, მომავალში კურილების როლი კიდევ უფრო გაიზრდება და “იქ, იქნება არაერთი […]

2023 წელს 7.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, აქედან 1.2 მილიონი რუსეთიდან – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 30.9%-ით მეტია. საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობით – 1.2 მილიონი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან ჰყავდა, რაც ჯამური რაოდენობის 23.2%-ია. საქართველოს ვიზიტორებს შორის მეორე ადგილზე თურქეთია 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით. 2023 წელს ვიზიტების უმრავლესობა – 52.3% […]

აშშ ბრძოლის ველზე ხედავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შეჩერბის შედეგებს – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო საქმეთა მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ხედავენ, თუ რა შედეგები მოიტანა ბრძოლის ველზე უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შეჩერებამ. ამის შესახებ მან 29 იანვარს, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “თუ შეერთებული შტატები არ მიჰყვება საკუთარ ვალდებულებებს, გართულდება ევროპელი და სხვა პარტნიორების მიერ იმის გაგრძელება, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ჩემი აზრით, […]

“სომხეთში რუსულენოვანი გადაცემები პრაქტიკულად აღარ გადის” – აკოფიანი

რუსულენოვანი პროგრამების რაოდენობა სომხეთის საზოგადოებრივ ეთერში მკვეთრად შემცირდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ამის შესახებ სომხეთის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან აკოფიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. “თუ თვალს ადევნებთ ჩვენი ტელეკომპანიების გადაცემებს, ნახავთ, რომ რუსულენოვანი კონტენტი პრაქტიკულად აღარ არსებობს. დაახლოებით ექვსი-შვიდი წლის წინ ყველა ფილმი, გადაცემა და ინტერვიუც კი, ეთერის 70%, რუსულ ენაზე იყო. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ გადადგმული […]

რუსეთმა დაკარგა ფიგურული სრიალის გუნდური ოლიმპიური ოქროს მედალი

30 იანვარს საერთაშორისო საციგურაო კავშირმა (ISU) გამოაქვეყნა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ფიგურული სრიალის გუნდური შეჯიბრის ახლად დაჯამებული ქულები, რომლის მიხედვით, „ოლიმპიურ სპორტსმენებს რუსეთიდან” ოქროს მედლის ნაცვლად ერგებათ ბრინჯაოს მედალი. ოქროს მედალი გადაეცემა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვერცხლი კი – იაპონიას. ეს შედეგი განპირობებულია კამილა ვალიევას მოკლე და თავისუფალი პროგრამის ქულების გაუქმებით. კამილა ვალიევას დოპინგის ტესტის პასუხის […]

ოპოზიციის წინასაარჩევნო წუწუნი, არჩევნების შემდეგ კვნესაში გადაიზრდება – გურამ მაჭარაშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი: ,,რადიკალი ოპოზიციისთვის და არც თქვენი მედიასაშუალების ხელმძღვანელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ ღარიბაშვილის დროს მოხდება პოლიტიკურად მათი ჩაძირვა, თუ პრემიერ კობახიძის დროს. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ წინასაარჩევნო წუწუნს რადიკალი ოპოზიციისას, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება კვნესაში, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. აქედან გამომდინარე, რადიკალურ ოპოზიციას წაგებული არჩევნები აქვს ახლა”.