მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა ლიბერგთან, შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. „შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებზე და რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. მაკა ბოჭორიშვილის […]
სიიარტო და ორბანი არა პრორუსები, არამედ პროუნგრელები არიან – პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ მისი უნგრელი კოლეგა პიტერ სიიარტო და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არა პრორუსი, არამედ პროუნგრელი პოლიტიკოსები არიან. „ეს [მათი პრორუსობის შესახებ გაკეთებული განცხადებები] რომ დადასტურდეს, დიდი პრობლემა იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე – უნგრეთისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი პროუნგრელები არიან. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ […]
“სომხეთის ჰიმნი უნდა შეიცვალოს – შესაცვლელია გერბიც, მასზე გამოსახული ლომი Facebook-ის “ემოჯის” არ უნდა ჰგავდეს” – სომხეთში ეროვნული სიმბოლოების შეცვლაზე მსჯელობენ

ჩემთვის ცხადია, რომ სომხეთის რესპუბლიკის [ეროვნული] ჰიმნი, ადრე თუ გვიან, უნდა შეიცვალოს – ის უნდა იყოს სომხური, ჰქონდეს კავშირი ჩვენს სახელმწიფოსთან, სომხურ მუსიკასთან და შეესაბამებოდეს ჰიმნის წესებს, – აცხადებს სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ალენ სიმონიანი. „არ ვამტკიცებ, რომ ის უნდა ჩანაცვლდეს დიდი [სომეხი კომპოზიტორის] არამ ხაჩატურიანის მუსიკით, რომელიც, ჩემი აზრით, ბრწყინვალე, უბადლო და მაქსიმალურად სომხურია, […]
პაპუაშვილი: გეგმაა, რომ მთავრობა მომავალ სასესიო კვირაში დამტკიცდეს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, მათი მიზანია, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა მომდევნო კვირაში დაამტკიცონ. მისი თქმით, მომავალ კვირაში გაიმართება ბიუროს სხდომა, რის შემდეგაც საკითხს კომიტეტებში განიხილავენ, ბოლოს კი პლენარულ სხდომაზე. “განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა […]
ისრაელის გადაცმულმა ჯარისკაცებმა დასავლეთ სანაპიროს საავადმყოფოში სამი ტერორისტი მოკლეს

პალესტინურმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმისა და ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების Shayetet 13-ის ქვედანაყოფის მიერ, დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინის იბნ სინას საავადმყოფოში სპეცოპერაციის ჩატარების პროცესი ჩანს. ისრაელელი ჯარისკაცები იბნ სინას საავადმყოფოში რეიდის დროს სამედიცინო პერსონალისა და სამოქალაქო ტანისამოსში იყვნენ გადაცმული. რეიდის ფარგლებში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საავადმყოფოში მყოფი სამი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს. ისრაელის შეიარაღებული […]
რუსული სააგენტოების ცნობით, რუსეთმა 21 უკრაინული დრონი ჩამოაგდო

სამშაბათს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, მოსკოვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის და რუსეთის რამდენიმე რეგიონის მიმართულებით უკრაინის მიერ გაშვებული 21 დრონი რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ან გზა გადაუჭრეს. სააგენტო „რიას“ ცნობით, რუსულმა სისტემებმა ყირიმის თავზე 11 დრონი ჩამოაგდო. სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე თქვა, რომ ყირიმის უდიდეს ქალაქ სევასტოპოლზე თავდასხმას […]
ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას გეგმავს

ევროკავშირის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, დაამტკიცონ საერთო ჩარჩო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებულ მილიარდობით დოლარის შემოსავალს, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ. განცხადება ამის შესახებ, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. წინასწარ შეთანხმებას, ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დამტკიცება, მაგრამ ამ ნაბიჯით, 200 მილიარდი დოლარის ოდენობით, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის იქნება გამოყენებული. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც […]
ვის და რა პირობებით დაუსუბსიდირდება ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფი?

მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფს მოსახლეობის ნაწილს წელსაც დაუსუბსიდირებს. შეღავათით დაახლოებით, 1.6 მილიონი აბონენტი ისარგებლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. დადგენილების თანახმად, სუბსიდიით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია. გარდა ამისა, როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, დასუბსიდირდება ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ-სთ-ი ელექტროენერგია 1 კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრის […]
“ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა” ნარკოპოლიტიკისა და ონლაინგამოცემის პროექტის შესახებ შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა

“ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა” ნარკოპოლიტიკისა და ონლაინგამოცემის პროექტის შესახებ შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა. მიზანი ნარკოტიკისა და მისგან განპირობებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. შეხვედრის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
დმიტრო კულება – ვფიქრობ, რომ ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან

ვფიქრობ, რომ ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უნგრული ახალი ამბების პორტალ Telex-თან ინტერვიუში განაცხადა. კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ეთანხმება თუ არა ის დასავლეთსა და უკრაინაში გაჩენილ განცხადებებს, რომლებიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს პრორუს […]