“ბატონი ირაკლის მოღვაწეობით კმაყოფილ ვარ” – კახა შენგელია ღარიბაშვილს აფასებს

“თავი მოსაწონი ნამდვილად აქვს”, – ასე აფასებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას. კახა შენგელიას განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განათლების სექტორში ის ბარიერები მოხსნა, რომლებსაც უცხოელი სტუდენტები აწყდებოდნენ. “თავი მოსაწონი ნამდვილად აქვს. განსაკუთრებით, ჩვენს სფეროში. ის, რა პრობლემებიც გვქონდა, მოიშალა, აღარ გვაქვს. ბარიერები დაირღვა. დღეს გაცილებით მეტი უცხოელი სწავლობს საქართველოში, ვიდრე მანამდე სწავლობდა. ბატონი ირაკლის მოღვაწეობით […]
ვარაუდობენ, რომ ჩინეთიდან ბელარუსში სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს

იანვრის დამდეგს მინსკში ოთხი დღის განმავლობაში ოთხჯერ ჩაფრინდა სატრანსპორტო თვითმფრინავი „ბოინგ-747“ ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან. ამის შესახებ სამონიტორინგო ჯგუფი „ბელარუსკი გაიუნი“ იტყობინება. ჯგუფის აზრით, ჩინეთის სატვირთო ავიაკომპანია Air China Cargo-ს ასეთი აქტიურობა უჩვეულოა. „ბალარუსკი გაიუნი“ აკვირდება ბელარუსში სამხედრო ტექნიკის, მათ შორის რუსეთის შეიარაღების, გადაადგილებას. იგი ვარაუდობს, რომ ურუმჩიდან ბელარუსში ჩაიტანეს სამხედრო ტექნიკა. მკვლევრები არ ასახელებენ წყაროებს, […]
“შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება” – ჯაბა სამუშია აკაკი ჩიქობავას საქმეზე სასამართლოს მიმართავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების დროს დაკავებული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას მიმართ შუამდგომლობა ადვოკატს გადასცა, სასამართლოში წარსადგენად. რექტორის განცხადება, რომელიც 27 იანვრით თარიღდება, რადიო თავისუფლებას სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა, ადვოკატმა გურო იმნაძემ მიაწოდა. მასში ნათქვამია, რომ სამუშია სასამართლოს აკაკი ჩიქობავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას სთხოვს. “აკაკი ჩიქობავა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო […]
ლონდონში პოლიციამ არბალეტით შეიარაღებული კაცი მოკლა

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში, ლონდონში, სამართალდამცველებმა 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს. მას პირველადი დახმარება გაეწია, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ BBC წერს. გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებებს აგროვებენ. მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ არბალეტით (ისრის სატყორცნი იარაღი) შეიარაღებული კაცი ძალის გამოყენებით შეიჭრა ერთ-ერთ საცხოვრებელში, იქამდე კი იმუქრებოდა, რომ შენობაში მყოფებს ზიანს […]
უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსების სარადარო სადგური გაანადგურა

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსების სარადარო სადგური გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო ავრცელებს. “30 იანვარს დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით დაბომბეს საჰაერო თავდაცვის სარადარო სადგური დასახლებულ პუნქტ რაზდოლნოესთან მახლობლად დროებით ოკუპირებულ ყირიმში”, – ნათქვამია განცხადებაში.
TI: კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგი 3 ქულით გაუარესდა

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. TI-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზის […]
ორთაჭალაში ამფითეატრის აშენებისთვის გამოცხადებული ტენდერი მეორედაც ჩაიშალა

ორთაჭალაში ამფითეატრის აშენებისთვის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი მეორედაც ჩაიშალა. მიზეზი ერთადერთი პრეტენდენტის „აბსოლუტპლუსის“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია გახდა. როგორც სატენდერო კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში გაუფასებელი პოზიციების რაოდენობა დასაშვებ ზღვარს აღემატება. პირველი ტენდერის პირობებით პროექტში 2.2 მილიონის დახარჯვა იგეგმებიდა, მეორე ტენდერში კი 1 784 580 ლარი იყო გათვალისწინებული. პირველად გამოცხადებულ ტენდერში ერთი შეთავაზება იყო […]
იმედგაცრუებული ანგისა ნეაპოლში დაბრუნდა

აფრიკის თასის მერვედფინალში ნიგერიასთან 0:2 დამარცხებული კამერუნის ნაკრები ტურნირს გამოეთიშა, მისი ნახევარმცველი ზამბო ანგისა კი უმალ ნეაპოლში დაბრუნდა. ანგისამ განაცხადა, რომ იმედგაცრუებული დარჩა, მათი ნაკრები ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, სწორ დასკვნებს გამოიტანენ და მომავალში უკეთ იასპარეზებენ. ანგისამ “ნაპოლის” სამი მატჩი გამოტოვა და 4 თებერვალს “ვერონასთან” შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, მისი ნიგერიის ნაკრები 2 […]
ისრაელის დაზვერვის თქმით, 7 ოქტომბრის თავდასხმაში გაეროს სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ

ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის თავდასხმაში გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტო UNRWA-ს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი, რომლებმაც სხვადასხვა სახით დახმარება აღმოუჩინეს „ჰამასის“ მებრძოლებს. ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, 7 ოქტომბრის თავდასხმაში ჩართული იყო UNRWA-ს 190-მდე თანამშრომელი. სადაზვერვო სამსახურებმა 12 ადამიანის შესახებ გაავრცელა დეტალური ინფორმაცია. 6 გვერდიან დოკუმენტს, რომელსაც სააგენტო „როიტერი” გაეცნო და რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, თან […]
ემანუელ მაკრონი – ქმედებები ისე უნდა დავგეგმოთ, რომ თუ აშშ უკრაინის დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს, ამან ადგილზე ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს

ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-ის მხრიდან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირება მოახდინოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკრონის თქმით, ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინას “გრძელვადიან პერსპექტივაში” დაუჭირონ მხარი და ამერიკული დახმარების შემცირების კომპენსირება განახორციელონ, თუ ასე მოხდება. “ისე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები, რომ […]