შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ ადრიენ კირალის შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ადრიენ კირალის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა. „ადრიენ კირალიმ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დაინტერესდა 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესით. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკომისიასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას კანდიდატის სტატუსის […]

კურილის კუნძულებზე ახალი იარაღი განთავსდება – მედვედევი

„კურილის კუნძულების სტრატეგიული როლი გაიზრდება, მათ შორის ახალი იარაღის განთავსებით“, ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „კურილის კუნძულები აქტიურად განვითარდება და ამავე დროს გაიზრდება მათი სტრატეგიული როლი, მათ შორის იქ ახალი იარაღის განლაგებით”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, მოსკოვს აბსოლუტურად არ აღელვებს იაპონელი ხალხის გრძნობები ამ კუნძულების მიმართ და […]

ახლა გახდა თურმე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია – გია ცაგარეიშვილი გიორგი გახარიაზე

მაინტერესებს, 2012 წლისა და ყოველი მომდევნო არჩევნები, რომლითაც ბატონი გახარია ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა, ის არჩევნებიც მოტაცებული იყო ივანიშვილის მიერ? – განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა. მისი თქმით, მაშინ გახარიას მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, რადგან შანსი არ აქვს, მათ შორის – […]

ბრალდება და დაცვა შეთანხმდნენ – რა პირობებით გაათავისუფლებენ კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე დაკავებულებს

სახელმწიფო ბრალდება მორიგებისთვის მზადაა – იმ შემთხვევაში, თუ კეკელიძის პირველ ნომერში ხმაურიანი გამოსახლების დროს აღსრულების პოლიციის მანქანის დალეწვისთვის დაპატიმრებულები დანაშაულს აღიარებენ და 3 380 ლარის ზარალს აანაზღაურებენ, პროკურატურა მზადაა, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ბრალი შეუმსუბუქოს. დღეს “კურიერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ამ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში, გამოძიება მზადაა, დაკავებულებისთვის პატიმრობის ნაცვლად უფრო ნაკლებად მკაცრი […]

თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში პედაგოგი კოლეგას, 3 წლის განმავლობაში, სექსუალურად ავიწროებდა

თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში პედაგოგი კოლეგას, ბოლო 3 წლის განმავლობაში, სექსუალურად ავიწროებდა. დაზარალებული მედიასთან არ ჩნდება, მისი ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ბრალდებული მასწავლებელს სქესობრივი ურთიერთობის დამყარებას კატეგორიულად სთხოვდა. უარის მიუხედავად, 50 წლამდე მამაკაცი ქალთან დაახლოების მცდელობებს არ წყვეტდა. მოძალადის ჩამოშორების მიზეზით, მსხვერპლი იძულებული გახდა, სამსახურიდან უხელფასო შვებულებაში გასულიყო. ბრალდებას უარყოფს დაცვის მხარე. სავარაუდო მოძალადის […]

ლიდერი პოზიცია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში – “კორუფციის აღქმის ინდექსით” საქართველო რეგიონში პირველ ადგილს ინარჩუნებს

ლიდერი პოზიცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში – “კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით, საქართველო კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს რეგიონის ქვეყნებს შორის. საქართველოს შეფასება საუკეთესოა შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში. რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას და საერთო ჯამში, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა […]

საქართველოს წითელას ვირუსი უტევს – წითელას სიმპტომებით, კლინიკას უკვე 50-ზე მეტმა პაციენტმა მიაკითხა

ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი ვირუსული დაავადების შემთხვევების სტატისტიკაზე საუბრობს – მისი თქმით, ახალი წლის შემდეგ, წითელას სიმპტომებით კლინიკას უკვე 50-ზე მეტმა პაციენტმა მიაკითხა. მათ შორის, საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ. ინფექციონისტები წითელას შემთხვევების ზუსტ სტატისტიკაზე ვერ საუბრობენ, რადგან პაციენტების ნაწილი ბინაზე თვითმკურნალობას მიმართავს, ნაწილი კი ოჯახის ექიმთან გადის ონლაინ კონსულტაციას. იანვარში, ლაბორატორიულად შესწავლილი ნიმუშებიდან, ვირუსული […]

ალეკო ელისაშვილი – „ლელოს“ რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები – რატომ დაგითმობს „ქართული ოცნება“, თუ ბრძოლაში არ შეყევი და გაეცალე?

„ლელოს“ რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” გადაწყვეტილებას, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ დასწრებოდა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავისით არაფერს დათმობს, თუ ოპოზიცია ბრძოლაში არ შეჰყვა. „ძალიან კარგი შეხვედრა იყო, იმიტომ, რომ იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. არგუმენტირებული […]

ვიქტორ ორბანი – უნგრეთი მზადაა უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დასთანხმდეს, თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მზადაა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინის დახმარების დაფინანსებას დასთანხმდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დახმარების გაგრძელების გადაწყვეტილებას ყოველწლიურად, ერთსულოვნად დაამტკიცებენ. „გადავწყვიტეთ წარგვედგინა კომპრომისული შეთავაზება: არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას, არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო, რაც ძალიან დიდი თანხაა, უკრაინას მივცეთ. არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წლით იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. თუმცა, უნგრეთი მზადაა, მონაწილეობა […]

მეზვრიშვილი: გახარია იყო ერთადერთი დამოუკიდებელი პრემიერი ოცნების პირობებში

ძალიან მრავალფეროვანი შეფასებები მოვისმინე ეს დღეები და ჩემი აზრით, მიწაზე უნდა დავეშვათ, იმიტომ რომ რეალური მიზეზები, რის გამოც ივანიშვილმა ერთი ირაკლი მეორით ჩაანაცვლა, არის აბსოლუტურად სხვა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი აზრით. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ [ინგა გრიგოლიას] ძალიან კეთილი მიზნები გამოძრავებდათ, როდესაც ამ პრემიერებთან, რომლებსაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადგამს ხოლმე, როდესაც როგორ დაჭირდება, მათთან […]