გერმანიაში პოლიციამ ორ პირს €2 მილიარდის ღირებულების ბიტკოინი ჩამოართვა

გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, საქსონიის მხარეში ეჭვმიტანილებს €2 მილიარდის ($2.17 მილიარდი) ღირებულების ბიტკოინი ჩამოართვეს. ადგილობრივი პოლიციის თქმით, 50 000 ბიტკოინის კონფისკაცია, სავარაუდოდ, გერმანიაში ამ სახის ქონების ჩამორთმევის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ დროისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. პოლიციის ცნობით, მიმდინარე გამოძიება 40 და 37 წლის მამაკაცებს ეხება, რომლებიც 2013 წლამდე პირატული ვებსაიტის […]
10 ქვეყანა, საიდანაც 2023 წელს საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა

2023 წელს საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებად კვლავ დარჩნენ თურქეთი, რუსეთი, აშშ, ჩინეთი და აზერბაიჯანი. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ( $2 570 105 450), აშშ ($1 949 302 350) და რუსეთი ($1 744 469 480). ათეულის დანარჩენი წევრი ქვეყნების წილი ასეთია […]
სებ–მა 2023 წელს $1.5 მლრდ შეიძინა და $195 მლნ-მდე გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სებ-მა გასულ წელს 1.47 მილიარდი დოლარის ინტერვენციები შესყიდვის მიმართულებით განახორციელა, ხოლო 194.9 მილიონი დოლარი კი გაყიდა. შედეგად, წმინდა შესყიდვების მოცულობამ 1 მილიარდ 270 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, სწორედ ამ თანხით გაიზარდა სავალუტო ჩარევების შედეგად 2023 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო […]
Financial Times-ის წყაროების თანახმად, ზელენსკი ზალუჟნის გადაყენებას აპირებს

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მართლაც აპირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გათავისუფლებას, სამშაბათს დაადასტურეს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის წყაროებმა. როგორც გაზეთის პუბლიკაციაშია ნათქვამი, ორშაბათს ზელენსკიმ ზალუჟნის ახალი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ეს Financial Times-ს დაუდასტურა ოთხმა წყარომ, რომლებიც იცნობენ დისკუსიის დეტალებს. ამასთან წყაროები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია ზალუჟნი […]
ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ „ქალების ნარატივში” “საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდეობისთვის“ დამფუძნებელმა, ნინო ბურჭულაძემ განაცხადა. „2023 წელს დავასრულეთ ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია. ჯერ მხოლოდ 2017 წლიდან 2 წლის განმავლობაში რეაბილიტაციისთვის ვიბრძოდით, შემდეგ ჩვენი მონიტორინგით მოხდა ამ უნიკალური ძეგლის როგორც კლდის, ისე ქვის კვლევა, დღეს კი ხულუტის ციხე-დარბაზი არის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია, რომელიც უკვე რეაბილიტირებული […]
სომხეთმა უარი თქვა, რუსეთისთვის გადაეცა ძებნილი ჩეჩენი მამაკაცი, რომლის თქმითაც, მას პოლიციაში აწამებდნენ

ერევნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი თქვა ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქის, სალმან მუკაევის რუსეთში ექსტრადირებაზე. მუკაევს სამშობლოში აწამებდნენ ჰომოსექსუალობაში ეჭვის გამო. სომხეთში მას თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, როგორც პირს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში რეპრესიები ემუქრება. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა კრიზისულმა ჯგუფმა „სკ სოს-მა“. ერევნის სასამართლომ აღიარა, რომ ჩეჩნეთში და ზოგადად რუსეთში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა შეიძლება განიცადონ დევნა, […]
“მთავარი არხის” დამფუძნებლის განაცხადი – მმართველ პარტიაში ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გაყრის არ სჯერათ

მმართველ პარტიაში ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გაყრის არ სჯერათ. “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ექსპრეზიდენტი, ფაქტობრივად, კონკურენტი ძალის ლიდერად, “ვივა მედში”, მისი პალატის დატოვების შემდეგ დაასახელა. თქვა, რომ საარჩევნოდ ხაბეიშვილის “ნაცმოძრაობასთან” არ ითანამშრომლებს, თუმცა ნიკა მელიასა და სხვა ყოფილ “ნაციონალებთან” კოლაბორაცია არ გამორიცხა. “ქართული ოცნებისთვის” ამ ფორმით სააკაშვილისგან დისტანცირების მცდელობა აბსურდულად გამოიყურება. პარლამენტის სპიკერმა გვარამიას, […]
ყველა მინუს ერთი – “ლელო” ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა, რომელიც ევროკომისიის დათქმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატს გაემიჯნა

საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობიდან ”ლელო” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ევროკომისიის დათქმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატს გაემიჯნა. 12 რეკომენდაციის მსგავსად, მამუკა ხაზარაძის გუნდის გადაწყვეტილებით, ერთობლივ მუშაობას არც 9 პუნქტზე გეგმავენ. ბრიუსელის დავალების შესრულებას, მათივე თქმით, დამოუკიდებლად აპირებენ, კონკრეტული ვადაც გაწერილია, თუმცა მთავარი ბარიერი ოპოზიციაში ყოფნაა. “ლელოში” აცხადებენ, რომ მათი ხედვის განხორციელებას ხელისუფლებაში ყოფნა სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარე ”ლელოს” […]
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარება იგეგმება, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. “ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულის გამო, 31 იანვარს, საბაგირო მუშაობას, 10:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათიდან განაახლებს და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 22:00 საათამდე მოემსახურება“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში. თბილისის სატრანსპორტო […]
პირველად აღმასრულებელ ხელისუფლებაში – როგორია ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გზა

ირაკლი კობახიძე, პარლამენტისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის მრავალწლიანი გამოცდილებით, პრემიერ-მინისტრი პირველად ხდება. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ქვეყანაში “ქართული ოცნების” 4 პრემიერი შეიცვალა. პირველად ხდება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირად კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოდან დასახელდა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მათი ლიდერი მთავრობაშიც წარმატებული ექნება – პირველ რიგში, მისი პროფესიონალიზმის, მკაფიო ხედვის, პრაგმატული გადაწყვეტილებებისა და კრიზისების მართვის უნარის გამო. კონსტიტუციის […]