გურამ მაჭარაშვილი – ამერიკელმა ხალხმა აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია და არა ჯო უილსონი – თუ ვინმეს არალეგიტიმურობაზე შეიძლება საუბარი, თავად ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკია არალეგიტიური

ამერიკელმა ხალხმა აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია და არა ჯო უილსონი – მთავარი არ არის, რას იტყვის უილსონი! თუ ვინმეს არალეგიტიმურობაზე შეიძლება საუბარი, თავად ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკია არალეგიტიური! – ეს განცხადება “ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, “რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული პოსტების პასუხად გააკეთა. მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ […]
წელს მერიამ ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო საათები არ გაახანგრძლივა

წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო საათები არ შეიცვლება. 31 დეკემბრის ღამეს მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას, უცვლელი იქნება ავტობუსების სამუშაო საათებიც. როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში “რადიო თავისუფლებას” უთხრეს, ტრანსპორტის სამუშაო დროის გახანგრძლივება გათვალისწინებული არაა, ვინაიდან გალაკონცერტი არაა დაგეგმილი. მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს 6 იანვრის ღამეს, […]
უკრაინის ცნობით, რაკეტით აღჭურვილი ე.წ. საზღვაო დრონიდან პირველად ჩამოაგდეს რუსული მი-8

უკრაინელმა სპეცრაზმელებმა შავ ზღვაში რაკეტით გაანადგურეს რუსული ვერტმფრენი მი-8. ამის შესახებ დღეს დილით განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ. მისი ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფ Group 13-ის მებრძოლებმა რაკეტით(Р-73) აღჭურვილი საზღვაო დრონიდან Magura V5 პირველად გაანადგურეს საჰაერო სამიზნე. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, შავ ზღვაში ბრძოლისას, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტარხანკუტის კონცხის რაიონში […]
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლიეტუვა საქართველოს შიდა პოლიტიკაში არ ერევა

ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოსადმი და მისი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის არ არის გამიზნული, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს არ ეხება საშინაო პოლიტიკას ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას. საუბარია საქართველოს დაპირებაზე, რომელიც ერთი წლის წინ გასცეს და არ შესრულდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების […]
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე ლევან ხარანაული დაინიშნა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა. ლევან ხარანაული სამართლის დოქტორი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი.
ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და პროდიუსერი, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. გიორგი ლაფერაშვილი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბოლო დროს კლინიკაში, კომურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. “დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”, – აღნიშნულია ტელეკომპანია […]
“მინდა იცოდეთ, რა მოხდება იანვრიდან დაწყებული, თუ ხელისუფლება არ შეიცვალა…” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს საკუთარ მოსაზრებას, თუ რა მოხდება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში. “ვიცი, რომ “ბიძინას მოწმეებს” პატრონმა თავზე რომ დააკ**ოს, მაინც იტყვიან – მართალია ყარს, მაგრამ ალბათ გაყინვა გვემუქრებოდა და გაგვათბო. მადლობა, ბატონო ბიძინაო! ვალდებული ვარ, ვცადო მათ ცნობიერში თუ ვერა, ქვეცნობიერში მაინც შევაღწიო და პატარა სანთელი დავანთო. […]
ახალი წლის ღამეს თბილისში მეტროსა და ავტობუსის სამუშაო საათები არ შეიცვლება

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, დედაქალაქში უცვლელი დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი. · მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას; · არ შეიცვლება ავტობუსების სამუშაო განრიგიც. როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო დროის გახანგრძლივება გათვალისწინებული არაა, ვინაიდან გალაკონცერტი არაა დაგეგმილი. მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს 6 […]
მიხეილ სარჯველაძე – არავის აქვს რაიმე საბუთი, რომლის მიხედვითაც შსს-ს წარმომადგენლები აქციების დროს რაიმე არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდნენ – ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და სხვა სიმპტომები, ბუნებრივი თანმხლები პროცესია

პოლიცია მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის, საერთაშორისო საერთაშორისო სტანდარტებითა და კონვენციებით, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ზედმიწევნით დაცვით – ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და ა.შ სიმპტომები, ეს ბუნებრივი თანმხლები პროცესია , – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც შსს-ს მიერ მიმდინარე აქციების დროს მომიტინგეების დასაშლელად […]
“ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს” – ზაზა ჯანაშია

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ, Metaratings-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების საერთაშორისო არენაზე დაბრუნებაზე ოცნებობს. “ვოცნებობ, რომ 2025 წელს რუსეთის საფეხბურთო ნაკრები დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია, ანუ საერთაშორისო ასპარეზზე. სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა. საქართველოს ნაკრები საერთაშორისო დონეზე უკვე ასპარეზობს, მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო უკეთესები გამხდარიყვნენ”, – განაცხადა ჯანაშიამ დეკემბერში რუსეთის საფეხბურთო […]