„ბოლომდე ვეღარ დარჩა და ცოტა მეწყინა რომ არ იყო ბოლომდე, დილით ეს პოსტი დამხვდა..“ – რას წერს სტეფანე მღებრიშვილი გიორგი ლაფერაშვილზე

„ბოლომდე ვეღარ დარჩა და ცოტა მეწყინა რომ არ იყო ბოლომდე, დილით ეს პოსტი დამხვდა..“ – რას წერს სტეფანე მღებრიშვილი გიორგი ლაფერაშვილზე სტეფანე მღებრიშვილი გიორგი ლაფერაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სტეფანე იხსენებს თავის კონცერტს, რომელსაც გიორგი დაესწრო, შემდეგ კი ჟურნალისტმა მოულოდნელად სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „ბოლოს საკუთარ კონცერტზე ვნახე, თითქოს ენერგია არ ჰქონდა. გვიან დაიწყო კონცერტი […]

„ბოლო წლებში რეგიონებში ძალიან ღრმად შევიდა ქურდული მენტალიტეტი, არაერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდის მანქანის ფანჯარაზე მინახავს საშვი… ბოლნისში გაღიზიანებული ადამიანები გადავიდნენ თავიანთ მეთოდებზე…“ – რას წერს სამირა ბაირამოვა

„ბოლო წლებში რეგიონებში ძალიან ღრმად შევიდა ქურდული მენტალიტეტი, არაერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდის მანქანის ფანჯარაზე მინახავს საშვი… ბოლნისში გაღიზიანებული ადამიანები გადავიდნენ თავიანთ მეთოდებზე…“ – რას წერს სამირა ბაირამოვა აქტივისტი სამირა ბაირამოვა, რომელმაც გუშინ, 30 დეკემბერს მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარი საავტომობილო შემთხვევის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია გაუზიარა მოქალაქეებს, მორიგ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში. საუბარია სოფელ ნახიდურთან მომხდარ ავარიაზე, […]

ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა – რომელი კომპანიები ვაჭრობენ EU-სთან ყველაზე მეტს? (Bm.ge)

2024 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა და 4.5 მლრდ დოლარი შეადგინა. ევროკავშირთან ვაჭრობის უდიდესი ნაწილი იმპორტზე მოდის, რომელიც ექსპორტს თითქმის 8-ჯერ აღემატება. საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 8.5% და იმპორტის 26.5% მოდის. ექსპორტი EU-ში საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტმა 510.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 24%-იან კლებას წარმოადგენს. […]

გერმანიის ვიცე-კანცლერი – ილონ მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს

ილონ მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. გერმანიის ვიცე-კანცლერის განცხადებით, ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა ლოგიკურია. „ეს ლოგიკური და სისტემატურია. მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს. სუსტი ევროპა მათ ინტერესებშია, ვისთვისაც რეგულაცია მათი ძალაუფლებისთვის შეუსაბამო შეზღუდვას წარმოადგენს“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. ცნობისთვის, ვიცე-კანცლერი რობერტ […]

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ კვლავ თორნიკე რიჟვაძე აირჩიეს. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა მინისტრად ნინო ნიჟარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი არის დამტკიცებული. ცნობისთვის, მინისტრები მანამდეც იკავებდნენ აღნიშნულ პოზიციებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეკონომიკის […]

მთავრობის განკარგულებით, კოკა კაციტაძეს და გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებები 26 დეკემბრით თარიღდება. ცესკო-ს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა „გაუგრძელდეს-დაენიშნოს შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2025 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის […]

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

დღეს დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მიიტანეს მასირებული სარაკეტო შეტევა, რასაც ღამის განმავლობაში წინ უძღოდა დრონებით იერიში. სარაკეტო თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან გამოცხადდა და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. სუმის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად შოსტკის რაიონში დაზიანებულია 12 მრავალბინიანი სახლი, 2 საგანმანათლებლო დაწესებულება […]

„დარწმუნებული ვარ, „ოცნებას“ საქართველო ევროკავშირისკენ მიჰყავს” – ინტერვიუ ლაშა პაპაშვილთან (bm.ge)

„საქართველოს არცერთი წამით არ გადაუხვევია [ევროკავშირის გზიდან]. “ქართული ოცნების” დამსახურებაა, რომ ახლა მშვიდად ვართ“, – ეს განცხადება ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გააკეთა. „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი და სანქციები ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი რისკის და პრობლემების წინაშე აყენებს, თუმცა ბიზნესმენს გამოსავლის გზად არა – ახალი არჩევნები, არამედ საპროტესტო აქციების შეწყვეტა და […]

სომხეთმა ირანის საზღვრიდან რუსი მესაზღვრეები გაიყვანა

რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი-ირანის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი დატოვეს. 30 დეკემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის სასაზღვრო ძალები საზღვარს რუსი მესაზღვრეების გარეშე აკონტროლებენ. 5 თვით ადრე გაუქმდა ერევნის აეროპორტში მდებარე რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ირანის საზღვარზეც და ზვარტნოცის აეროპორტშიც რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტები 1994 წელს, ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ გაიხსნა.

ბულგარეთი მზად არის, მოლდოვას გაზის მიწოდებაში დაეხმაროს – ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი

ბულგარეთი მზად არის, მოლდოვას გაზის მიწოდებაში დაეხმაროს, – ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვლადიმერ მალინოვმა განაცხადა. მალინოვმა აღნიშნა, ბულგარეთი მზად არის დახმარება გაუწიოს მოლდოვას მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ პირველი იანვრიდან მოლდოვას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. მისივე თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა დოკუმენტი კრიზისზე რეაგირების შესახებ. „ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ მოლდოვის […]