მიხეილ სარჯველაძე – პრეზიდენტი ფაქტობრივ მოცემულობაშია არეული, მისი განცხადებები და პოზიცია აბლანდულია – ფატალურ შეცდომას უშვებს

პრეზიდენტი ფაქტობრივ მოცემულობაშია რეალურად არეული და მისი განცხადებები და პოზიცია აბლანდულია – ფატალურ შეცდომას უშვებს, როდესაც ის უპირისპირდება ამომრჩეველს, რომელმაც მას ხმა მისცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ეს არჩევნები ერთგვარად იქნება: – „ევროპა, თუ არა ევროპა”. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სიტუაციას დრამატულ ფერებში ხატავს და […]

ვიცეპრემიერი: აშშ-სთან ფრენებზე მცდელობას არ ვაკლებთ, თუმცა მათი მოხმარება გვჭირდება

საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დასაწყებლად “მცდელობას არ აკლებს”, თუმცა აშშ-ის მთავრობის მხრიდან “მოხმარებს სჭირდებათ”. პრესკონფერენციაზე დავითვაშვილმა თქვა, რომ აეროპორტებში საჭირო ინფრასტრუქტურული ცვლილებებისთვის მზად არიან, მაგრამ მართო მათი ძალისხმევა საკმარისი არ არის. “ჩვენი მხრიდან აქტივობა ძალიან დიდია, ჩვენ არ ვაკლებთ მცდელობას, რომ მოვიზიდოთ მეტი და ხარისხიანი ინვესტიცია ამერიკიდან, […]

„ოცნების“ ანტი-კორუფციულ ცვლილებებზე”– მეზვრიშვილი

„ოცნების“ ანტი-კორუფციულ ცვლილებებზე: – ისევ არ გვაქვს დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული საგამოძიებო (არაფერს ვამბობ მართლმსაჯულების მთლიან ჯაჭვში სპეციალიზაციაზე) – ისევ ერთპიროვნულად დანიშნული ანტი-კორუფციული ბიუროს უფროსი გვეყოლება – ელიტური/პოლიტიკური კორუფციის ფაქტები ისევ გამოუძიებელი იქნება – ისევ გამოთიშული ვართ OECD-ის ანტი-კორუფციულ ქსელს – კიდევ ბევრი ისევ და ისევ …

“საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან, მადლობა ღმერთს” – ლუკაშენკო

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება. ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს იყო მათი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება. ათასობით პრობლემაა.

“თავქვეშ იარაღი მიდევს!” – რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

უკანასკნელ პერიოდში ერთი საშინელი კოშმარი მესიზმრება ხოლმე, მეგობრებს მოვუყევი და ვერაფერი მირჩიეს… ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პურ-ფუნთუშეულისა და კოკა-კოლის მიღებაზე უარი ვთქვი. ღამით ცხელი პურის სურნელი მაბრუებს, მის კვალს მივყვები და მოულოდნელად ჩემი ბავშვობის თონეში (მელიქიშვილისა და ქუჩიშვილის შესახვევის კუთხეში იყო ჯადოსნური სარდაფი) ამოვყოფ ხოლმე თავს, ჩავდივარ თონის კიბეებზე, პურის სურნელი და არაჩვეულებრივი სითბო […]

„მიმდინარეობს დისკუსია, რეალურად რას ნიშნავს ე.წ. ვეტინგი“ – ევროკავშირის ელჩი

ბრიუსელსა და თბილისს შორის მიდის დისკუსია იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რას ნიშნავს მოსამართლეთა „ვეტინგი“, ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი. „რაც შეეხება სასამართლო რეფორმას და „ვეტინგს“. მიდის დისკუსია ხელისუფლებასთან, რეალურად ნიშნავს ეს. დიდი იმედი მაქვს, რომ კოლეგები ევროკომისიიდან ქართველ კოლეგებთან ერთად შეთანხმდებიან, რა უნდა გაკეთდეს – ეს შეფასდება ოქტომბრის გაფართოების ანგარიშში“, – განაცხადა დიპლომატმა ჟურნალისტებთან […]

წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ

წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ. აღნიშნული გათვალისწინებულია უმრავლესობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომლის თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაშიც უქმდება. ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი “საარჩევნო კოდექსით, დეპუტატობის მსურველ კანდიდატს ნარკოლოგიური შემოწმება მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცესკოს საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ხობის მერიის 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სს „არქეოპოლისზეა“ მორგებული

ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია – სს „არქეოპოლისი” იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანიაზეა მორგებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხობის მერია ცდილობს, რომ რამდენიმე დასახლებაში გზების რეაბილიტაცია მომსახურების ერთი ტენდერით შეისყიდოს. მათივე ცნობით, „შარშან ასეთ ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებული სს „არქეოპოლიის“ წელსაც, […]

Der Spiegel – უკრაინას ჭურვების საკუთარი მარაგი არაუგვიანეს ივნისისა ამოეწურება

გერმანიის ბუნდესვერის გენერალი კრისტიან ფროიდინგი, რომელიც ომის დაწყებიდან თავდაცვის სამინისტროში უკრაინის საკითხებზე მომუშავე შტაბს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ გერმანია კიევისთვის იარაღის მიწოდების მიზნით საბრძოლო მასალის მთელ მსოფლიოში შეძენას ცდილობს. ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ი წერს. „ვცდილობთ საბრძოლო მასალის შეძენას მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, საარტილერიო და საზენიტო საბრძოლო მასალა უხვად არ არის ხელმისაწვდომი მაღაზიების თაროებზე მთელს მსოფლიოში“, – […]

საქართველო, უკრაინა, მოლდოვასთან ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი – ლევან დავითაშვილი

ქვეყნებთან (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს დიდი სამუშაო აქვს გაწეული, თუმცა საგაზაფხულო სესიაზეც იგეგმება ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო აქტების მიღებაც. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ […]