Der Spiegel – უკრაინას ჭურვების საკუთარი მარაგი არაუგვიანეს ივნისისა ამოეწურება

გერმანიის ბუნდესვერის გენერალი კრისტიან ფროიდინგი, რომელიც ომის დაწყებიდან თავდაცვის სამინისტროში უკრაინის საკითხებზე მომუშავე შტაბს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ გერმანია კიევისთვის იარაღის მიწოდების მიზნით საბრძოლო მასალის მთელ მსოფლიოში შეძენას ცდილობს. ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ი წერს.
„ვცდილობთ საბრძოლო მასალის შეძენას მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, საარტილერიო და საზენიტო საბრძოლო მასალა უხვად არ არის ხელმისაწვდომი მაღაზიების თაროებზე მთელს მსოფლიოში“, – ციტირებს გამოცემა ფროიდინგს.
Der Spiegel-ი წერს, რომ ბერლინი ფარულად განიხილავს საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას ინდოეთთან, რომელსაც არ სურს ღიად გააფუჭოს ურთიერთობა რუსეთთან. ასეთი შეთანხმებები შეიძლება გაფორმდეს არაბულ ქვეყნებთანაც, რომელთაგან ზოგიერთს საბრძოლო მასალის დიდი მარაგი აქვს.
„ბერლინში, თავდაცვის სამინისტროში ყოველდღიურად თავს იმტვრევენ ახალი იდეებით იმის შესახებ, თუ კიდევ სად შეიძლება საბრძოლო მასალის პოვნა. დრო ევროპის წინააღმდეგ მუშაობს: დაზვერვის სამსახურების თანახმად, უკრაინის რეზერვები არაუგვიანეს ივნისისა და, შესაძლოა, უფრო ადრეც, ამოიწურება“, – აღნიშნულია სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება