ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ ყოფნა 30 დღის ვადით შეეძლება

გადაწყვეტილება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მალე შევა ძალაში, ახლა მიდის ტექნიკური სამუშაოები. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობას, ეს არის 30 დღე უწყვეტად ერთი შესვლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე- პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომელიც […]

ფოთის პორტთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები უნდა შეთანხმდეს – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, იმისთვის რომ სახელმწიფოსა და APM Terminals-ს შორის ფოთის პორტის გაფართოებაზე შეთანხმება განხორციელების ეტაპზე გადავიდეს, გარკვეული საკითხებია შესათანხმებელი. ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფოსა და ფოთის პორტის ოპერატორ APM Terminals-ის პარტნიორობაში სიახლეების შესახებ BMG-ის დასმულ კითხვას. ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და […]

“როგორც ყოველთვის, შეუდარებელია” – ბაბი კირკიტაძის ახალი იმიჯი დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao

“როგორც ყოველთვის, შეუდარებელია” – ბაბი კირკიტაძის ახალი იმიჯი დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად ბაბიმ იმიჯი შეიცვალა და ახალ ფოტოებსგამომწერებს […]

ბელარუსი აცხადებს, რომ პარლამენტის ყველა ადგილი შეივსო არჩევნებით, რომელსაც აშშ “სიყალბეს”, ოპოზიცია “ფარსს” უწოდებს

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ პარლამენტის ქვედა პალატაში შეივსო 110-ვე ადგილი – მას შემდეგ, რაც 25 თებერვალს ჩატარდა კენჭისყრა მკაცრად კონტროლირებულ გარემოში, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის მოწოდებების ფონზე. არჩევნები მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც მას უწოდა “შიშის კლიმატში” გამართული “ყალბი” არჩევნები. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა 74 […]

New York Times-ის პუბლიკაციაში საუბარია CIA-ისა და უკრაინის ათწლიანი თანამშრომლობის დეტალებზე

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი გასულ კვირაში კიევს ესტუმრა. ვიზიტის შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა, მაგრამ გაზეთმა The New York Times-მა კვირას გამოაქვეყნა ვრცელი პუბლიკაცია, რომელიც უკრაინისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობას ეძღვნება. CIA-ის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ბერნსის ვიზიტი მართლაც შედგა და აღნიშნა, რომ ის „იყო კიდევ ერთი მძლავრი სიგნალი, რომ უკრაინის მხარდაჭერისადმი […]

TI: ხობის მერიის 10.8 მილიონიანი ტენდერი სს “არქეოპოლისზეა” მორგებული? – დეტალები

ხობის მერიამ 6 სხვადaსხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე 2024 წლის 17 იანვარს გამოაცხადა ტენდერი (გ/ნ:NAT240000878). ტენდერის ღირებულება 10,818,151 ლარია. ზუსტად ეს თანხა შესთავაზა სატენდერო დოკუმენტებში სამუშაოების ღირებულებად ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ – სს “არქეოპოლისმა”. ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ გაარკვია, რომ სატენდერო პირობებით, ხობის მერიამ პოტენციურ […]

თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ.

უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია. ეს ერთ-ერთი ცვლილებაა “კორუფციის წინააღმდეგ […]

დანიამ დაასრულა “ჩრდილოეთის ნაკადის” აფეთქებების გამოძიება, მიზეზად ასახელებს “მიზანმიმართულ საბოტაჟს”

დანია აცხადებს, რომ დაასრულა გამოძიება აფეთქებებისა, რომლებიც 2022 წელს მოხდა გაზსადენებზე, “ჩრდილოეთის ნაკადი 1” და “ჩრდილოეთის ნაკადი 2”. მანამდე, მიმდინარე თვეში, შვედეთმა გამოაცხადა, რომ აფეთქებების გამოძიებას წყვეტს. “შეფასების შედეგად არ იკვეთება აუცილებელი საფუძველი ამ სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიების გასაგრძელებლად, – წერს დანიის პოლიცია განცხადებაში, თუმცა დასძენს, – გამოძიებაზე დაყრდნობით, უწყებებს შეუძლიათ დაასკვნან, რომ ეს იყო გაზსადენების […]

ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის სუმის ოლქზე

26 თებერვალს ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთის სუმის ოლქზე, იმ ფონზე, როცა რუსეთი აწარმოებს დრონებით და რაკეტებით შეტევების ახალ ტალღას – იუწყებიან რეგიონის და არმიის ოფიციალური წარმომადგენლები. “განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა კიდევ ხუთი ნაგებობა” – წერენ სუმის ოლქის მესვეურები ტელეგრამით და დასძენენ, რომ შეტევის შედეგად წყვილი დაიღუპა. 26 თებერვალს, დილით, […]

ლევან აკინის ფილმმა „გზაჯვარედინი” „ბერლინალეს” პანორამის სექციის ჟიურის პრიზი მოიპოვა

ლევან აკინის ფილმმა „გზაჯვარედინი” (“Crossing”) „ბერლინალეს” პანორამის სექციის ჟიურის პრიზი მოიპოვა „საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის”. წლევანდელი „ბერლინალეს” პანორამის სექცია სწორედ ლევან აკინის ფილმით გაიხსნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მზია არაბული და ლუკა კანკავა. ლევან აკინის ახალი ფილმი 5 ქვეყნის კოპროდუქციაა. შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან ერთად ქართული კომპანია – “1991 ფროდაქშენს” მუშაობდა.