ლევან ხაბეიშვილი – ჩვენი ათასობით თანამოქალაქე დგას რიგში, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ხელი მოაწეროს

ჩვენი ათასობით თანამოქალაქე დგას რიგში, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ხელი მოაწეროს. 2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს, ამის უზრუნველყოფა კი სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილთან 100 000 ხელმოწერის წარდგენას აპირებენ, რათა […]

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი მოამზადა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დიდხნიანი მუშაობის შედეგად,მოამზადა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას გულისხმობს, რათა სკოლამ აღზარდოს ღირსეული მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, […]

მიმდინარეობს დისკუსიები მთავრობასთან – ჰერჩინსკი ვეტინგის სისტემაზე

ე.წ. ვეტინგი სასამართლო სისტემაში – ევროკავშირის ელჩის თქმით, ხელისუფლებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს. გარდა ამისა, როგორც ჰერჩინსკის განცხადებიდან ირკვევა, დისკუსია იქნება ასევე სამოქალაქო სექტროთან. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეტანილ იქნა ყოველწლიურ მოხსენებაში საქართველოს შესახებ. დისკუსიები ხელისუფლებასთან იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს, ამჟამად მიმდინარეობს და მე იმედი მაქვს, რომ ევროკომისია და საქართველოს ხელისუფლება […]

დეოლიგარქიზაცია, მდიდარი ბიზნესმენები – რას არ აღიქვამს მთავრობა სერიოზულად? – ჰერჩინსკი

ელჩი ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციაზე და ანტოკორუფციულ სამსახუზე საუბრისას, ამბობს: 9 ნაბიჯიდან არის ერთ-ერთი, დეოლიგარქიზაცია საქართველოში ჩვენ გვესმის სისტემური გზით, რომელიც ასევე ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა. ეს ეხება სისტემის შექმნას, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას გახდის გამძლეს იმ ზეწოლისგან, რომელიც გავლენიანი, მდიდარი ბიზნესმენებისგან მოდის, მათ შორის ანტიკორუფციული სამსახური არის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანტიკორუფციული […]

ილია თოფურიამ “ASTON MARTIN-სგან” ძვირად ღირებული საჩუქარი მიიღო

MMA Orbit-ის ცნობით, UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას ბრიტანული ავტომწარმოებლის, ASTON MARTIN-ის მადრიდის ცენტრმა ახალთახალი ASTON MARTIN DB12 აჩუქა, რომლის საშუალო ღირებულებაც $250 ათასს აღწევს. სოციალურ ქსელ X-ში განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ჩემპიონს საჩუქარი ავტომწარმოებლის სახემ, მრბოლელმა ფერნანდო ალონსომ გადასცა.

ელისაშვილი: ჩინეთის ერთი სოფელი რომ უვიზოდ დაიძრას, რას ვაკეთებთ მერე?

სიმართლე გითხრათ, ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს. ქართული ოცნება კი არის ძალიან გალაღებული და ამბობენ, რომ ძალიან კარგია. რავიცი, უვიზოდ რომ დაიძრან, ერთმა სოფელმა რომ გადაწყვიტოს, ჩამოვიდეს და ცოტა ხანი აქ დარჩეს, რას ვაკეთებთ მერე? ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ხუმრობაც არაა. ჩინეთთან ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა, ქართულ ოცნებას რაც ახარებს, სიმართლე გითხრათ, იმაზე მე ცოტა გული […]

პოლიტიკური პარტიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საფინანსო დეკლარაციის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წარუდგენლობა, შესაძლოა პარტიის ლიკვიდაციის საფუძველი გახდეს

პოლიტიკური პარტიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საფინანსო დეკლარაციის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წარუდგენლობა, შესაძლოა, პარტიის ლიკვიდაციის საფუძველი გახდეს. ამასთან დაკავშირებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, თუკი პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს. […]

ნინო ლომჯარია – ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, არც მარტო და არც სხვასთან ერთად – არ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ახალი პარტიის შექმნა სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას

ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, არც მარტო და არც სხვასთან ერთად, რადგან არ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ახალი პარტიის შექმნა სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქართულ პოლიტიკას დღეს სჭირდება ამბიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ამპარტავნების გვერდზე გადადება და გამარჯვებისთვის საჭირო კომპრომისებზე წასვლა. „პირველ […]

კოალიციურმა მთავრობამ ახალი საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს უნდა დანიშნოს – ნინო ლომჯარია

ჩემ მიმართ ლეგიტიმურად დაგროვდა შეკითხვები: – ვქმნი თუ არა პარტიას ან ვაპირებ თუ არა რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას? ამ კითხვებს ცოტა ვრცლად ვუპასუხებ: პირველ რიგში, ჩემი, როგორც მოქალაქის მკაფიო სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებით დასრულდეს ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. ამისათვის მიმაჩნია, რომ საჭიროა მმართველი პარტიის ინსტიტუციური და ფინანსური ძალაუფლების საპირწონედ სოლიდური ოპოზიციური ცენტრების შექმნა. თუ 5%-იან […]

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსეთი ჩამოგდებული А-50-ის ნაცვლად მზვერავი დრონების გამოყენებას ცდილობს

რუსეთის არმია სამხრეთ უკრაინაში ცდილობს სადაზვერვო დრონებით შეცვალოს დაკარგული მზვერავი თვითმფრინავი А-50, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის დაცვის ძალების სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა. რუსეთის თვითმფრინავი-რადარი А-50 23 თებერვალს ჩამოაგდეს კრასნოდარის ოლქში. მანამდე 40 დღით ადრე რუსეთმა კიდევ ერთი ასეთი თვითმფრინავი დაკარგა. როგორც BBC იტყობინება, მთლიანობაში რუსეთს ათზე ნაკლები ასეთი თვითმფრინავი ჰყავს და მათ აღარ აწარმოებს. ჰუმენიუკის […]