პაველ ჰერჩინსკი – მოვუწოდებ მთავრობას – იყოს ინკლუზიური, ოპოზიციას – კონსტრუქციული, რათა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიონ

მოვუწოდებ ყველას საქართველოში, იმუშაონ დაუღალავად, მოვუწოდებ მთავრობას, იყოს ძალიან ინკლუზიური, ოპოზიციას – კონსტრუქციული იმისთვის, რომ 9 ნაბიჯის თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით რაც შეიძლება დიდ პროგრესს მიაღწიონ, რათა ევროკომისიამ პოზიტიური რეკომენდაცია გასცეს და ლიდერებმა უყოყმანოდ მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პოზიტიური გადაწყვეტილება […]

ბადრი ჯაფარიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ლელოს“ სარჩელის მიღებაზე – 4 წელია, მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალურად მოკვლის მცდელობა მიმდინარეობს – ჩვენი ბრძოლა, პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, შედეგს გამოიღებს

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, სადაც ისინი თაღლითობაში დამნაშავედ არიან ცნობილნი. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაიწყო განხილვა აღნიშნული საქმის და მას პრიორიტეტი მიენიჭა. „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის და ჩემი სარჩელი საქართველოს სასამართლოს […]

მარიამ ლაშხი რომან გოცირიძეს – როგორც ჩანს, მეცნიერებიც ჩასარეცხად გამზადებულებად გინდათ რომ გამოიყვანოთ – თქვენ ეს საქმე თავის დროზე ვერ მიიყვანეთ ბოლომდე და არც ახლა მიგაყვანინებთ

საქართველო თუ აქამდე მოვიდა და მომავალი გააჩნია, ეს არის ინტელექტუალური რესურსი, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. თუ ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და ოქრო, ჩვენი ინტელექტუალური რესურსი არის ყველაფერი ამის მამოძრავებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განათლების, მეცნიერებისა და […]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, სოფელ ქაქუთში ციტრუსის მიმღები საწარმოს გასხვისების ფაქტს ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივ მთავრობას ათდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობის ინვესტორზე გადაცემის ფაქტს არ დაუშვებენ და პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ. მოსახლეობის მტკიცებით, სოფლის ცენტრში ციტრუსის მიმღები საწარმო თავად ააშენეს და ხალხს ეკუთვნის. მათივე […]

სოფო ჯაფარიძე – მოქალაქეები ითხოვენ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დავაყენოთ დასავლურ რელსებზე!

მოქალაქეები ითხოვენ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დავაყენოთ დასავლურ რელსებზე! – ამის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამტრედიაში არ წყდება იმ პეტიციაზე ხელმოწერის მსურველთა ნაკადი, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სთხოვენ. „ახლა ვიმყოფებით სამტრედიაში, წარმოუდგენელია რაც […]

ბათუმში, ავტონაწილების საწყობში ხანძარია

მთავარი არხის ცნობით, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი ავტონაწილების სასაწყობე ნაგებობას გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

პალესტინის პრემიერი გადადგა

პალესტინის პრემიერმინისტრმა, მუჰამედ შტაიემ მისი და მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა დაწერა, რომ გასულ სამშაბათს აცნობა აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტს და დღეს გადაწყვეტილებას წერილობით წარადგენს. შტაიე პრემიერის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა. გადადგომა ხდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება – პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, დაექვემდებარა შტატების ინტენსიურ ზეწოლას, რათა გააუმჯობესოს თავისი მმართველობა […]

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს

ჩვენ, ევროკავშირი, არ ვერევით არჩევნებში, არ ვუჭერთ მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მაგრამ ის, რასაც ჩვენ აშკარად ვუჭერთ მხარს, არის არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რომელშიც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი საარჩევნო პროგრამა […]

პაველ ჰერჩინსკი – ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ბრძოლა უცხოური მანიპულაციის წინააღმდეგ არის ნომერი პირველი ნაბიჯი – განსაკუთრებით დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირი და ზოგადად, დასავლეთია

ჩვენ ველით საქართველოსგან, ისევე როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი თანხვედრის ეს მაჩვენებელი 100 პროცენტთან რაც შეიძლება მიახლოებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. „ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ბროლა უცხოური მანიპულაციის წინააღმდეგ არის ნომერი პირველი ნაბიჯი, განსაკუთრებით […]

სადგურის მოედანზე მოიჯარეებმა გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით აქცია გამართეს

თბილისში, სადგურის მოედანზე მოიჯარეებმა გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის იჯარის გადახდა „ფიზიკურად შეუძლებელია”. „ჩვენი მოთხოვნაა იყოს მოწესრიგებული, ნორმალური ბაზრის ტერიტორია, ვიარსებოთ და ვიმუშაოთ. არ იყოს გარევაჭრობა. ჩვენ ვართ დაზარალებულები იმით, რომ ვერ ვიხდით იჯარას. გარეთაა ბაზრობა მთლიანად მოწყობილი. თუ ეს ასეა მიღებული, მაშინ ამოვალთ ჩვენც და აღარ გადავიხდით იჯარას. ფიზიკურად შეუძლებელია […]