თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკის, სტრატეგიისა და შესაძლებლობების დირექტორს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა გენერალ-მაიორ დანიელ ლასიკას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. „შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა […]
გრიგოლ გეგელია – მცდელობა საქმის ისე წარმოჩენისა, რომ ჩინეთი ან რომელიღაც სხვა სახელმწიფო შეიძლება ალტერნატივა იყოს ამერიკისა და ევროპული კავშირისა, არის ფუნდამენტურად მცდარი და ჩანასახშივე ბოროტი განზრახვით ნაკვები

ნებისმიერი მცდელობა საქმის ისე წარმოჩენისა, როგორც „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს – ჩინეთი ან რომელიღაც სხვა სახელმწიფო შეიძლება ალტერნატივა იყოს ამერიკისა და ევროპული კავშირისა, არის ფუნდამენტურად მცდარი და ჩანასახშივე ბოროტი განზრახვით ნაკვები, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, პარტია „ლელო“ მიესალმება ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან, ისე როგორც ყველა სახელმწიფოსთან, გარდა რუსეთისა. „პარტია […]
“9 დათქმას 10 დღეში შევასრულებთ, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში”– ბოკუჩავა

ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში 9 დათქმას 10 დღეში შევასრულებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტთან შეხვედრამე განაცხადა. ოპოზიციის წევრის თქმით, “გამარჯვების კოალიციას” აქვს კონკრეტული გეგმა და ხედვები, როგორ უნდა შესრულდს აღნიშნული რეკომენდაციები. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულება და ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ზუსტად ას დღეში, გვაქვს კონკრეტული […]
ზურაბიშვილთან სააკაშვილის გათავისუფლებაზე გვექნება საუბარი – პრეზიდენტი ენმ–ს ხვდება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტთან შეხვედრამე განაცხადა: რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის ფუნდამენტური საკითხი, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ საჯაროდ და ამიტომ არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ რა თქმა უნდა, დახურულ შეხვედრაზეც ამ თემაზე საუბარი აუცილებლად გვექნება ქვეყნის პრეზიდენტთან და ეს არ არის თემა, რომელსაც მხოლოდ ჩვენ ვაყენებთ […]
„Macroeconomic Outlook and 5 key themes for 2024“ – თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია ახლა უკვე საერთაშორისო აუდიტორიას და პარტნიორებს წარუდგინა

თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა. ღონისძიება სასტუმროში Swissotel Tbilisiჩატარდა, რომელიც, თიბისის მხარდაჭერით, რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაიხსნა და რომლისთვისაც პირველი ღონისძიება სწორედ თიბისი კაპიტალის საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების […]
უფლებადამცველ ოლეგ ორლოვისთვის ბრალდებამ ორი წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

რუსეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული ორგანიზაცია „მემორიალის“ თანათავმჯდომარის, უფლებადამცველ ოლეგ ორლოვისთვის, ბრალდებამ ორი წლით და თერთმეტი თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ამის შესახებ „მედიაზონა“ იტყობინება სასამართლო დარბაზიდან. სასამართლო იმართება ე.წ. არმიის განმეორებითი დისკრედიტაციის ბრალდებით. ორლოვს ასამართლებენ ანტისაომარი სტატიისთვის „მათ ფაშიზმი სურდათ. მათ ის მიიღეს“. ეს ამ საქმის განმეორებითი განხილვაა მოსკოვის გოლოვინის რაიონულ სასამართლოში. შარშან შემოდგომაზე უფლებადამცველი დამნაშავედ […]
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი მოამზადა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დიდხნიანი მუშაობის შედეგად,მოამზადა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას გულისხმობს, რათა სკოლამ აღზარდოს ღირსეული მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, […]
„სუფთა სახლის“ რუსული კონკურენტი – ვინ ფლობს „მოზაიკას“ მაღაზიათა ქსელს

კოსმეტიკის, პარფიუმერიის და საყოფაცხოვრებო ქიმიის რუსულმა მაღაზიამ „მოზაიკა“ საქართველოში კიდევ ორი ფილიალი, ამჯერად თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე და წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გახსნა. კომპანიის ინფორმაციით, „მოზაიკას“ მაღაზიათა ქსელს ფილიალები ბათუმში და ქობულეთშიც აქვთ, რომელიც დაახლოებით ერთი წელია ფუნქციონირებს და ჯამში 10-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს. „მოზაიკას“ ანუ შპს „საცალო მომსახურების“ დირექტორი რუსეთის მოქალაქე იგორ ზუდილოვია, 100%-იანი წილის მფლობელი […]
პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერი მთავრობასთან ერთად გადადგა

პალესტინის პრემიერმინისტრმა, მოჰამედ შტაიემ და მისმა მთავრობამ პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს გადადგომის შესახებ წერილი წარუდგინა. შტაიეს განმარტებით, ღაზაში ომის ფონზე პალესტინა ახალ ეტაპზე გადადის, რომლისთვისაც სამომავლო პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პალესტინელთა შორის კონსენსუსის წარმოქმნა არის საჭირო. “(რედ. – ახალ ეტაპს) ახალი სამთავრობო და პოლიტიკური წესრიგი ესაჭიროება, რომელიც ღაზას სექტორში განვითარებულ რეალობას, ეროვნულ ერთიანობაზე მოლაპარაკებებსა და ინტერპალესტინური კონსენსუსის […]
ბათუმში, ავტონაწილების სასაწყობე ნაგებობაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ავტონაწილების სასაწყობე ნაგებობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეუბნებიან, ამ ეტაპზე ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.