1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6525 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6525 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6525 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6530 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8769 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8708 ლარს შეადგენდა. […]

კურორტ მუაშში „ბიატლონ სვანეთი 2024“ გაიმართა

პირველად ქვემო სვანეთში, კურორტ მუაშში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამოყვარულო შეჯიბრი ბიატლონში – „ბიატლონ სვანეთი 2024“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოთხილამურეები ერთმანეთს თხილამურებით რბოლასა და შაშხანის მიზანში სროლაში შეეჯიბრნენ, რადგან ბიატლონი სპორტის სწორედ ამ ორ სახეობას აერთიანებს. ტურნირში […]

როგორ განავითარა ბიზნესი შუხმან ვაინს ჯორჯიამ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით

„შუხმან ვაინს ჯორჯია 2009 წელს დაფუძნდა, მაშინ, როცა საქართველოში ღვინის ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის სფეროს კონკურენტუნარიანობის პერიოდი დგებოდა და კახეთი მიზიდულობის ცენტრად ყალიბდებოდა“, – ასე იხსენებს კომპანიის პირველ ნაბიჯებს ნუცა აბრამიშვილი, შუხმან ვაინს ჯორჯიას გენერალური დირექტორი. კახეთში, სოფელ კისისხევში, გერმანელი ბიზნესმენის, ბურხარდ შუხმანის მიერ განხორციელებული ინვესტიციით დაწყებულმა მეღვინეობა – მევენახეობის ბიზნესმა, წლების განმავლობაში ღვინის ტურიზმის თითქმის […]

დღეს თამადის და COLORS-ის ერთობლივი ვიდეო გამოქვეყნდება

დღეს, ქართველი მუსიკოსის თამადის და მუსიკალური პლატფორმა COLORS-ის ერთობლივი ვიდეო გამოქვეყნდება. მათი ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაცია COLORS-ის youtube არხზე შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად მუსიკალურმა სტუდიამ გაავრცელა და შემდეგ და შემდეგ ეს პოსტი თავად მუსიკოსმა გააზიარა თავის გვერდზე. „გამარჯობა კარგო ხალხო!!! ხვალ ჩვენი Colors ის პირველი ნაწილი გამოდის და ძალიან გვიხარია. ვიდეოსთან ერთად უფრო […]

მდინარაძე ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე: ქართულ პასპორტს დაედო მეტი ფასი – ისტორიული მოვლენაა

ეს ნიშნავს ქართული პასპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ძალიან კარგია. ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ და ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას, რაც არის ძალიან კარგი, მეტი კომფორტი საქართველოს მოქალაქისათვის – მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეიძლება იყოს, ისტორიული მოვლენაა, რომელსაც თავისი გვერდითი, კიდევ უფრო კარგი ეფექტებიც აქვს.

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

უნგრეთის ქალაქი დიორი 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის ისტორიაში პირველად ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ფინალში გერმანელი წყვილი – ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით 17:15 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მესამე ადგილი აზერბაიჯანელ წყვილს ერგო. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ პარტნიორები იარაღს მოგვაწვდიან, წარმატებას მივაღწევთ, თუ არა – რუსები ჩვენზე თავდასხმას განაგრძობენ, განაგრძობენ და განაგრძობენ

უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება არტილერია და საჰაერო თავდაცვის საშუალებები მისი მოკავშირეებისგან, რათა რუსეთისგან თავის დაცვა განაგრძოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს, ომი უფრო შორს ევროპაში წამოიწყოს. „თუ მსოფლიო არ შეაჩერებს, ის ამას 2030 წლამდე გააკეთებს“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, სურს, უკრაინის მოკავშირეებმა […]

ყოფილი ძალოვანების პენსია 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მათთვის, ვისაც მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ჰქონდათ დანიშნული, ზედა ზღვარი 1200 ლარი ხდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილებები ასევე შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ისტორიკოს ალექსანდრე ნონეშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ ისტორიკოსს, არქოლოგსა და მკვლევარს, ისტორიის აკადემიურ დოქტორს, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორს, აკადემიური საბჭოს წევრს – ალექსანდრე (სანდრო) ნონეშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „ცნობილ მკვლევარს, ისტორიკოსსა და არქეოლოგს, საქართველოს ტექნიკური […]

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველომ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ლგბტ პროპაგანდისგან დაიცვას საზოგადოება და მომავალი თაობა

თანამედროვე ცივილიზებული სამყარო დღეს არის უდიდესი გამოწვევების წინაშე. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა ლგბტ პროპაგანდა და ეს არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ უდიდესი პრობლემაა. ამ უდიდესმა პრობლემამ სამწუხაროდ ოფიციალურ უწყებებშიც შეაღწია და გაჩნდა მითითებები, ასევე ოფიციალურ დონეზე, რომ გენდერული ნიშნით ცოტა სხვანაირად მოიხსენიონ ოჯახის წევრები, „დედა“ და „მამა“ არ უნდა იყოს, მხოლოდ „მშობელი“ უნდა იყოს ხსენებული და ა.შ. […]