საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისგან დაიცვას საზოგადოება და მომავალი თაობა – მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდაზე

საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისგან დაიცვას საზოგადოება და მომავალი თაობა – მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდაზე თანამედროვე ცივილიზებული სამყარო დღეს არის უდიდესი გამოწვევების წინაშე. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა ლგბტ პროპაგანდა და ეს არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ უდიდესი პრობლემაა. ამ უდიდესმა პრობლემამ სამწუხაროდ ოფიციალურ უწყებებშიც შეაღწია და გაჩნდა მითითებები, ასევე ოფიციალურ დონეზე, რომ […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6525 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6525 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6530 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8769 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8708 ლარს შეადგენდა. […]

გიორგი ვაშაძე – ერთი კვირის ვადაში წარვუდგენთ პრეზიდენტს ჩვენს ვერსიას, თუ როგორ ვხედავთ 9 პუნქტის შესრულებას – რაც შეეხება სააკაშვილს, საკმაოდ საინტერესო საუბარი იყო ამ თემაზე, დანარჩენს დრო გვიჩვენებს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა “საინტერესო” იყო და ისინი ერთი კვირის განმავლობაში წარუდგენენ პრეზიდენტს – როგორ ხედავს “გამარჯვების კოალიცია” 9 პუნქტის შესრულებას. როგორც მან პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ინიციატივა, სწორედ, 9 პუნქტის შესრულებას ეხება. “საინტერესო და კარგი შეხვედრა იყო. საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარებული წესით აუცილებელია. […]

თანამდებობის პირებს ქონებრივ დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ – 4 000-დან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულის ზღვრული ოდენობა, რაც დეკლარაციაში უნდა აისახოს

თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ. ამასთან, 4 000 ლარიდან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის ზღვრული ოდენობა, რაც ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს. ამას “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ანტიკორუფციული […]

ხატია დეკანოიძე – იმუნიტეტი, რომელიც ექნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, ვერ განაპირობებს მის დამოუკიდებლობას – ცვლილებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ფასადურია

ნებისმიერი სახის იმუნიტეტი, რომელიც ექნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რა თქმა უნდა, ვერ განაპირობებს მის დამოუკიდებლობას – ცვლილებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ფასადურია, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას განაპირობებს გამჭვირვალე კონკურსით შერჩეული უფროსი და ამასთან, ბიუროსთვის საგამოძიებო ორგანოს დამატება. მან ასევე NDI-ის ანგარიშთან დაკავშირებით ისაუბრა და […]

თინა ბოკუჩავა – როდესაც ხელისუფლება ამხელა ძალისხმევას დებს ურთიერთობების გაღრმავებაში ჩინეთში, რატომ არ აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან? – ესეც ამხელს პრიორიტეტებს, რაც ივანიშვილის პარტიას აქვს

როდესაც ხელისუფლება, ივანიშვილის პარტია, ამხელა ძალისხმევას დებს ურთიერთობების გაღრმავებაში სხვადასხვა მიმართულებით კომუნისტურ პარტიასთან ჩინეთში, რატომ არ აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან?! – ესეც ამხელს და ავლენს იმ პრიორიტეტებს, რაც ივანიშვილის პარტიას აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, საქართველო […]

“აქსელი – საქართველოს ანგელოზი” ინვესტორების ქსელის ინიციატივით, კომიტეტი, “Gateway to Europe” იქმნება

აქსელის – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის ინიციატივით, EBAN – ევროპულ ბიზნეს ანგელოზთა ქსელში, კომიტეტი “Gateway to Europe” იქმნება. ორგანიზატორების ცნობით, აქსელის ეს ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშრომლობისა და კავშირების გამყარებას კავკასიის რეგიონის, ცენტრალური აზიის სტარტაპებსა და ევროპულ ინვესტიციებს შორის. “ეს სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპისა და ცენტრალური აზიის, კავკასიისრეგიონს შორის ეკონომიკური განვითარებისთვის. კომიტეტის მთავარი მისიაა რეგიონისა […]

როგორ განავითარა ბიზნესი “შუხმან ვაინს ჯორჯიამ” საქართველოს ბანკის მხარდაჭერით?

„შუხმან ვაინს ჯორჯია 2009 წელს დაფუძნდა, მაშინ, როცა საქართველოში ღვინის ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის სფეროს კონკურენტუნარიანობის პერიოდი დგებოდა და კახეთი მიზიდულობის ცენტრად ყალიბდებოდა“, – ასე იხსენებს კომპანიის პირველ ნაბიჯებს ნუცა აბრამიშვილი, შუხმან ვაინს ჯორჯიას გენერალური დირექტორი. კახეთში, სოფელ კისისხევში, გერმანელი ბიზნესმენის, ბურხარდ შუხმანის მიერ განხორციელებული ინვესტიციით დაწყებულმა მეღვინეობა – მევენახეობის ბიზნესმა, წლების განმავლობაში ღვინის ტურიზმის თითქმის […]

თურქეთში პუტინი გაემგზავრება მარტში, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ – კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთს ეწვევა მარტში რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან – ამის შესახებ კრემლმა 26 თებერვალს განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ორივე ლიდერის განრიგი “საკმარისად დატვირთულია” იმისთვის, რომ ერთმანეთს პირისპირ არჩევნებამდე შეხვდნენ. პესკოვმა დასძინა, რომ ვიზიტისთვის მზადება გრძელდება, მაგრამ შესაძლო შეხვედრის თარიღი არ […]

„ხუდონჰესის“ პროექტში შეიძლება ინვესტორები შემოვიყვანოთ – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხუდონჰესთან დაკავშირებით 12 სხვადასხვა სცენარს განიხილავენ. მისი თქმით, უპირატესობა მიენიჭება იმ სცენარს, რომელსაც გარემოსა და სოციალური კუთხით ნაკლები ზემოქმედება ექნება. „ხუდონთან დაკავშირებით ჩავატარეთ კვლევები, ალტერნატივები განვიხილეთ, იქ არის 12 სხვადასხვა სცენარი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებას მოიცავს როგორც სოციალურ, კულტურულ, ბუნებრივ ლანდშაფტზე. იქიდან გამომდინარე, ენერგეტიკული მიმართულებით რომელს ექნება […]