ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. „დღეს, როგორც ყოველთვის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან, ჩვენ პროდუქტიული და ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები გავმართეთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიკოლაი დენკოვს შავი ზღვისა და დუნაის რეგიონში სავაჭრო გზების გაფართოებისა და ნორმალური ნავიგაციის აღდგენის პროცესში უკრაინის […]
საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ხედვის – „როგორ უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად“, პრეზენტაციას გამართავს

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას. კოალიციის ინფორმაციით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხედვის მედიისთვის პრეზენტაცია 27 თებერვალს, 11:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისშია დაგეგმილი. როგორც […]
საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი – ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში მისი გაცვლისთვის ხელი შეეშალათ

საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელის, მარია პევჩიხის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა ხელი შეეშალათ მისი გაცვლისთვის რუს დაზვერვის ოფიცერ ვადიმ კრასიკოვში, რომელიც ბერლინში სასჯელს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდის. „15 თებერვალს მივიღე დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობდა და ფინალურ ეტაპზეა იყო. 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, – აღნიშნა ნავალნის თანაგუნდელმა. მისი თქმით, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია-ს“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ხეობა, წითელი კლდე, დოლოშა, კენჭაკლდე, საცხავატლო და მიმდებარე სოფლებში; 11:15დან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში დევენაანთხევი, ხევსურთსოფელი, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, […]
ნინო ლაცაბიძე – ეს არ იყო პროცესი, რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ, ეს იყო პროცესი, რუსთავი და რუსთაველები „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის დაჯგუფების წინააღმდეგ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2023 წლის 28 სექტემბრის #39-392327116 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საკრებულოს დაევალა, თავიდან განიხილოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი საკითხები. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არაუფლებამოსილ პირებად იქნენ აღიარებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიები, […]
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებისა და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს. 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსსუ-ის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები 320-მა სტუდენტმა დაასრულა. უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებაზე სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცა და სიტყვით […]
“გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის. მათ პარლამენტს შესთავაზეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ოქროსა და ოქროს ნაწარმის მიწოდება დღგ-გან გათავისუფლება. როგორც “გირჩი“ განმარტავს, ოქროსა და ოქროს ნაკეთობებზე არსებული დამატებითი ღირებულების გადასახადი სტაბილური ინვესტიციების წახალისებას უშლის ხელს. მათივე განცხადებით, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი მიზნად ისახავს მოქალაქეების მიერ ოქროში – ისტორიულად სტაბილურ აქტივში ინვესტირების გამარტივებას. პროექტის […]
ვაშაძე: 1 კვირის ვადაში ენმ-სთან ერთად პრეზიდენტს წარვუდგენთ 9 პუნქტის შესრულების ხედვას

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად 1 კვირის ვადაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარუდგენენ გეგმავს, თუ როგორ ხედავენ ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებას. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ძირითადად ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებას ეხებოდა. “ჩვენ 1 კვირის ვადაში ჩვენ ვერსიას ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, […]
ოცნების კანონპროექტით, თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა აღარ მოუწევთ

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, თანამდებობის პირებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება უქმდება. “უქმდება ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი მოადგილის, პირველი მოადგილის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების […]
20 000 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მერიის 2 თანამშრომელი დავაკავეთ – სუს-ი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 20 000 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები – თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. “გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი. გამოძიებას […]