უკრაინის თავდაცვის მინისტრი: დაპირებული შეიარაღების 50% დაგვიანებით მოგვეწოდება

დაპირებული შეიარაღების 50% დაგვიანებით მოგვეწოდება. ომის მათემატიკით თუ ვიანგარიშეთ, ჩვენი მტრის ეკონომიკა თითქმის ორ ტრილიონს შეადგენს. ისინი ოფიციალური და არაოფიციალური ბიუჯეტის 15%-მდე ხარჯავენ ომზე, რაც წლიურად $150 მილიარდს შეადგენს. შესაბამისად, ნებისმიერი დაგვიანებული დაპირების დროს ჩვენ ვკარგავთ ხალხს და ტერიტორიებს.

თსუ-ს ვებსაიტზე კიბერთავდასხმა მოხდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ვებსაიტზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ინფორმაცია ტაბულას თსუ-ს პრესსამსახურმა დაუდასტურა. დღეს, 26 თებერვალს, სოციალური და და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს საგნები უნდა აერჩიათ, მაგრამ მათ ნაწილს თავდასხმის გამო პრობლემები შეექმნა. ტაბულასთან საუბრისას თსუ-ს პრესსამსახურმა თქვა, რომ კიბერთავდასხმის გამო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის საგნების არჩევა ერთი დღით, 27 თებერვალს, გადაიწევს. […]

მოზარდების 10%-ის თქმით, ფულს აზარტული თამაშებისთვის მშობელი აძლევს – ექსპერტი

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტში დღეს, 26 თებერვალს, მოუსმინეს მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ მომზადებული კვლევის ანგარიშს. კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ თქვა, რომ დოკუმენტის მომზადების მიზანი იყო იმ შედეგის გაზომვა, რაც მოჰყვა 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ გამკაცრებულ კანონს. კვლევის შედეგები კომიტეტის წევრებს დაქირავებულმა ექსპერტმა, “აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” ხელმძღვანელმა გუგა […]

ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნავალნი „რეჟიმმა მოკლა“

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე. “მე, ისევე როგორც ყველა, ვთვლი, რომ იგი [ნავალნი] რეჟიმმა მოკლა. და მისი სიკვდილი დიქტატურის შედეგი იყო”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა 26 თებერვალს ბერლინში, საინფორმაციო სააგენტო DPA-ს სარედაქციო კონფერენციაზე. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნავალნის სიკვდილი რუსეთის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს. “ამავე […]

მდინარაძე თვლის, რომ შარდის ანალიზის ჩატარება უხერხულია

“ოცნების” დეპუტატი მამუკა მდინარაძე ნარკოლოგიური შემოწმების საჭიროების გაუქმებას დეპუტატებისთვის და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის ეხმაურება და ამბობს: მგონია, რომ ამ საკითხზე იქნება საყოველთაო კონსენსუსი იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც შეურაცხმყოფელი ფორმა არის, როდესაც საპარლამენტო სიაში მოხვედრის მსურველებმა უნდა გაიარონ ნარკოტიკული შემოწმება. როგორც კი ერთი კითხვა დაისმევა, პირველი გავვარდები, პირველი მივალ და არა იმ მართლაც უხერხული ფორმით, […]

Kremlin Leaks: თამაშები, სერიალები და ფესტივალები – 631 მლნ ევრო კრემლის შიდა საინფორმაციო ომისთვის

კრემლიდან გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასობით მილიონ ევროს ხარჯავს „საინფორმაციო ომზე“ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოს ვლადიმერ პუტინის გამარჯვება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ესტონურმა Delfi-მ მოიპოვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაჟონილი დოკუმენტები — ყველაზე ბოლო თარიღდება გასული წლის დეკემბრით – რომლებიც ერთობლივი გამოძიებისთვის გაუზიარა VSquare-ს და Frontstory.pl-ს (პოლონეთი), Expressen-ს (შვედეთი), Meduza-სა და iStories-ს (დამოუკიდებელი რუსული […]

ალექსეი ნავალნისთვის პატივის მიგების საჯარო ღონისძიება რუსეთში კვირის ბოლოს უნდა გაიმართოს

ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსისთვის პატივის მისაგებად საჯარო ღონისძიება რუსეთში პარასკევს, 1 მარტს უნდა გაიმართოს. „ჩვენ ვეძებთ დარბაზს ალექსეისთვის საჯაროდ გამოსამშვიდობებლად. დრო: ამ სამუშაო კვირის ბოლოს. თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი ფართი, გთხოვთ, დამიკავშირდეთ“, — წერს იარმიში X-ზე. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას 24 თებერვალს გადასცეს. მანამდე ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის […]

თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

თავდაცვის ახალი მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილედ პაატა პატიაშვილი დაინიშნა. პაატა პატიაშვილი მანამდე იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. მუშაობდა საქართველოს საელჩოში აშშ-ის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეთაგან ამ დროისთვის პოსტს ინარჩუნებენ დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე. თავდაცვის მინისტრი მას შემდეგ […]

დღეს 21-ე საუკუნეა, “შაშკებით” აღარავინ იბრძვის, სხვა მეთოდებია, ამიტომ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ თანამედროვე ბოლშევიკების მიმართ

დღეს 21-ე საუკუნეა, “შაშკებით” აღარავინ იბრძვის, სხვა მეთოდებია, ამიტომ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ თანამედროვე ბოლშევიკების მიმართ დღეს 21-ე საუკუნეა, “შაშკებით” აღარავინ იბრძვის, სხვა მეთოდებია, ამიტომ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ თანამედროვე ბოლშევიკების მიმართ, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიბრძოლოთ ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესებისთვის, – ასე ეხმიანება ნინო ფოჩხუა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აიპების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აიპების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აიპების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე წელს განსახორციელებელ ღონისძიებებზე, პროექტებზე და ჯანდაცვის პროგრამებზე. მერმა, მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული სხვადასხვა საჭიროებების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციები და დავალებები გასცა. Previous: […]