“მე ნამდვილად ცოდვილი ვარ და ცოდვების განცდამ მიმიყვანა ეკლესიის წიაღში”– ეპისკოპოსი ჯამდელიანი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა საკვირაო ქადაგებისას, განაცხადა: “მე როგორი მართალი და წმინდანი ვარ ამაზე კი არა, მე უნდა გესაუბროთ რომ მე ნამდვილად ცოდვილი ვარ და ცოდვების განცდამ მიმიყვანა ეკლესიის წიაღში, როდესაც 22 წლის ვიყავი…პირველი ქვა იმან მესროლოს , ვინც ჩემზე უცოდველი არის”
თამაშდამოკიდებულთა რიცხვი ნორმაზე 6-7-ჯერ მაღალია, მოზარდების 10% ამბობს, რომ თამაშს მშობლები უფინანსებენ – UNICEF-ის ექსპერტი

თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია – განცხადება ამის შესახებ UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ, განათლების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ თემატური მოკვლევის ანგარიშს ისმენენ. მოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა. გუგა ბესელია: “დათვლილია საშუალო […]
ამიტომ მოკლა პუტინმა ნავალნი ახლა – პევჩიხის სკანდალური განცხადება

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, მარია პევჩიხი ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა თავიდან აეცილებინათ მისი გაცვლა FSB-ს ოფიცერზე, ვადიმ კრასიკოვზე, რომელიც ბერლინში მკვლელობაშია მსჯავრდებული. როგორც ის ვიდეომიმართვაში ყვება, 15 თებერვალს მან მიიღო დადასტურება იმაზე, რომ მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა. მეორე დღე კი ნავალნის სიკვდილის შესახებ განაცხადეს. “ამ ისტორიას გიყვებით, რათა პასუხი გქონდეთ კითხვაზე, რატომ მოკლეს […]
CIA რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად უკრაინაში 12 ბაზას ინახავს – New York Times

ამერიკული გამოცემა The New York Times აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და უკრაინის ათწლიან თანამშრომლობაზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც, ერთი მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში CIA-ს გადამწყვეტ მნიშვნელობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, აშშ-სთვის რუსეთზე სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაში უკრაინის ძირითად როლზეა საუბარი. The New York Times-ის მიერ უკრაინისა და CIA-ს ურთიერთობის შესახებ მოპოვებული დეტალები ათწლეულის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული. […]
„ყველას მოვუწოდებ, იმუშაონ დაუღალავად, რათა 9 რეკომენდაციაზე დიდი პროგრესი იქნეს მიღწეული“ – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს დაუღალავად იმუშაონ იმისთვის, რომ ევროკავშირის 9 რეკომენდაციაზე დიდი პროგრესი იქნეს მიღწეული. დიპლომატი აცხადებს, რომ მთავრობა ამ კუთხით ინკლუზიური უნდა იყოს, ხოლო ოპოზიცია კონსტრუქციული. „მოვუწოდებ ყველას, იმუშაონ დაუღალავად. მოვუწოდებ მთავრობას, იყოს ინკლუზიური, ოპოზიციას – კონსტრუქციული, იმისთვის, რომ 9 ნაბიჯის თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით რაც შეიძლება დიდ პროგრესს მიაღწიონ, რათა […]
„ტყუილად უხეთქავენ გულს ხალხს – ქვეყანა ქართველების ძალიან მცირე პროცენტმა დატოვა და არა ორმა მილიონმა“

„ქართველების ძალიან მცირე პროცენტმა დატოვა ქვეყანა 1992 წლიდან და არა ორმა მილიონმა, ან მილიონ ნახევარმა“, – ამბობს დემოგრაფი მერაბ ხმალაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას. ექსპერტის თქმით, 1992 წელს, საქართველოს მოსახლეობა 5,400 მლნ იყო, ახლა კი ეს რიცხვი 3,600 მლნ-მდეა შემცირებული. ეს კი გამოწვეულია როგორც მიგრაციის მაჩვენებლით, ისე შობადობის შემცირებით. „1992 წელს საქართველოში 5,400 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. ახლა […]
კატარი გეგმავს ბუნებრივი აირის წარმოება 85%-ით გაზარდოს

კატარი გეგმავს გაზარდოს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების სიმძლავრე დაახლოებით 85%-ით ამ ათწლეულის ბოლომდე. ამის შესახებ QatarEnergy-ის პრესრელიზშია ნათქვამი. ქვეყანას შეუძლია აწარმოოს დაახლოებით 77 მილიონი ტონა LNG წელიწადში. კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად ალ-ქააბიმ, რომელიც ასევე არის QatarEnergy-ის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტია, კვირას განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი 2030 წლის ბოლოსთვის წელიწადში 142 მილიონ ტონამდე გაიზრდება. კატარი […]
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, […]
თინა ბოკუჩავა – კოსმეტიკური ცვლილებები, რომლებსაც ივანიშვილის პარტია გვთავაზობს, არ ემსახურება ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას

9 დათქმის მნიშვნელოვანი ნაწილია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ეს უკავშირდება სასამართლო რეფორმას, უკავშირდება დეპოლარიზაციას და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციას. ამიტომ, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა […]
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებაზე – მიზანმიმართულად, ჯიუტად სისულელეებს აკეთებენ, რომ ევროკავშირს დაგვაშორონ

ივანიშვილის პარტიას არ უნდა ევროკავშირი, ეს ძალიან ცალსახაა , – ასე შეაფასა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პარლამენტისთვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენას გეგმავს. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ყველა ეს ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია ევროპული ინტეგრაციის გზასთან. “ივანიშვილის პარტია ირჩევს საქართველოს ელიტისთვის, ჩვენ გვინდა ევროკავშირი იმისთვის, რომ ძლიერი ეკონომიკა […]