სერგეი ლავროვი – დასავლეთმა რუსეთს ზურგი აქცია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მზადაა პატიოსანი თანამშრომლობისთვის იმ ხალხთან, ვინც ჩვენს საზღვრებთან ახლოსაა

ლათინურ ამერიკაში მოგზაურობამ რუსეთის მიმართ უცხოელების სიყვარული დაადასტურა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ლათინურ ამერიკაში მოგზაურობამ დაადასტურა, რომ მათ რუსეთი უყვართ და სხვადასხვა ღონისძიებებზე რუსეთის ხშირად ნახვა სურთ. მათ სურთ, რომ ჩვენთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა როგორც სამთავრობო, ისე არაოფიციალურ, მათ შორის საგანმანათლებლო ღონისძიებებზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. ლავროვმა […]

სომხეთი და აზერბაიჯანი 28-29 თებერვალს ბერლინში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ

სომხეთი და აზერბაიჯანი 28-29 თებერვალს, ბერლინში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მიუნხენის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციების შეხვედრა 28-29 თებერვალს ბერლინში გაიმართება“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ანი ბადალიანმა. სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა და განაცხადა, რომ […]

ირაკლი მხეიძე სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე, შრომის ინსპექციის სამსახურის, სოციალური მომსახურების, სახელმწიფო ზრუნვისა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოების თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ირაკლი მხეიძემ სააგენტოების ხელმძღვანელებთან მიმდინარე პროგრამები, სამომავლო გეგმები და არსებული გამოწვევები […]

ილია დარჩიაშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ომარ ზნიბერთან შეხვედრა გამართა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ომარ ზნიბერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ომარ ზნიბერს მიულოცა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა და დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა თანამშრომლობისთვის საბჭოს მიერ განსაზღვრულ ყველა პრიორიტეტულ საკითხთან დაკავშირებით. „ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს, როგორც გაეროს […]

“ნეტავ კომენტარები არ არსებობდეს” – კაშიამ Geo Team-თან განმარტა, რატომ არ დაასახელა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელად

Geo Team-თან ვრცელ და მეტად საინტერესო ინტერვიუში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ განმარტა, თუ რატომ დაასახელა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში პირველ ადგილზე ლიონელ მესი, მეორეზე კილიან მბაპე, მესამეზე კი ხვიჩა კვარაცხელია: – გამოკითხვაში ხვიჩა მესამე ადგილზე გაიყვანეთ. კითხვები გაჩნდა ხალხის მხრიდან, თან ვილი სანიოლმა პირველ ადგილზე გაიყვანა. – ვილი სანიოლის გადაწყვეტილებას მიესალმები? – მე, […]

თბილისში მცხოვრები რუსი აქტივისტი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

თბილისში მცხოვრებმა რუსმა აქტივისტმა მაქსიმ ივანცოვმა ფეისბუკზე განათავსა განცხადება, სადაც ჰყვება, რომ საქართველოში “არ შემოუშვეს”. ივანცოვი არის აქტივისტი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა Frame, რომელმაც სივრცე დაუთმო რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატად ოპოზიციონერის, ბორის ნადეჟდინის რეგისტრაციისთვის ხელმოწერების შეგროვებას თბილისში, ივანცოვი აცხადებს, რომ ლიეტუვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრინავდა, თუმცა სამართალდამცველებმა ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს და Wizz Air-ის რეისით უნგრეთში […]

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 26 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.05 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.61 თეთრით გაუფასურდა. 26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6525 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8769 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.69 ლარია, ხოლო ევროსი – 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 27 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ) და საქნავთობის დასახლების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი […]

რამდენი ხნით გაგრძელდება ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი? – ლევან სილაგავა

ფქვილზე არსებული საიმპორტო გადასახადი 1-ელი მარტის შემდეგაც გაგრძელდება. როგორც “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის გვერდზე რამდენიმე დღეში უნდა გამოქვეყნდეს. “კონსულტაციები დასრულებულია. ხვალ ან ზეგ აიტვირთება დოკუმენტი. დილით სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან კომუნიკაცია მქონდა და დასტური მივიღეთ, რომ პირველი მარტიდან გაგრძელდება მანამ, სანამ […]

იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა

იაპონიის იმპერატორის 64 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება 22 თებერვალს, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა. იაპონური გამორჩეული საავტომობილო ბრენდი „მაზდა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან შემოვიდა, რომლის ოფიციალური და ერთადერთი წარმომადგენელიც საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. იმპერატორის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოსა და იაპონიის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. სტუმრებს სიტყვით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მიმართა. მიღებას ესწრებოდნენ […]