ირაკლი მხეიძე სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე, შრომის ინსპექციის სამსახურის, სოციალური მომსახურების, სახელმწიფო ზრუნვისა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოების თანამშრომლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ირაკლი მხეიძემ სააგენტოების ხელმძღვანელებთან მიმდინარე პროგრამები, სამომავლო გეგმები და არსებული გამოწვევები განიხილა.
„მინისტრის მოადგილემ თანამშრომლებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და განაცხადა, რომ მიმდინარე რეფორმებისა და პროგრამების სრულყოფილად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, პროცესების ეფექტური მონიტორინგი და თითოეული თანამშრომლის ჩართულობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”