ნოემბერში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა და საბურთალოზე გაიყიდა

2024 წლის ნოემბერში, თბილისში ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა დიდ დიღომში (26% მთლიან გაყიდვებში), მეორე ადგილას კი საბურთალოა (16% მთლიან გაყიდვებში). ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს. „ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა ჩუღურეთში, ისანში, დიდუბესა და დიდ დიღომში, სადაც როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა. 2024 წლის ნოემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასმა მთაწმინდის რაიონში […]

ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 413 ადამიანს გაათავისუფლებენ

ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 413 ადამიანს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვენესუელის გენერალურ პროკურორზე, ტარეკ სააბზე დაყრდნობით ავრცელებს. ვენესუელის გენერალური პროკურორის, ტარეკ სააბის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთაგან უკვე 1369 ადამიანი გაათავისუფლეს. ცნობისთვის, ვენესუელის საარჩევნო ორგანომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო […]

ვლადიკავკაზზე დრონებით შეტევა იყო

დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვალდიკავკაზზე. მუშაობა შეაჩერა ვლადიკავკაზის აეროპორტმა. რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მენიაილოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთი დრონი ჩამოაგდეს ვლადიკავკაზში მდებარე სამხედრო პოლიგონის, „შალხის” თავზე და ერთი ქალაქის გარეუბანში. მენიაილო ირწმუნება, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ არის. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის. რუსეთის თავდაცვის […]

„გორმედი“ სამედიცინო ცენტრი საერთაშორისოდ აკრედიტებული კლინიკა გახდა

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი წარმატებით დაასრულა და შიდა ქართლის რეგიონში ევროპული აკრედიტაციის EUROMEDI INTERNATIONAL-ის მიერ საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი სამედიცინო დაწესებულება გახდა. აღნიშნულთან დაკავშრებით ინფორმაციას „გორმედი“ ავრელებს. მათი ცნობით, აკრედიტაციის კომისიის დასკვნით, ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრი სრულად აკმაყოფილებს პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც მოიცავს კლინიკის ხარისხის მენეჯმენტისა და ჯანდაცვის სერვისების მუდმივი გაუმჯობესების პროცესს, […]

სახალხო დამცველი – ნახიდურში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნახიდურში, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს თანაუგრძნობს. როგორც სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი განმარტავს, აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე ნათლად მიუთითებს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, გუშინ, ნახიდურში, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. თანავუგრძნობთ […]

მიხეილ სარჯველაძე – რამდენიმე სამწუხარო გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომელმაც არ მგონია, პოლიტიკურად რაიმე განაპირობა, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით კი, გარკვეული ტურბულენტობების რისკი შექმნა

რამდენიმე სამწუხარო გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომელმაც არ მგონია, რომ პოლიტიკურად რაიმე განაპირობა და მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით კი, გარკვეული ტურბულენტობების რისკი შექმნა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც აშშ-მ დაფინანსება შეუჩერა. მიხეილ სარჯველაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დარეგულირდება და სასარგებლო პროექტები განხორციელდება. „მოგეხსენებათ, 2024 წელს კონტროვერსიული […]

ჯანდაცვის მინისტრი ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევაზე – ეს არის მძიმე ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც რეაგირება სჭირდება, რაც სათანადოდ ჩატარებულ გამოძიებას გულისხმობს – აგრესიის გამოვლენა სასწრაფო დახმარების მიმართ არ არის სასიამოვნო

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ უმიზეზო აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო ფაქტი არ არის. ის მედიასთან მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა, რა დროსაც მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა. მიხეილ სარჯველაძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სასწრაფო დახმარების მიმართ ასეთი დამოკიდებულებები არ უნდა იყოს წახალისებული ან მოწონებული. […]

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 536 ადამიანი დააკავეს

თურქეთში სამართალდამცავმა უწყებებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოპერაცია 12 დღის განმავლობაში გაგრძელდა და ქვეყნის 57 რეგიონი მოიცვა. ოპერაციის ფარგლებში 536 ადამიანი დააკავეს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში, ან მასთან კავშირში არიან.

1 – 5 იანვარი, უქმე დღეებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი არ იქნება ხელმისაწვდომი – GCCA

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, უქმე დღეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „2025 წლის 1 – 5 იანვარი, უქმე დღეებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი არ იქნება ხელმისაწვდომი – 2025 წლის 6 იანვრიდან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცხელი ხაზი – 15 20 მუშაობას განაახლებს და ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებელს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო | […]

„მას შემდეგ რაც ივანიშვილმა აქტივები ფონდ ქართუს გადასცა, პანამიდან ინვესტიციები შემცირდა“ – IDFI

2024 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, FDI-ის 88% მხოლოდ სამ ქვეყანაზე – ნიდერლანდებზე, ბრიტანეთსა და მალტაზე მოდის. ჯამურად წლის 9 თვეში კი ამ სამ ქვეყანაზე მთლიანი FDI-ის 46.4% მოდის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ნიდერლანდებიდან შემოსული ინვესტიციები (115 მლნ აშშ დოლარი) 3.3-ჯერ ჩამოუვარდება გასული წლის მაჩვენებელს. ნიდერლანდურ ინვესტორ კომპანიებს შორის გვხვდება კომპანია „ბორჯომი“, რომელიც განხორციელებული ინვესტიციით უმსხვილესი […]