ორბანი ნავალნიზე: შოვინისტებს, რომლებიც ქართველებს მღრღნელებს უწოდებდნენ, პატივს არ მივაგებთ

26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტში შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიცირებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ოპოზიციური მწვანეთა პარტია დიალოგის კანონმდებელი გამოვიდა ინიციატივით, პატივი მიეგოთ რუსეთის ციხეში მოკლული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისთვის, რასაც უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი და მმართველი პარტიის სხვა წევრები დაუპირისპირდნენ. “შოვინისტები უნგრეთის პარლამენტში არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ და მათ, ვინც ქართველებს საქართველო-რუსეთის ომის დროს მღრღნელებს უწოდებდა, პატივს […]
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ე.წ. ციტრუსის პავილიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთის სოფელ ქაქუთში ციტრუსის პავილიონის შენობის განსხვისებასთან დაკავშირებით ადგილობრივების პროტესტს ეხმაურება. განცხადების თანახმად, პავილიონის განკარგვა 2013 წელს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა და მესაკუთრემ ციტრუსის პავილიონის პროფილის შენარჩუნება 20 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს. “ქაქუთის ე.წ. ციტრუსის პავილიონის განკარგვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯერ კიდევ 2013 წლის 22 აგვისტოს განხორციელდა. მესაკუთრეს განესაზღვრა კონკრეტული ვალდებულებები, […]
ოლაფ შოლცი – ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობის მიზეზად გერმანიის ომში ჩართვის რისკი დაასახელა. „ერთი რამ ცხადია, ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით – არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს ორი პრინციპი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობს. ეს სიცხადე აუცილებელია. მაკვირვებს ის, რომ ზოგიერთ ადამიანზე ეს არც კი მოქმედებს. ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, შეიძლება თუ […]
ვიქტორ ორბანი ნავალნიზე – შოვინისტები პატივისცემას არ იმსახურებენ, ისინი, ვინც ქართველებს „მღრღნელებს“ უწოდებდნენ

ალექსეი ნავალნი პატივისცემის ღირსი არ არის, რადგან შოვინისტი იყო. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „უნგრეთის პარლამენტში შოვინისტები პატივისცემას არ იმსახურებენ და ისინი, ვინც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველებს „მღრღნელებს“ უწოდებდნენ, პატივისცემას ვერ მიიღებენ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. პარლამენტის სხდომაზე უნგრელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნავალნის ხსოვნას წუთიერი დუმილითა და ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი. ვიქტორ […]
Nokia წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევას 10 წლით დააჩქარებს

ფინური სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელი Nokia 2040 წლისთვის სათბურის გაზების ნულოვანი ემისიების მიღწევას გეგმავს. ამის შესახებ MarketWatch წერს. ადრე კომპანია ამას 2050 წლისთვის აპირებდა. ამავე დროს, Nokia კიდევ უფრო დააჩქარებს საკუთარი საქმიანობის დეკარბონიზაციას. მანამდე მან განაცხადა, რომ აპირებს 2030 წლისთვის 2019 წელთან შედარებით პირდაპირი (Scope 1) და არაპირდაპირი (Scope 2 და 3) ემისიების განახევრებას. გამონაბოლქვის შემცირების […]
რამდენი ხნით გაგრძელდება ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი? – ლევან სილაგავა

ფქვილზე არსებული საიმპორტო გადასახადი 1-ელი მარტის შემდეგაც გაგრძელდება. როგორც “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის გვერდზე რამდენიმე დღეში უნდა გამოქვეყნდეს. “კონსულტაციები დასრულებულია. ხვალ ან ზეგ აიტვირთება დოკუმენტი. დილით სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან კომუნიკაცია მქონდა და დასტური მივიღეთ, რომ პირველი მარტიდან გაგრძელდება მანამ, სანამ […]
უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანება დაამტკიცა

უნგრეთის პარლამენტმა 26 თებერვალს ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. სახელმწიფო, რომელიც ნეიტრალიტეტს 200 წელზე მეტია ინარჩუნებდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი გახდება. უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. BBC-ის თანახმად, ამას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ნატოს შეუძლია ოფიციალურად მიიწვიოს შვედეთი […]
ფარმაცევტული გიგანტები ჩინურ ბაზარზე შედიან – AstraZeneca-მ ჩინური კომპანია შეიძინა

AstraZeneca-მ Gracell Biotechnologies Inc.-ის შეძენის პროცესის დასრულების შესახებ განაცხადა. Gracell Biotechnologies-ი არის ჩინური ბიოფარმაცევტული კომპანია, რომელიც კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობის უჯრედული თერაპიის მეთოდის შექმნაზე მუშაობს. ამ გარიგებით შვედურ-ბრიტანული გიგანტი AstraZeneca ცდილობს, ხორცი შეასხას საკუთარ ამბიციებს უჯრედული თერაპიის მიმართულებით. საუბარია თერაპიაზე, რომელიც ისეთ დაავადებებთან ბრძოლისთვის იქმნება, როგორიცაა მრავლობითი მელანომა და სხვა ავთვისებიანი ჰემატოლოგიური წარმონაქმნები. Gracell-ი […]
ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ტაქტიკა რუსულს ჰგავს, რუსები მოწინააღმდეგეს ფიზიკურად ანადგურებენ, ესენი – მორალურად

პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგის სასამართლო ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეზე ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს დაამტკიცებს, რომ მათ ბრალი ედებოდათ დანაშაულში, რომელიც რეალურად არ არსებობს. როგორც ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა კითხვები, რომლებსაც მათ უნდა უპასუხონ. […]
უნგრეთის პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად ტამაშ შუიოკი აირჩია

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად მმართველი პარტიიდან წარდგენილი ტამაშ შუიოკი აირჩია. აქამდე შუიოკი უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. შუიოკი ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტს 8 დღეში დაიკავებს, ამ დროისთვის პრეზიდენტის მოვალეობებს პარლამენტის სპიკერი ლასლო კევერი ასრულებს. 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ერთხმად მიიღო პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის გადადგომის განცხადება.