საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მურატ ნურთლეუსთან. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღნიშნეს ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ბოლო წლებში გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების […]

აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ვაშინგტონში ისრაელის სალჩოს წინ თავი დაიწვა

შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მოქმედი წევრი, რომელმაც პროტესტის ნიშნად ვაშინგტონში მდებარე ისრაელის საელჩოს წინ თავი დაიწვა, გარდაიცვალა. 25 წლის აარონ ბუშნელმა თავის დაწვამდე განაცხადა, რომ „აღარ იქნებოდა გენოციდის მონაწილე“. ორშაბათს, აშშ-ის დედაქალაქის პოლიციამ განაცხადა, რომ ის მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველი საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესს“ უყვება, რომ ბუშნელი სალჩოსთან კვირას, 13:00 საათზე მივიდა და […]

ტრამპმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც $454.2 მილიონის გადახდა დაეკისრა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადვოკატებთან, ქრისტოფერ კაისთან და ალინა ჰაბასთან ერთად უძრავი ქონებით თაღლითობის საქმეზე ნიუ-იორკის სასამართლოში გამართულ სხდომაზე, 2024 წლის 11 იანვარი დონალდ ტრამპმა გაასაჩივრა უძრავი ქონების თაღლითობის საქმეზე ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ტრამპის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს თხოვნით, გააუქმოს მოსამართლე არტურ ენგორონის მიერ […]

ნინო ლომჯარია – ჯამში ოპოზიციური განწყობები მეტია, ვიდრე სახელისუფლებო, მაგრამ, რადგან კონფიგურაცია არ დგება, ეს ამომრჩევლის ფრუსტრაციას და იმედგაცრუებას იწვევს – მალე უნდა იყოს გადაწყვეტილებები, ბევრი დრო არ დარჩა

ჯამში ოპოზიციური განწყობები მეტია, ვიდრე სახელისუფლებო, მაგრამ იმის გამო, რომ გამარჯვების კონფიგურაცია არ დგება, ეს იწვევს პირველ რიგში ამომრჩევლის ფრუსტრაციას და იმედგაცრუებას, რომ არაფერი არ შეიცვლება, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ამომრჩეველს ბიულეტენში ბევრი არჩევანი არ უნდა დახვდეს, რადგან ეს ოპოზიციურ ხმებს გაფანტავს. […]

ხატია დეკანოიძე – თუ არ იქნება „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, თუ ადამიანებმა არ დაინახეს, ვის უნდა გადააბარონ ხელისუფლება, ძალიან რთული იქნება ივანიშვილის შეცვლა

თუ არ იქნება „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, თუ ადამიანებმა არ დაინახეს, ვის უნდა გადააბარონ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ, ძალიან რთული იქნება ბიძინა ივანიშვილის შეცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამასთან, დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა, სადაც საუბარია, რომ პარტიების პროგრამებში […]

რა არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი – სამინისტრომ დოკუმენტის განახლებული პროექტი შეიმუშავა

განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი გამოაქვეყნა. უწყებაში ამბობენ, რომ დოკუმენტი დამტკიცებამდე გადაეგზავნება სკოლებს, მათგან უკუკავშირის მისაღებად. გარდა ამისა, განმარტავენ, რომ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ნებისმიერი დაინტერესებული მხარისგან მიიღებენ. 26 თებერვლიდან 7 მარტის, ნებისმიერ მსურველს, საკუთარი მოსაზრებების სამინისტროსთვის გაზიარება შეუძლია ოფიციალური ელ-ფოსტის საშუალებით: [email protected] მას შემდეგ, რაც სამინისტრო დოკუმენტის საბოლოო ვერსიას შეიმუშავებს, მას მთავრობა […]

მერაბ დვალიშვილი: არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ

UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ცილისწამებასა და ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ წლების წინ მან ჩვენება მისცა მოკრივე ავთანდილ ხურციძის წინააღმდეგ ამერიკის სასამართლოში. ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში დვალიშვილი არ ასახელებს ხურციძის სახელსა და გვარს, თუმცა დიდი ალბათობით სწორედ ყოფილ მოკრივეს ეხება მისი განცხადება, რადგან ეს უკანასკნელი თავის ვიდეომიმართვაში ხურციძემ ახსენა. ხურციძის თქმით, ყველა იმ ვიდეოში, რომელიც […]

გერმანიის კანცლერი ადასტურებს, რომ უარი თქვა უკრაინისთვის „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების მიცემაზე

26 თებერვალს წამყვანი გერმანული მედიის მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ ბერლინმა უარი თქვა უკრაინისათვის “ტაურუსის” ფრთოსანი რაკეტების მიცემაზე. შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ ამ იარაღის გადაცემა უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ იქნება. გერმანიის კანცლერს ძალიან გაუკვირდა, რომ ამ რაკეტების მიწოდების შესახებ კითხვა კვლავ დგება. “მე უკვე ავხსენი, რატომ არის ეს მიუღებელი-არაფერი იცვლება”, […]

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებისა და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს. 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსსუ-ის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები 320-მა სტუდენტმა დაასრულა. უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებაზე სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცა და სიტყვით […]

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე სერბეთთან 31:38 მარცხდება. სტუმრების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რომლებმაც პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. შემდეგ ჩვენმა გუნდმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქე ფარზე ბრძოლას იგებდა, სწრაფ შეტევებს უკეთ ახორციელებდა და პირველი ტაიმი 31:38 დასრულდა. ეს ტომასონი რა მოსაყვანი იყო? ეხლა არ დამიწყოთ, ამდენი […]