ბაზისბანკმა სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები დააჯილდოვა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარტნიორობით, ორბელიანების სასახლეში „სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი 2024“ გამოვლინდა. ღონისძიებას 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. CSRDG-მ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები საქართველოს 6 რეგიონში გამოავლინა. ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, […]

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება

„2025 წლიდან იგეგმება ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს“ – ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შიოლაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით მონიტორინგი ითვალისწინებს, როგორც ვიდეო კონტროლის საშუალებით ტექინსპექტირების საქმიანობის დაკვირვებას, ასევე ადგილზე ინსპექტირებას პროცესის დროს. „მობილური ჯგუფები გადაამოწმებენ უკვე ინსპექტირებული ავტომობილებს ხელმეორედ და თუ აღმოჩნდება, რომ ტექინსპექტირების ცენტრის მიერ […]

ილია დარჩიაშვილმა ვოლკერ ტურკთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან. მინისტრმა ხაზი გაუსვა, გამოწვევებით სავსე პერიოდში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის როლსა და დატვირთვას. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროს დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული […]

თბილისი-ფოთის მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა

თბილისი-ფოთის მატარებელი გორში, სოფელ ხიდისთავში, ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა 26 თებერვალს, საღამოს საათებში მოხდა. როგორც თვითმხილველებმა „მთავარ არხს“ განუცხადეს, უბედურ შემთხვევამდე მათ გაიგეს მატარებლის საყვირის ხმა, შემდეგ მატარებელიც გაჩერდა. როგორც ამბობენ, მალევე გაიგეს, რომ ტრანსპორტი ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც კიდევ 2 ადამიანთან ერთად გადაადგილდებოდა. ისინი უვნებლად გადარჩნენ. დაწყებულია გამოძიება.

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი მიესალმება ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ. ამის შესახებ პარტიის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც პოლიტიკური ასევე, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ […]

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ერთ-ერთ გასართობ ობიექტში შევიდა. გამოცემის ცნობით, მათ, სავარაუდოდ, შენობაში მყოფ ახალგაზრდა კაცთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ის დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ. “ინფო რუსთავი” წერს, რომ შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო […]

წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თებერვალს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, დუშეთის ქუჩაზე მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. „აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 27 თებერვლის დილის 11:00 საათიდან 28 თებერვლის დილის 05:00 საათამდე წყალმომარაგება […]

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე. კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 […]

“ჩემ მიმართ აბსურდული ბრალდებები წამოვიდა, არ აჰყვეთ პროვოკაციებს” – დვალიშვილის მიმართვა

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით მას აბსურდულად დასწამეს ცილი, რამაც ძალიან იმოქმედა მის ოჯახზე. დვალიშვილი ამბობს, რომ მის მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. „გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იცით, ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე […]

„ჩინეთის ერთი სოფელი რომ უვიზოდ დაიძრას, რას ვაკეთებთ მერე?“ – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ჩინეთთან, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა. ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით. „სიმართლე გითხრათ, ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს. „ქართული ოცნება“ კი არის ძალიან გალაღებული და ამბობენ, რომ ძალიან კარგია. რავიცი, უვიზოდ რომ დაიძრან, ერთმა […]